ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


კედელი

შეშინებული აპოგეით დავხატე რიტმები...
გაგჟებულმა და დაორსულებულმა ერთფეროვნებამ
კედლის შენებაში არქიტექტორის როლი იკისრა,
მარტოობამ ლამაზად მოაპირკეთა....
მასონური სიცილით გიახლოვდები,
ვიპარავ შენს არარსებულ გამოხედვას...
მეშინია ხვალ პერსი ბიში შელი მოვა აქ ჩემთან,
მე პასუხს კვლავ ვერ დავახვედრებ ამ ყველაფერზე...
მე მსურს გავიარო კედელი სახელწოდებით ,,დუმილი"
მე მსურს ვიფიქრო შენთან ერთად...
მე მსურს კვლავ გაგიღო კარი და გითხრა:
,,კეთილი იყოს მობრძანება შენი"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები