ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2009


შემთხვევით

მე ვკიდებ ძაფებს ცის თავზე,
სადაც თოლიებს რჩებათ სუნთქვა,
მერე აჩენენ ისინი გემებს და
უტოვებენ მათ სხეულის ოვალს,
აჩენენ თვითმფრინავებს და უტოვებენ მათ ფრთებს.
და ჩემი შუშისფერი სამყარო როცა წვეთოვანდება,
მლაშე ადამიანები ჩარბიან ჩემს თვალებთან
და ტოვებენ სინოტივეს...
შენ მოდიხარ შემთხვევით
შემთხვევით გიცვლი ღიმილს,
შემთხვევით მაწყობ თითებს საფეთქელთან,
შემთხვევით ვიცნობ შენი თვალის ფერს,
შემთხვევით ვირევი შენში,
შემთხვევით მენტრები,
შემთხვევიტ გისიზმრებ,
და ცარიელ ქუჩებში ვთესავ შემთხვევითობებს,
რომ მოხვიდე და ჩამოკრიფო მომწიფებული შეხვედრის წუთი...
დრო ლპება
და მე ვივიწყებ ტბას,
სადაც შენი სახლი იდგა,
და შენი თმისფერი საღამოები
მიჩენს მოწყენას საზარდულთან
და მე ჩემს ბოლოს ვუერთდები,
და უკვე წრე ვარ,
ვტრიალებ შენგან დატოვებულ ჩემში,
მკვდრები არიან სხვები,
თუმცა შემთხვევით...
მე ვხუჭავ თვალებს,
და ვერ ვიჯერებ რომ შენ სულ სხვა ქუჩებს მკავ,
ვზელ თითებით ჰაერს და ვათბობ,
გიგზავნი ღუბლებს და ჩიტებს რომლებმაც
გააჩინეს გემები იმისთვის რომ,
მე შენს მაჯაზე ვზომო ყოველი წამი,
დღე გაგისაათო,
და გაგა-წამ-ო.
წამო.
გავასწროთ ისრებს,
ისე...
შემთხვევით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები