ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

შემოდგომა მეგონე და გაზაფხული ყოფილხარ

შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ.
მე წასული მეგონე და
თურმე ახლა მოდიხარ.

მოდი, მოდი, გამოჰყევი
იით ბარდნი შარა-გზას,
ჩემო დიდო სიყვარულო,
იმედო და ქარაგმავ.

მე წარსული მეგონე და
მომავალი ყოფილხარ,
ჩემო დიდო სიყვარულო
თურმე ეს რა ყოფილხარ.

შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ...





პ.ს.    რითმებზე ნუ შემედავებით : ) სიმღერის ტექსტია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები