ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 დეკემბერი, 2009


კომენტარის გარეშე

      გავიგებთ თუ არა ქართველები რიგიანად ქვემოთ მონათხრობს, რთული სათქმელია. შემოთავაზებას, რომელზეც ორი დღის წინ ერთმა ფრანგულმა ოჯახმა უარი განაცხადა, ბევრი ქართველისთვის, თუ ყველასთვის არა, წარმოუდგენელი ხიბლი ექნებოდა. დიდება სიკვდილის შემდეგ, რომელსაც გარდაცვლილები პანთეონებში პოვებენ, მოჩვენებითია და ამას კამიუ გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგაც გვახსენებს.
        რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, - ნიკოლა სარკოზიმ, ალბერ კამიუს გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილის აღსანიშნავად, გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მწერლის ნეშტი პარიზის პანთეონში, საზოგადო მოღვაწეთა და ეროვნულ გმირთა გვერდით გადაესვენებინათ. პანთეონში დაკრძალულნი არიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა ალექსანდრე დიუმა, ვიქტორ ჰიუგო, ემილ ზოლა და სხვა. მათი აქ გადმოსვენების გადაწყვეტილება, სარკოზის წინამორბედმა პრეზიდენტმა, - ჟაკ შირაკმა მიიღო.
        ამ თითქოს და მეტად "სახარბიელო" წინადადებას მწერლის შთამომავლები და მეგობრები უნდა გაეხარებინა, მაგრამ პირიქით მოხდა.
        მწერლის შვილები, ტყუპები - ჟან და კეტრინ მამის გადასვენების წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ. მათი თქმით, ეს აზრი მათი მამის პრინციპეპთან და შეხედულებებთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის. " ის მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა დიდებასა და მოჩვენებით სიმდიდრეს, ამიტომ ვერ დავუშვებთ მისი ნეშტი პანთეონში გადაიტანონ." - აცხადებენ ისინი.
          პრეზიდენტის გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია, მწერლის უახლოესი მეგობარი და მისი ბიოგრაფიის მკვლევარი, ოლივერ ტოდი.
          ტელეკომპანია BBC-სთან საუბრისას, მან სარკოზის წინადადებას "სულელობა" უწოდა. მისივე თქმით, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკური პიარის ნაწილია. "მას კამიუ არაფერში სჭირდება, უბრალოდ მისი ბრწყინვალების გამოყენება სურს." ტოდიც იგივეში გვარწმუნებს, კამიუს არ უყვარდა სიმდიდრე და დიდებულება: "წარმოგიდგენიათ, ადამიანმა ნობელის პრემიაზე თანხმობა მხოლო იმიტომ განაცხადა, რომ ცერემონიაზე ესაუბრა ალჟირში მყოფ ეთნიკურ ფრანგებზე."
          მართალია პრეზიდენტი სარკოზი საკუთარი გადაწყვეტილებით არფრთოვანებულია, მაგრამ მისი განხორციელება კამიუს ოჯახის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა სხვადასხვა დროს მწერლის მეუღლესთან და შვილებთან მიაგზავნა არაერთი პირადი მრჩეველი, მათ შორის კატრინ პეგორი, თუმცა ამაოდ. ნიკოლა სარკოზის განცხადებები განცხადებებად რჩება. კამიუს საფლავის მისამართი კი უცვლელია.
                                                   
                                                                  გაზეთი "24 საათი"
                                                                    26.11.09




          ...ნოდარ დუმბაძის უკვდავება მისი გმირებია. მის საფლავს არ სჭირდება ადგილის ავტორიტეტის მოშველიება. საზოგადოებამ გადაწყვიტა და, მე მგონი, სწორადაც: ქალაქთა შორის უკეთილშობილეს, - ბავშვთა ქალაქში დასახლდებიან საქვეყნოდ ცნობილი მისი გმირები: ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი, ხატია და სხვები და სხვები. ნოდარ დუმბაძე, ამ საოცნებო ქალაქის დამაარსებელი, თავის პერსონაჟებთან ერთად, გარდაცვალების შემდეგაც იცხოვრებს, იბრძოლებს, იშრომებს მომავალ თაობათა საბედნიეროდ...

                                                                              ედუარდ შევარდნაძე
                                                                                  1984წ.



          - თქვენი საყვარელი მწერალი?
          - კაფკა.
          - კაფკა ძალიან მძიმეა.
          - ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს სიმძიმე, სიმსუბუქის...
          - კაფკას კითხვას არ სჯობია ნოდარ დუმბაძე წაიკითხოთ? ასეთი მწერალი გვყავს... რა დროს კაფკაა...

                                                                 
                                                            ჩინოვნიკი ქალბატონი თბილისის მერიიდან
                                                                    2005წ.



            ....სარტრის, ან თუნდაც ნებისმიერი მოაზროვნის ნათქვამით არ განისაზღვრება ესა თუ ის საკითხი...

                                                                თეა თაბაგარი
                                                                20.03.09.  21:21:21



            ეგენი ფრანგები არიან, ჩვენ სხვა ხალხი ვართ. მაგათი სიბრძნე აქ არ გაჭრის...

                                                                    ჩემი ძმაკაცი(ხატმწერი)
                                                                          2002წ.


                 

            მამა -  ჩ  ე  მ  ი...

                                                ნოდარ დუბაძის ერთ-ერთი ქალიშვილი
                                                            2009წ.






        სიკვდილი მხოლოდ თავისუფლების გულისთვის ღირს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული იმაში,რომ მთლიანად არ მოვკვდებით.

                                                                        ალბერ კამიუ
                                                                          1959...   





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები