ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Oscar Kempff
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

მხოლოდ ჩვენ ორნი

მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ჩვენ ორნი
როცა სამყაროც კი ზედმეტია
მარტო ღმერთი და იმედი შორი
ჩემს გულში მეტი ვერ დაეტია.....

მოდი შემოძვერი პალტოში ჩუმად ,
წვიმის შევუშვიროთ გულები , ნორჩი!
ერთად ვისუნთქოთ თან ზამთრის წვიმა
ჩემი წითელი სხეულით მოსვი..
შორს , ძალიან შორს მიზსფერის მიღმა..
ჩავსვათ ჩარჩოში თან ეს სურათი
გადააბერა ბალახი ფიქრმა
ახედე მზეს ფარავს წმინდა გუმბათი …
თან შემომხედე თვალიდან თვალში
და თუ მანძილი ისევ დიდია
შენ ჩემთან ერთად მაგ ფრთებსაც გაშლი
სადღაც ფიქრებში ალბათ ნისლია
მოდი მომხვიე ხელი წაყლივით სუფთა
გულის ფეთქვაში რიტმების გარდა
გციოდეს , ყინავდეს ზამთარში თუნდაც ,
შენთან ქარს მე ყვავილებს ვატან..
როგორც წვიმის ყავს თან ცისარტყელა
ისე აღმოჩნდი ნაწვიმარ გულში
მერცხალი მიყვარს კუდმაკრატელა
გიყურებ გიყურებ და გეტყვი ყურში :…
თვალების ბნედით თმას შევისუნთქავ
გულში ჩაგიკრავ გაკოცებ სულში
არ შეგამცივნებ ჩემო ბეღურავ
ცისკენ მიფრინავს ყვითელი ბურთი ,,
გიყურებ თვალებში , იმის იქითაც
ჩანს შუქი ნაზი უცხო ღვთაების
თვით სანელი ხარ თავად პირითაც
ხმა მესმის მოსული თბილი წამების …
მოდი ჩამჭიდე ხელები სუფთა ანკარა
წმინდა როგორც თვითონ სანთელი
დღეს მე შემოვრჩი მხოლოდ შენს ამარა
ქვეყანას სადაც ჩანს ღმერთი ნათელი
მოდი ჩამკიდე შენ თბილი ხელი. გეძახი
მოდი ავფრინდეთ ერთად ზეცაში
როგორც ყურძნენი , კარგი ვენახი
მე ვარ დამთვრალი მაგ ცისფერ თვალში …
ღვთაებავ დიდო , დედავ მარიამ
ყველა მლოცველის ეს წმინდა კალთა ,
(ნუთუ დღეს კიდევ ქევეყნად არიან)
გადააფარე ჩემს სითბოს – ნატას ..
მოდი შემოძვერი პალტოში ჩუმად
დავსველდეთ ერთად წვიმაში ზამთრის
თან მოუსმინე გულისთქმას თუნდაც
ნახე თოვლიც კი ყვავილებს ბარდნის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები