ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2009


სენი

            ყრუდ დაეწყო ტკივილები,წამოვლითი ხასიათის,გამუდმებით-დღე და ღამე.მესამე კვირაა აწამებს.ცრემლებამდე მიჰყავს.მარტო ებრძვის თავის გაჭირვებას.ეს მისი ტკივილია.რამდენი ხანია არ შეუხსენებია ამ სენს თავი-ებრძოდა და იმიტომ,ყოველდღე გარკვეული დოზით იყუჩებდა.ახლა...
            ახლა მარტოა და სახლიდანაც რამდენი ხანია არ გასულა.ფანჯრიდან ადევნებს თვალყურს ბუნების ხასიათს.გუშინ ეზოში ორი კატა დალანდა.საცოდავად აბუზული.სასწრაფოდ სამზარეულოს მიაშურა.მაცივრიდან გაყინული თევზის ნაჭერი გამოიღო,ნაჩქარევად,ყავისთვის ადუღებული წყალი გადაავლო გასალღობად-ორ ნაჭრად უნდა ექცია.გულისფრიალით მიაშურა აივანს,შიშით- აღარ დახვდებოდნენ და ჩუმი დაძახებით მიიქცია მათი ყურადღება.განათებული სახით უცქერდა მათ ნადიმს.იმ წუთში  ტკივილმა ოდნავ გაუარა.
            ,ბავშვობიდან აწუხებს ეს სატკივარი.მის გარშემომყოფნი გრძნობდნენ როცა შეტევა ეწყებოდა:ადგილს ვერ პოულობდა,ფიქრად იქცეოდა ხოლმე.ყველა ახლობელს მოიკითხავდა,ინახულებდა,დაწვრილებით გამოკითხავდა ყოფას.მშვიდდებოდა, როცა იგებდა არავის არაფერი უჭირდა.
            ორი წლის წინ გაიგო-მეგობრის ბავშვის სიცოცხლე სასწორზე იდო.მთელი ღამე არ დააძინა ფიქრმა და საკუთარმა სენმა.წინ და უკან იარა ოთახებში გათენებამდე.ყველაფრის დამახსოვრება სწადდა.ეფერებოდა შეჩვეულ კედლებს....
          ... ტკივილი დაუამდა,თუმცა ახალი გარემო ვერაფრით გაითავისა.
          მოგვიანებით გაიგო- სიცოცხლემ გაიმარჯვა.თითქოს მისი ავადმყოფობაც სადღაც გაქრა მშობლიურ კერასთან ერთად. შედეგს ყველა ხედავდა,მხოლოდ წამლის სახელწოდება მის მეტმა არავინ იცოდა!
          ახლა კი....ისევ სტკივა.პატარ-პატარა დოზებით ყლაპავს წამალს,არ ყოფნის.
          ახლა მარტოა და ვერ იყუჩებს,
          სტკივა სიკეთე...
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები