ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2009


მომავლის პოეზია 5

მომავლის სიბრძნე: ნუ წაიკითხავ იმას, რაც არ გაინტერესებს. თუ არ გაინტერესებს, დაინტერესდი და წაიკითხე!
__________

არეულობა

მოეშვი დაწყნარდი,
დაწყნარდი, მოდიან,
მოდიან შეეშვი,
შეეშვი, გაბრაზდი.
გაბრაზდი?! დაწყნარდი,
დაწყნარდი, დამშვიდდი,
დამშვიდდი, დამშვენდი,
დამშვენდი, გადიან,
გადიან, გაწვიმდა,
გაწვიმდა ძალიან,
ძალიან მომშივდა,
მომშივდა ძალიან,
ძალიან ცივა აქ,
ცივა აქ ვკანკალებ,
ვკანკალებ გამათბეთ,
გამათბეთ, გამათბეთ...
__________________________

შორია, ძნელია რითმა

შორია ძალიან მე ვეღარ წამოვალ,
შორია, ძალიან მომინდა დაჯდომა,

მომშივდა, შორია, გთხოვ ნუღარ მაწვალებ,

სიზმარი მგონია, ცხადად ახდენილი,
გული ჩაკეტილი, თვალები ახელილი,

აქედან შორია, იქიდან მალე მივალთ,

აქედან ვირბინოთ, იქიდან ვიაროთ ნელა,
დრო დაემთხვევა, სახლიდან გამოვა ყველა,

საცერზე გაცრილი, სუფთა და ნარჩენი სიტყვა,
შორია, ძალიან ძნელია რითმა...

_____
წაიკითხეთ ერთ ამოსუნთქვაზე და მოგეწონებათ :)

________________________________________________

პეტრე ბიზანტიელი

მისტერ პეტრე, მისტერ პიოტრ,
რა გეგონა რომ არ გრძნობ
ბიზანტიის იმ გულს, სულს,
კიდევ გნახავ დაჩაგრულს!

მისტერ პეტრე, მისტერ პიოტრ,
განა მართლა ციოდა,
ცაში დედის ფათახს ხევდა,
ცხვირი თითქოს გტკიოდა!

(ეძღვნება პეტრეს დას)

________________________________

ქუჩაში პიჟამოთი

ანგრევს, აფუჭებს,
არცხვენს, აქუჩებს,
თავის ლაყუჩებს,
აჩენს შავ ტუჩებს,
ენის ბზრიალით,
გულის ფათურით,
შემოტრიალდით,
სულ სხვა რაკურსით,
თხოვნით, ვედრებით,
უშნო ქმედებით,
ჩვენ გევედრებით,
დიდი ვედრებით,
მიწის ქვიშაზე,
გულის ფიცარზე,
ვიწრო ნაპირზე,
სხვა მთის მწვერვალზე,
მინდა დაფიქრდე,
რომ ეს პიჟამო,
დიდად შესარგი,
შენ არ გიხდება,
სხვასაც შენარგი *.

შენარგი * - ათხოვე, აჩუქე, მიაქირავე.

____________________________________

სწრაფი ცხენი

თეთრად შეღებილა ცა,
მუდმივი ცხენი,
სწრაფად გავლილი გზა,
ჩუმი და გრძელი,
ფრთხილად დახურული კარი,
გაფუჭებული ნავი,
ნაპირთან ვეღარ მისულა და
დაუკლავთ კრავი.
სივრცეში დაკარგულა სხივი,
ნანატრი სხივი,
უკვალოდ გამქრალა დღე,
და სწრაფი ცხენი...

_____________________________________


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები