ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2009


მომავლის პოეზია 7

მომავლის სიბრძნე: ყოველთვის გახსოვდეს, რომ სამყაროში, შენ ერთადერთი ხარ და დანარჩენი სხვები, შენ მარტო ხარ და უნდა შექმნა სხვები, შენ არავინ ხარ და არც არავინ გეკითხება რამეს.
_______

სექსი

ნისლია, ირგვლივ ნისლია ისევ,
სხვისია, მაინც სხვისია იქნებ?!
ცრემლია, ცრემლით სველია მიწა,
ჩემია, ჩემი იქნება ვფიცავ!

შეჩერდი წამო შეჩერდი,
წამო რა დიდხანს ჩერდები,
წამო, რა დიდხანს გრძელდები,
უაზრო ზღვაა ვნებების, გნებდები...

_____________________________________

ღირსია

წაართვით! ცემეთ! ატკინეთ!
მოჰკალით! სისხლი ადინეთ!
თუ უკვდავია, აწამეთ!
სიკვდილი მუდამ ანატრეთ!

ღირსია, მეტის ღირსია,
რომ შეასრულო მისია,
არ დაიტოვო ნისია,
არ შეიბრალო, ღირსია.

ნუ ისმენ, თხოვნა–ვედრებას,
ნუ ითმენ, მაგის ქმედებას,
გამოკეთდება დაგჩაგრავს,
დაგაწყებინებს ხველებას.

__________________________________________

ქაოსი

სიტყვა გრძელი,
ურო, გრდემლი,
მკრთალი ვაზი,
და ლამაზი,
უშნო ფრთები,
ვიწრო გზები,
სწორი თმები,
გრძელი ყბები...

აირი, ნახშირი,
ნავთობი, თახსირი,
მუსიკა ნამდვილი,
სიმღერა ადვილი,
გრუხუნებს, ელავს,
ზღვა ისევ ღელავს,
მოვითხოვ შველას,
პოეტს და მწერალს.

მაღალი აკორდი,
ბილიკებს დავშორდი.

ლამაზი გამოდის,
წყაროზე ჩამოდის.

ბნელია სიზმრები,
ძნელია, ვიღლები...

_________________________

სალამურით მთაზე

ისევ აკვნესებს ობოლი ბიჭი, მთაზე სალამურს,
ისევ მარტოა და კვლავ ვიღაც ქალს ელოდება,
არ გაჩერდება, სანამ ქალი არ ავა მთაზე,
სალამურის ხმა, ქალის ხმაში გადაიზრდება.

და კვლავ აკვნესებს ამ ქალს ჩვენი ობოლი ბიჭი,
სალამური კი მდინარემდე ჩაგორებულა,
ამ ქალის ქმარი ბანაობდა იმ მდინარეში,
და სალამურით მაღლა მთაზე გაშურებულა.

ოჰ, საოცრებავ, ბიჭუნა ქალს დაკვარს ასწავლის,
ოჰ საოცრებავ, სალამური მას არ აქვს ქმარს აქვს,
ისევ აკვნესებს ობოლი ბიჭი, მთაზე სალამურს,
უკრავს და თანაც, სიმღერას ამბობს ძალზედ საამურს.,,

(გამოიცანით, რა უქნა იმ ქალის ქმარმა ობოლ ბიჭს?)

______________________________________________

ზღვის ვარდი

ზღვაში გადავაგდე ვარდი,
მიზან-მიზან დავედევნე,
სქოლიოზი დამემართა,
ოთარ, გამომედევნე,

ფუტკარ-ფუტკარ შევეჯიბრე,
გული დაწყდა სამყაროს,
მოულოდნელ სიხარულში,
გონებამ არ გაწვალოს,

ინებეთ და გადაიღეთ,
ცივად მოხარშული ხორცი,
მიირთვეთ, კუჭი გაიძღეთ,
სურათები გადაიღეთ!!!

________________________________

სანამ ...

სანამ ლექსს იტყვი, ტაშს დაგიკრავ,
და სანამ დაწერ, რითმას გეტყვი,
მზის ამოსვლისას გეტყვი მშვიდად,
მშვიდობით იყავ!

წასულს, ჩაკეტილს, მიგატოვებ,
დაგხვდები გარეთ გამოსასვლელთან,
შავ ღრუბელს შენკენ მოვაშურებ,
ცეცხლსაც ჩავაქრობ!

სანამ მოხდება აპოკალიპსი,
მე ავიშენებ ორ ლამაზ დიდ სახლს,
და შიგ არავის შევუშვებ, არა!
ჩემი მომავლის ლექსების გარდა ! :))

______________________________________

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები