ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2009


მინდა..

მინდა თოვდეს და შენ მკოცნიდე.  აი ასე, ხელები წელზე გქონდეს შემოხვეული და მხურვალედ, მთელი სითბოთი, სიყვარულით, მხურვალედ მკოცნიდე, არსად მიშვებდე.
მინდა გენანებოდეს ყოველი წუთი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ, გადის და ერთად ყოფნის, არსებობის დროს აკლდება.
მიდნა შენთვის  ვიყო ფეერია, პრინცესა, ახდენილი ოცნება, სიხარული, ძვირფასი ფიქრი  და მიზანი. მინდა ნანობდე უჩემოდ გატარებულ თითოეულ წამს და ძალიან გეშნოდეს, ერიდებოდე იგივეს განმეორებას.
მინდა მჩუქნიდე მილიონ საჩუქარს. ხანდახან ფერად ფურცლებსაც კი, შინაარსით დატვირთულს. მინდა ჩემი თითოეული შეხება, ჭიანჭველები იყოს გულში და მუხლებში. მინდა ღმერთს მადლობას ეუბნებოდე ჩემი არსებობისთვის და შენთან ერთად ყოფნისთვის.
მინდა შენთვის ყველა ბედნიერებაზე დიდი  ბედნიერება ვიყო, ყველა საამაყოზე საამაყო, ყველა სიხარულზე დიდი სიხარული.
მინდა ჩვენ ორის სიყვარული ერთმანეთის ჭიქებს ავსებდეს – მე შენი შევსება მინდოდეს, შენ ჩემი. მინდა შენი უზარმაზარი სიყვარულის სანაცვლოდ ჩემს უზარმზარ სიყვარულს გაძლევდე, სითბოს, სიმშვიდეს, ჰარმონიას, გაფრთხილებას... არცერთი ვცარიელდებოდეთ, გაცემით ვივსებოდეთ.
მინდა არცერთს გვბეზრდებოდეს, მინდა ორივე ვანათებდეთ და მისაბაძები ვიყოთ.
... მინდა თოვდეს და შენ მკოცნიდე მხურვალედ. ხელებით სახეზე მეფერებოდე, თვალებით სულზე. იმაზე უფრო ახლოს გინდოდეს ყოფნა, ვიდრე ხარ. ზრუნავდე ჩემზე, მიფრთხილდებოდე. ბედნიერი იყო ჩემით, გეშინოდეს ჩემი გაშვება ერთი წუთითაც კი.
მინდა ძალიან გიყვარდე, გამოხატავდე და როცა მოთოვს, მხურვალედ მაკოცე.

ერთ დღესაც... კოცნით გაგაღვიძებ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები