ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2009


ნაკვეთი აბსურდიდან

ზამთარია, მიილია ფოთოლცვენის ამინდები,
ქვაზე თითო ფიფქი დევს და შიგადაშიგ მეცინება,
თუმცა ახლა ძველებურად, ისევ ისე არ მინდები...
გაცივდაო... ჩაიკვნესეს, ვარაუდის ექიმებმა.

თვალებს მჭრიდა, მეოცნებეს, წარსულიდან ანარეკლი -
ხო! ცხოვრება ასე არის, ვერას გათვლი საწინაოდ,
ყველა გზა თუ მოიფინა, ვარდის ფურცლით, ანდაც ეკლით...
ხელის გულზე დავიძინებ, რომ არ მერქვას - გაცივდაო.

მდევარს კვალი დაეწია, ალაგ ალაგ აირია,
მითუმეტეს თუ დარჩება ასარჩევად არადანი,
ხელს რომ მიწყობს, ერთადერთი, უღალატო ჰაერია...
გული, ჩემი აღარ არის, იმიტომ რომ გავატანე -
იმას ვისაც არ ეკუთვნის, თუმცა მისთვის მომენიჭა,
მიჩუქნია... ჩემთვის მაინც  ავიტანდი ვერასოდეს,
დღეა უკვე სამიოდე, დაბადების მომენტიდა,
ღამეა და ყველას ღვიძავს, დაგვეძინა მე და სოფელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები