ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2009


რა არ მინდა? ყველა მინდა

შთაგონება მინდა მომცეთ,
თქვენ და ჩემმა ქვეყანამ,
მინდა აზრმა დაიტიოს
მეც და მთელი ქვეყანაც,
მინდა ლაქამ დამიტიროს,
ცრემლმა ჩემი ქვეყანა,
შთაგონება მინდა...ლაქა ჩემი ქვეყანა,
ლექსი მინდა, ფიქრის მთელი ქვეყანა,
ცნობა მინდა ჩემი აზრის
ჩემი სიტყვის ქვეყანა,
ლექსი მინდა, უნებურად მზისაგან,
დამიტიროს, დამიტიოს მთელმა ჩემმა ქვეყანამ,
მინდა ისევ შთაგონება, ისევ ლექსის
წერასთან,
მინდა, ფიქრი, სევდა მინდა და ცრემლების
ქვეყანა,
მინდა ისიც, რაც არ ითქმის,
შთაგონებად, რაც არ ითვლის,
მინდა ღმერთი, ფიფქისთანა,
მინდა ლოცვა, ჩემისთანა,
ფიქრი მინდა.სევდა მინდა,
სული მინდა, შენისთანა,
მინდა გრძნობა, მგრძნობდეს ისიც,
როგორც ჩემი ქვეყანა,
მინდა პულსი სიცოცხლისთვის,
ამ წუთისთვის ქვეყანა,
მინდა ისიც,რაც არ ითქმის,
რაც ოცნებად ქვავდება,
ბევრი მინდა, რა არ მინდა?!
რაღა დათვლის ქვეყანას?!!!

დ. მუხიგულაშვილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები