 | ავტორი: სოფო ბაჩილავა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 დეკემბერი, 2009 |
საქართველოს რომ ნატოში შესვლა უნდა ეს ახალი არავისთვისაა, აგერ უკვე რა ხანია ვცდილობთ როგორმე გავწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატო კი ზრდილობიან, მაგრამ მაინც, უარს გვეუბნება და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება. ჩვენ კი აბა რისი ქართველები ვართ თუ ფარ-ხმალს დავყრით და ასე ადვილად დავნებდებით, ხოდა ვაკაკუნებთ და ვაკაკუნებთ ნატოს კარებზე. იქიდან ხან სხეფერი გამოიხედავს ხან რასმუსენი, ხან ამერიკა შეგვაქებს და მოგვიწონებს საქციელს, “მაგრამ ამითი არაფერი შეიცვალა რა” გამოხედვა გამოხედვად და მოწონება მოწონებად რჩება. ჩვენ კი ნატოში შესვლის იმედით ამჯერად ავღანეთში ვაგზავნით ბიჭებს, ვაგზავნით კი არა გავაგზავნეთ უკვე ერთი ასეული, რომელიც საფრანგეთის კონტინგენტთან ერთად იმსახურებს 6 თვის განმავლობაში. სწორედ იმ საფრანგეთის ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე უარი რომ განაცხადა, თუმცა მაგას რა ენაღვლება ნატოშია უკვე. ჩვენ კი ძალები არ უნდა დავიშუროთ და ომგადატანილ ქვეყანამ გაზაფხულზე კიდევ ერთი ბატალიონი უნდა გავაგზავნოთ ავღანეთში. რგორც ჩანს მთავარსარდალს დაავიწყდა ერთი წლის წინ ომი რომ გადავიტანეთ და ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნას მათ საბრძოლო ნათლობას უწოდებს და აღლუმზე საჩვენებელი ჯარი არ გვჭირდებაო ამბობს.Dთუ ასე გულუხვად ვაგზავნეთ საკუთარი ბიჭები მსოფლიოს ერთერთ ყველაზე სახიფათო ადგილას საეჭვოა რომ საერთოდ დაგვრჩეს ჯარი სააღლუმოდ.
ჩვენმა თავდადებულმა ნაბიჯმა კვლავ დაიმსახურა შექება აშშ-ს და ნატოს მხრიდან. ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ გასაოცარი წვლილისთვის რაც საქართველს შეაქვს ავღანეთის საკითხში. ისე მგონი არ გვიმხელენ და უკვე ნატოში ვართ, რასმუსენი ასე მოწონებით რომ ამბობს ნატო 5000 ჯარისკაცს დამატებით გაგზავნის ავღანეთშიო ჩვენი 31-ე ბატალიონის ბიჭებიც (750ჯარისკაცი), მიუთვლია ზედ. რომელთა წასვლაც მომავალი წლის თებერვალში იგეგმება. ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ გაისად ნატოში შევალთ.
ასეა თუ ისე ეძიებდე და ჰპოვებდეო ნათქვამია, მაგრამ ჰპოვებდე იმას რასაც ეძებ და არა მორიგ დაპირბას. ვიცი ზოგი იტყვის რომ ვარდი უეკლოდ არ იკრიფებაო. მე კი მაინც ჩემი მაწუხებს, გვიღირს კი რასმუსენს ან ობამას მორიგი შექება თუნდაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლედ?
პ.ს გინახავთ დატვირთულ მარხილში შებმული ვირი? რომ არ გაჯიუტდეს ცხვირწინ სტაფილო უკიდია და იმ იმედით რომ მორიგ ნაბიჯზე მაინც მიწვდება გემრიელ ბოსტნეულს მიიწევს წინ. სტაფილოსა და ვირს შორის მანძილი კი არა და არ იცვლება, (მაგრამ ვირია და რას მიხვდება) ბოლოს სახლამდე მისულს კი აძლევენ სტაფილოს მაგრამ საწყალ, გადაღლილ ვირს აღარ აქვს ჭამის თავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. 8. არაააა რაააა.... ეგრე არფრი გამოვა... ხოოო სოფფფ ეგრეა მაგრამ შენ რომ ბიჭებს უწოდებ მათი პროფესია კაცის კვლაა ან სიკვდილი ხოდა ტყულად ნუ ვასენტიმენტალიზმებთ... საალღუმედაც დაგვრჩება და იმის იქითაც ბიჭებიც და მკვლელებიც... თან ვფიქრობ საერთოდ რომ არ გვქონდეს ნატოში შესვლის შანსი მაინც უნდა წავიდნენ ჩვენი სამხედროები იქ სადაც ომია ტყვიების ზუზუნში... პიერო. 2009-12-22 13:14:23
ამას უნდა უკრა კაცმა თავი ავღანეთში...სააღლუმედაც დაგვრჩება არა? და შენ აქ არაყს დალევ ლარიანს ხო? იმ ჯარში პიროვნებები არიან, კონკრეტული, კონკრეტული დარდით და სიცოცხლით. თავისი წილი მოლოდინით...და კიდევ, ჯარისკაცის მოვალეობა კაცის კვლა კი არა, ერის დაცვაა, საკუთარი ერის 8. არაააა რაააა.... ეგრე არფრი გამოვა... ხოოო სოფფფ ეგრეა მაგრამ შენ რომ ბიჭებს უწოდებ მათი პროფესია კაცის კვლაა ან სიკვდილი ხოდა ტყულად ნუ ვასენტიმენტალიზმებთ... საალღუმედაც დაგვრჩება და იმის იქითაც ბიჭებიც და მკვლელებიც... თან ვფიქრობ საერთოდ რომ არ გვქონდეს ნატოში შესვლის შანსი მაინც უნდა წავიდნენ ჩვენი სამხედროები იქ სადაც ომია ტყვიების ზუზუნში... პიერო. 2009-12-22 13:14:23
ამას უნდა უკრა კაცმა თავი ავღანეთში...სააღლუმედაც დაგვრჩება არა? და შენ აქ არაყს დალევ ლარიანს ხო? იმ ჯარში პიროვნებები არიან, კონკრეტული, კონკრეტული დარდით და სიცოცხლით. თავისი წილი მოლოდინით...და კიდევ, ჯარისკაცის მოვალეობა კაცის კვლა კი არა, ერის დაცვაა, საკუთარი ერის
39. რთული თემააა!!! გაიხარე შენა!!! რთული თემააა!!! გაიხარე შენა!!!
38. გემოვნებით გაქვს დაწერილი, მომეწონა... :) გემოვნებით გაქვს დაწერილი, მომეწონა... :)
37. ძალიან მომეწონა სოფო, განსაკუთრებით პ.ს. :) წარმატებები. :) ძალიან მომეწონა სოფო, განსაკუთრებით პ.ს. :) წარმატებები. :)
36. ჩემი ჟურნალისტი გოგო... აქამდე რატომ არ მქონდა ეს წაკითხული... :O სიმართლე დაგიწერია სოფ... ჩვენს ჟარისკაცებზე... ღიმილის ბიჭების ახალ თაობაზე... ჩემი ჟურნალისტი გოგო... აქამდე რატომ არ მქონდა ეს წაკითხული... :O სიმართლე დაგიწერია სოფ... ჩვენს ჟარისკაცებზე... ღიმილის ბიჭების ახალ თაობაზე...
34. ამ წერილს 45 ქულა აქვს მხოლოდ ანუ სულაც არ აქვს მაღალი შეფასება, მადლობა :) ამ წერილს 45 ქულა აქვს მხოლოდ ანუ სულაც არ აქვს მაღალი შეფასება, მადლობა :)
33. მომეწონა, კარგი წერილია, მაგრამ რჩეულებში შესატანი ნაღდად არ იყო. როგორც ჩანს ამ საიტზე ცოტა თუ არ არიგებს შეფასებებს!
მომეწონა, კარგი წერილია, მაგრამ რჩეულებში შესატანი ნაღდად არ იყო. როგორც ჩანს ამ საიტზე ცოტა თუ არ არიგებს შეფასებებს!
32. საკმაოდ რთულია ასეთ რამეებზე საუბარი თაი, მაგრამ აუცილებელია... 2 საკმაოდ რთულია ასეთ რამეებზე საუბარი თაი, მაგრამ აუცილებელია... 2
31. არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი ჩვენს მიწაზე არ გვჭირდება! მხოლოდ ამისთვის ღირს ბრძოლა. არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი ჩვენს მიწაზე არ გვჭირდება! მხოლოდ ამისთვის ღირს ბრძოლა.
30. ასეა თუ ისე ეძიებდე და ჰპოვებდეო ნათქვამია, მაგრამ ჰპოვებდე იმას რასაც ეძებ და არა მორიგ დაპირბას.
დააკაკუნე და გაგეღებაო, რამდენს აკაკუნებს ტანჯული საქართველო და....
კარგია თაია :-* ასეა თუ ისე ეძიებდე და ჰპოვებდეო ნათქვამია, მაგრამ ჰპოვებდე იმას რასაც ეძებ და არა მორიგ დაპირბას.
დააკაკუნე და გაგეღებაო, რამდენს აკაკუნებს ტანჯული საქართველო და....
კარგია თაია :-*
29.
აქა მშვიდობა :)
საინტერესო, საინტერესო აზრები დაფიქსირდა კომენტარებში,, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
აქა მშვიდობა :)
საინტერესო, საინტერესო აზრები დაფიქსირდა კომენტარებში,, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
28. ''Dთუ ასე გულუხვად ვაგზავნეთ საკუთარი ბიჭები მსოფლიოს ერთერთ ყველაზე სახიფათო ადგილას საეჭვოა რომ საერთოდ დაგვრჩეს ჯარი სააღლუმოდ. '' -----------------------
ღმერთმა დაიფაროს!!! ``Dთუ ასე გულუხვად ვაგზავნეთ საკუთარი ბიჭები მსოფლიოს ერთერთ ყველაზე სახიფათო ადგილას საეჭვოა რომ საერთოდ დაგვრჩეს ჯარი სააღლუმოდ. `` -----------------------
ღმერთმა დაიფაროს!!!
27. "საფრანგეთს ვთხოვოთ გვიშველისო, სასაცილოა"...
ეს გამახსენა ნაწერმა.
და ჩემი ლექსიდან კიდევ, ეს:
"მსოფლიო ამხელს შეშფოთებას, ბრბოს კი, ჯიუტად, თავისი მარცხიც უხარია, მტრების ჯინაზე."
მგონი, ნათელია რომელ "მარცხზეცაა" საუბარი (ზოგი რომ "გამარჯვებას" უწოდებს). სიჯიუტე კი, ვირმა რომ იცის, ეგეთი უნდა. ეჰ...
ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია, ალბათ, ჩვენს მდომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. თუმცა, გონიერების ნაკლებობა გვაქვს ამ ეტაპზე და რა ვიცი. ეს ძალიან მოკლედ, ჩემი აზრი.
გეთანხმები, სოფო, და მიხარია, რომ ამ თემაზე წერ. "საფრანგეთს ვთხოვოთ გვიშველისო, სასაცილოა"...
ეს გამახსენა ნაწერმა.
და ჩემი ლექსიდან კიდევ, ეს:
"მსოფლიო ამხელს შეშფოთებას, ბრბოს კი, ჯიუტად, თავისი მარცხიც უხარია, მტრების ჯინაზე."
მგონი, ნათელია რომელ "მარცხზეცაა" საუბარი (ზოგი რომ "გამარჯვებას" უწოდებს). სიჯიუტე კი, ვირმა რომ იცის, ეგეთი უნდა. ეჰ...
ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია, ალბათ, ჩვენს მდომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. თუმცა, გონიერების ნაკლებობა გვაქვს ამ ეტაპზე და რა ვიცი. ეს ძალიან მოკლედ, ჩემი აზრი.
გეთანხმები, სოფო, და მიხარია, რომ ამ თემაზე წერ.
26. ზოგს ჯერ კიდე ვერ გაურკვევია ნატო რას წარმოადგენს. . . მეზობელი ჰგონია, რომელსაც გადასძახებს ''მოდი რა დამეხმარე''. იმ ომში საქართველო მოტყუებული დარჩა. რა გახდა მიზეზი ევროპელი ლიდერების ჩამოსვლისა? ზოგს ჯერ კიდე ვერ გაურკვევია ნატო რას წარმოადგენს. . . მეზობელი ჰგონია, რომელსაც გადასძახებს ``მოდი რა დამეხმარე``. იმ ომში საქართველო მოტყუებული დარჩა. რა გახდა მიზეზი ევროპელი ლიდერების ჩამოსვლისა?
25. მე ერთი კითხვით დავიწყებ. რატომ მოკლეს კოსტავა? რატომ მოიშორეს გამსახურდია? ეს ჩემზე უკეთ უფროსმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინც მოესწრო ამას. მათი პირიდან გაჟღერდა პირველად, კავკასიის ერთიანი მოქმედება. ისინი ამბობდნენ პირველად რომ არ ჭირდებოდათ არც ამერიკა და არც რუსეთი. აი ამნიტომ მოიშორეს. ბევრისგან გამიგონია რომ ნატოში შესვლა აუცილებელია, ბევრიც აძაგებს მთავრობას რა დროს ოკიანის გადაგმა ფათურია, ''რუსეთი ჩვენი ძმააო''. ვეთანზმები განდს, საქართველოში ქართული ჯარი უნდა იდგეს. მეტის თქმა ჩემი მხრიდან მგონი უზრდელობა იქნება იმდენი ითქვა. (ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირე) პიერო, შენ რომ მკვლელებს ეძახი იმ მკვლელებმა მოახერხეს ის რომ დგეს საქართველოს ისევ საქართველო ქვია და არა რუსეთის ავტონომია. სანამ ევრო საბჭომ დიინჯად განიხილა საკითხი და გადაწყვიტა ''რაღაც'' ვინ გიცავდა არ გიფიქრიაა? დიდი მადლობა საინტერესო თემისათვის დაიკო +5 მე ერთი კითხვით დავიწყებ. რატომ მოკლეს კოსტავა? რატომ მოიშორეს გამსახურდია? ეს ჩემზე უკეთ უფროსმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინც მოესწრო ამას. მათი პირიდან გაჟღერდა პირველად, კავკასიის ერთიანი მოქმედება. ისინი ამბობდნენ პირველად რომ არ ჭირდებოდათ არც ამერიკა და არც რუსეთი. აი ამნიტომ მოიშორეს. ბევრისგან გამიგონია რომ ნატოში შესვლა აუცილებელია, ბევრიც აძაგებს მთავრობას რა დროს ოკიანის გადაგმა ფათურია, ``რუსეთი ჩვენი ძმააო``. ვეთანზმები განდს, საქართველოში ქართული ჯარი უნდა იდგეს. მეტის თქმა ჩემი მხრიდან მგონი უზრდელობა იქნება იმდენი ითქვა. (ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირე) პიერო, შენ რომ მკვლელებს ეძახი იმ მკვლელებმა მოახერხეს ის რომ დგეს საქართველოს ისევ საქართველო ქვია და არა რუსეთის ავტონომია. სანამ ევრო საბჭომ დიინჯად განიხილა საკითხი და გადაწყვიტა ``რაღაც`` ვინ გიცავდა არ გიფიქრიაა? დიდი მადლობა საინტერესო თემისათვის დაიკო +5
24. დიდი მადლობა ყველას ვინც არ დაიზარეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
ახლა რაც შეეხება წერილს (თუ რაც ჰქვია), ის დავწერე რასაც ვხედავ, არ განმიმარტავს ნატოს რაობა თუ მნიშვნელობა საქართველოსთვის. (თუმცა კომენტარებში საკმაოდ ვრცლად იქნა მიმოხილული ეს საკითხი) რაგდან მგონია რომ ახლა პრობლემა იმ სტრატეგიაშია, რომლითაც ვცდილობთ მასში გაწევრიანებს. რა ვქნა თუნდაც რიგითი ადაიანის "ვიწრო თვალსაწიერიდან" მგონია რომ თუ ნამდვილად გვინდა ნატოში შესვლა მხოლოდ ჯარისკაცების (დაქირავებული მკვლელების თუ ბიჭების) აქეთ-იქით გაგზავნით ვერაფერს გავხდებით და ცოტა მეტია გასაკეთებელი. არ მომწონს ის რომ 5000 კაციდან, რომელსაც ნატო გზავნის ავრანეთში ქვეყნების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოდანაა. რამდენად მოსალოდნელია რომ ეს ნაბიჯი დაგვიფასდეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მით უფრო ახლა, როცა ნატო რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს.
დიდი მადლობა ყველას ვინც არ დაიზარეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.

23. ნატოს მიზანი არ არის დაეხმაროს ნატოს წევრ ქვეყანას ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში, -
დიახ, ასეა ზუსტად და მითუმეტეს არ არის მისი მიზანი, იგივე პრობლემის მოგვარებში დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ალიანსის წევრობის სურვილს გამოთქვამენ წლების განმავლობაში. თუ აკვირდებით, ნატოსკენ სწრაფვა, აკვიატებად გვექცა... და არ ვფიქრობთ, მხოლოდ აკვიატების ფონზე, რამდენი რამ წავაგეთ დღემდე. ეს წერილი ერთი რიგითი ადამიანის ვიწრო თვალსაწიერიდან (თუმცა სუბიექტურად და გულწრფელად) არის დაწერილი. მთავარი პოლიტიკური თამაში კი სულ სხვანაირად, სხვაგან და სხვა ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. რუსეთი არ თმობს გავლენის პლაცდარმს კავკასიაში, ამერიკას აქვს თავისი ინტერესები ამავე რეგიონში, ახლო აღმოსავლეთთან თავისი ბუფერის განმტკიცების მიზნით. ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე საქართველოს არჩევანია. ამასთან, ნატო, აშშ-ს გარდა 25 ქვეყნისგან შედგება, რომლებიც ცალ-ცალკე არიან დამოკიდებული ამ ორი მონსტრის გლობალურ თამაშზე და კომპრომისებსაც და ნაბიჯებსაც ვითარების მიხედვით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით დგამენ (ჩვენგან განსხვავებით). ნატოს წევრ ქვეყნებს, სიდიდის მიუხედავად ალინასში გადაწყვეტილების მისაღებად ხმის ერთნაირი უფლება აქვთ. ამერიკამ ხვალ რომ ჩვენთვის მოიცალოს და უპირობოდ ისურვოს საქრთველოს ნატოში გაწევრიანება, საერთოდ რომ გაქრეს რუსეთი, სხვა ნებისმიერი ქვეყანა დასვამს შეკითხვას, რა აკეთა ამ წლებში საქართველომ ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად, რა სახელმწიფო ხერხემალი შექმნა დახარჯული თანხებით და გარწმუნებთ, ნაჩქრევად დაგებული ტრასები და გაჩირაღდნებული დედაქალაქი, არ უშველის იმ ქვეყანას, რომელსაც 2008 წელს სამდღიან ომში ათასობით ადამიანი მოუკლეს და წაართვეს ის, რომლის წართმევაზეც რუსეთი შარშანდელ რეალობაში თავისი ინიციატივით არ ფიქრობდა.... ეს ძალიან მოკლედ...აქ ვრცლად საუბარი, უბრალოდ შეუძლებელია
ნატოს მიზანი არ არის დაეხმაროს ნატოს წევრ ქვეყანას ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში, -

22. სამწუხაროდ, ჩვენი, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული პროცენტის მსოფლმხედველობა დეფორმირებულია წარსულისაკენ! საუბარი უდრის წყლის ნაყვას! ამიტომ ასეთი ტიპის დიალოგიდან თავაზიანად გავდივარ და პატივს ვცემთ ყველა მოსაზრებას, რაც არ უნდა დრომოჭმული იყოს ის! წარმატებების სურვილით სამწუხაროდ, ჩვენი, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული პროცენტის მსოფლმხედველობა დეფორმირებულია წარსულისაკენ! საუბარი უდრის წყლის ნაყვას! ამიტომ ასეთი ტიპის დიალოგიდან თავაზიანად გავდივარ და პატივს ვცემთ ყველა მოსაზრებას, რაც არ უნდა დრომოჭმული იყოს ის! წარმატებების სურვილით
21. 20: სწორედ რომ! ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას რომ კონფლიქტი შეექნას, ავტომატურად იქნება ჩართული ყველა დანარჩენი ქვეყანაც. და თუ მსოფლიო>ში დაძაბულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, და რუკასაც ცოტას შევავლებთ თვალს, ჩვენი მდებარეობის გათვალისწინებით (ახლო აღმოსავლეთთან საკმაოდ ახლოს ვართ) ნებისმიერ შემთხვევაში ომის ეპიცენტრში აღმოვჩნდებით , ვიქნებით ჩათრეული კონფლიქტში და ჩვენზე გადაივლის ომის ქარტეხილი. ასე რომ უნდა გადავწონოთ ზა ი პროწივ. ამერიკამ ნატოში შეიყვანა ის ქვეყნები (ყოფილი სოციალისტური) რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთს მიაკუთვნეს. ამას რუსეთი როგორღაც შეეგუა. მაგრამ ვერასდროს შეეგუება ამას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.ეს მიწები მას ომამდე ეკუთვნოდა (ასე თვლიან თავად რუსები). 20: სწორედ რომ! ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას რომ კონფლიქტი შეექნას, ავტომატურად იქნება ჩართული ყველა დანარჩენი ქვეყანაც. და თუ მსოფლიო>ში დაძაბულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, და რუკასაც ცოტას შევავლებთ თვალს, ჩვენი მდებარეობის გათვალისწინებით (ახლო აღმოსავლეთთან საკმაოდ ახლოს ვართ) ნებისმიერ შემთხვევაში ომის ეპიცენტრში აღმოვჩნდებით , ვიქნებით ჩათრეული კონფლიქტში და ჩვენზე გადაივლის ომის ქარტეხილი. ასე რომ უნდა გადავწონოთ ზა ი პროწივ. ამერიკამ ნატოში შეიყვანა ის ქვეყნები (ყოფილი სოციალისტური) რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთს მიაკუთვნეს. ამას რუსეთი როგორღაც შეეგუა. მაგრამ ვერასდროს შეეგუება ამას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.ეს მიწები მას ომამდე ეკუთვნოდა (ასე თვლიან თავად რუსები).
20. ნატოს ერთ-ერთი და უმთავრესი წესდებაა: თუ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა ომს იწყებს, მასში ავტომატურად ერთვება დანარჩენი. სწორედ ეს გახდა ვეტოს დადების მიზეზი. გინდა ნატო? მაშინ საქართველოს მოუწევს იმ ტერიტორიების აღიარება, რომელზეც მისი იურისდიქცია ვრცელდება. ნატოს ერთ-ერთი და უმთავრესი წესდებაა: თუ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა ომს იწყებს, მასში ავტომატურად ერთვება დანარჩენი. სწორედ ეს გახდა ვეტოს დადების მიზეზი. გინდა ნატო? მაშინ საქართველოს მოუწევს იმ ტერიტორიების აღიარება, რომელზეც მისი იურისდიქცია ვრცელდება.
19. კიდევ ერთხელ მოგესალმებით :)
რა არის ნატო? :D ორგანიზაცია რომლის მიზნებს კონკრეტიკა აკლია,
ნატოს შექმნის მიზანი, იყო საბჭოთა კავშირიდან წამოსული საფრთხეების გაანალიზება და შEსაბამისი ქმედების გამოხატვა, წინა საუკუნეში, იყო საფრთხე, კომუნიზმის ტორი დადებოდა სხვა სახელმწიფოებს, ამისთვის ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია როგორც დასავლეთის ქვეყნების ალიანსი, რომ ერთიანი ძალებით ემოქმედათ საფრთხის შემთხვევაში,
გავიდა დრო , დაიშალა საბჭოთა კავშIრი, ნატოს ფუნქციას კითხვის ნიშანი დაესვა, იყო საუბარი, რა უნდა გაეკეთებინა ნატოს? მისი ძირითადი მიზანი, საბჭოთა კავშირი დაინგრა და წავიდა,, არადა არ სურდა აღნიშნულ სახელმწიფოებს აწყობილი ორგანიზაციის დაშლა, უამრავი ფუნქციების გაუქმება,
ბალკანეთში შეასრულა თავისი როლი ნატომ გასულ საუკუნეში, როდესაც კონფლიქტი მძინვარებდა და შუაგული ევროპა იწვოდა (ეს სხვა საკითხია, როგორ შეჰყურებდნენ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ამ ომს, რატომ არ ჩაერთნენ თავის დროზე, რატომ დაიღუპა უამრავი ადამიანი და რომ არა ამერიკის აქტიური ჩარევა, (ამერიკის როგორც ცალკე სახელმწიფოსი) დღEსაც შეიძლება კონფლიქტი ყოფილიყო ბალკანეთზე ისეთი მძლავრი ბიძგები ჩაისახა,,
21-ე საუკუნეში ახალი საფრთხეები მოვიდა, დღEს ტერორიზმის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და ნატომაც შEსაბამისი ზომები მიიღო კურსის შესაცვლელად, საბჭოთა კავშირი აღარ არის, ბალკანეთში თავისი საქმე მორჩა და დარჩა ავღანეთშI საომარი ოპერაციები რომელშიც ნატო-ოტანი იღებს მონაწილეობას და რომელსაც მე ფორმალურ მონაწილეობას დავარქმევდი ბრიტანელების გამოკელებით, რადგან ამერიკა როგორც ცალკე სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს და ნატო ამ შემთხვევაში მე მგონი არაფერს შუაშია,,
ნატოს ძირითადი პრინციპი -არის კოლექტიური თავდაცვა სხვა სახელმწიფოების აგრესიის წინააღმდეგ ,,
დღევანდელი საქართველოს ფაქტიური რუკით თუ შევალთ ნატოში (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე) გამოდის რომ ნატო აღიარებს შესვლის მომენტში დაფიქსირებულ საზღვრებს და ნატოშI ყოფნა არანაირად არ იქნება საფუძველი იმისა რომ ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო უცებ , ლანგარზე დადებული გადმოეცეს საქართველოს,,
ნატოს მიზანი არ არის დაეხმაროს ნატოს წევრ ქვეყანას ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში, -
ეს უნდა გვახსოვდეს,,
მეორე საკითხი, ნატოში შესვლის გამართლება შეიძლება გამყარდეს მომავალი აგრესიის მოტივით, რომ კიდევ არ წაგვართვან ტერიტორიებიო და რომ უსაფრთხოდ ვიყოთო,,
მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი და არ ვფიქრობ რომ კიდევ წაგვართმევენ ტერიტორიებს,,
ჩემი მიზანია - არცერთი უცხოელი ჯარისკაცის ჩექმა საქართველოს ტერიტორიაზე, იგი თუნდაც რუსეთის არმიის წარმომადგენელი იყოს გინდა ამერიკის, გინდა ევროპის რომელიმე ქვეყნის,
აქ მე პრინციპზე ვლაპარაკობ და როდესაც "მეგობრობაზე" ვსაუბრობდი პოლიტიკაში, ვიგულისხმე შემდეგი, დროთა განმავლობაში, სახელმწიფოთა მიზნები შეიძლება შეიცვალოს, (ამის ალბათობა მაღალია) გუშინ მტრები, დღეს პარტნიორები ხდებიან და პირიქით,, ამერიკამ და რუსეთმა მშვენივრად შეუძლიათ მოილაპარაკონ ნებისმიერ საკითხზე,, (კარგი მაგალითია ამერიკული კომპანიის "აი ეს თელასის" მოლაპარაკება რუსულ "რაო ესთან" როდესაც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი გაიყიდა ყოველგვარი ზედმეტი პრობლემმის გარეშე )
მე ამიტომ მინდა პარტნიორობის პრინციპებს ვიყო დაყრდნობილი, რომ მე თუკი გავხდები ნატოს წევრი, გავუღებ ჩემს ტერიტორიას ნატოს ჯარებს - ხვალ რა მოხდება არავინ არ იცის, და ეს უცხო ჯარების ყოფნა საკუთარ სახლემწიფოში იქნება ხელის შემშლელი სახელმწიფო წინსვლისა,,
ჩვენი ჯარი - არის იმის შემწე რომ დაიცვას საკუთარი თავი და სახელმწიფო, და საერთOდ სახელმწიფო რომელიც მილიტარისტული მიმართUლებით მიდის, შორს გაუჭირდება სიარული,,
ცოტა რამ ეროვნებისა თუ თვითმყოფადობის დაკავშირებას ნატოსთან, რითაც შევეცდები პასუხი გავცე კოსტას მიერ მეოთხე კომენტარში დაფიქსირებულ აზრს ,, მე ვფიქრობ, რომ ბოლო ორას წელიწადში, როდესაც ჩვენ ჯერ რუსეთის გუბერნია ვიყავით, შემდეგ საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ, დავკარგეთ,, მე ვფიქრობ რომ დავკარგეთ,, როდესაც ნატოს წევრობაზე იქნება საუბარი, იქ წინასწარ არ ვიცი რა მოხდება, რა უკუკავშირი შეიძლება ქონდეს ნატოში ყოფნას , როგორც დადებითI ისე უარყოფითI თვალსაზრისით,
თუმცა ჩემი მიზანი ნატოში არ გაწევრიანებისა არის უცხოური ჯარისკაცების მობილიზება საკუთარ ტერიტორიაზე,,
სახელმწიფო უსაფრთხოება - არის განუყოფელი ნაწილი ქვეყნის ზოგადი დოქტრინისა და სახელმწიფო უსაფრთხოება არ არის მარტო რამდენი ტანკი და თვითმფრინავი გაქვს,
სახელმწიფო უსაფრთხოება არის, რამდენად მობილურად და სწრაფად შეგიძლია მოქმედება, პასუხის გაცემა, გამოსავლის პოვნა რთული სიტუაციიდან,
ეს დამოკიდებულია სახელმწიფო პოლიტიკაზე ზოგადად, კონკრეტულად საკადრო პოლიტიკაზე და მიმართულებების განსაზღვრაზე,, მე ეკა ტყეშელაშვილი - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, სრულ ფიასკოდ მიმაჩნია ომის დროს, იგივეს ვიტყოდი თავდაცვის მინისტრზე,, ჩვენს მოქმედებებზე,,
რომელ ნატოზეა საუბარი? გარეთ ყურება, სხვის შემწეობაზე ყოფნა მე არ მიმაჩნია ოპტიმალურად, თUმცა ერთ-ერთი ვარიანტია და თUკი ჩვენ ვირჩევთ ნატოს, ეს ჩემთვის დასანანია,,
სამწუხაროდ, უახლოესი წარსულის მაგალითები არ არის საკმარისი (არ ვლაპარაკობ შორეულ მაგალითებს,)
რადგან არსებობს სხვა გზები, შეიძლება გაცილებით რთული და დახლართული, თუმცა გაცილებით საინტერესო და გაცილებIთ მიზნიანი,,
ასე რომ, ეროვნებისა თუ თვითმყოფადობის წაკელვა ისევ და ისევ ჩვენზე იქნება და ნატოს როგორც უცხო ჯარის შემოსვლას საქართველოში არ მივესალმები,,
შესაძლებელია ერთობლივი წვრთნების ჩატარება, სწავლებების - ყველაფერი რაც პარტნიორულ ფარგლებს არ სცილდება, თორემ ნატოში შესვლა არც თუ ისეთი დიდი ბარიერია, ალბანეთი შევიდა ახლახანს და ხორვატია და ჩვენს დაგვიდგება ეს დრო და მერე გავაგრძელოთ საუბარი - რა პლიუსები და მინუსები გააჩნია ნატოს - როგორც სამხედრო ორგანიზაციას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,,
ჩემი აქცენტი მინდა იყოს არა მილიტარისტული, არამედ ცოტა ზემოთ, მაღლა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჩვენივე როლის წინ წამოწევა მსოფლიო საზოგადოებაში და თქმა, ჩვენ საქართველო როგორც ქვეყანა ვართ არა მილიტარისტული ქვეყანა, არამედ სხვა ღირებულებების მოტრფიალე,,
ავღანეთში მიმდინარე ამერიკის მოქმედებებს, სადაც ნატოს იღებს მოანაწილეობას ერთ კომენტარს გავუკეთებდი,, არის დიდი კამპანია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, 2010 წლის ბოლომდე ჩართული იქნება ამერიკელი ასი ათასამდე მებრძოლი , და რამოდენიმე თვის წინ, ვნახე ამერიკელი ჯარისკაცის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა პრესაში, იგი ამბობს: როდესაც ჩვენ გავკივივართ რომ დღესდღეობით ავღანეთის ტერიტორიაზე არსებული 60 000 ჯარისკაცით ვერ მოვიგებთ ომს თალიბანის წინააღმდეგ, ამით ჩვენ დიდ კრედიტს, დაფასებას ვაძლევთ თალიბანსო და ამით უფრო წახალისდებიან ისინიო , რადგან მათ ხელი მიუწვდებათ პრესაზე და კითხულობენ რას წერენ მათზეო, რადგან ჩვენ აშკარად ვაღIარებთ ჩვენი უძლეველობის შესახებ მითის საპნის ბუშტივით გასკდომასო,, (სტილი არ არის დაცული), ანუ, სწორედ ამ პერიოდში იყო საუბრები ავღანეთში დამატებით ათი ათასობით ჯარის გაგზავნაზე და სწორედ რომ ჩიხში შედის სიტუაცია იქ, რადგან ბოლო თვეებში ყველაზე მაღალი იყო თალიბანის მიერ წარმოებული ოპერაციების შემდეგ ამერიკელი სამხედროთა გარდაცვალება,,
ერაყის ომსა და ავღანეთის ომს შორის პარალელები უნდა გავავლოთ,, ერთ-ერთI ჩემი მეგობარი, რომელიც აღმოსავლეთის საკითხებს კარგად იცნობს იძახდა ამასწინებზე რომ " ავღანელებმა ერთI ყურანის კითხვა იციან და მეორე ომიო" და ერაყენებთან განსხვავებით ავღანეთში საომარი მოქმედებები გაცილებით სასტიკია და ვერაგი,,
ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა, თუ არ ვცდები ჰელმანდის პროცინციაში უნდა მოხდეს, ჰელმანდი არის ერთ-ერთI ყველაზე დაძაბული/სისხლიანი ტერიტორია, და საერთოდ სამხრეთ რეგიონი ძალიან რთულ რეგიონად ითვლება ავღანეთში, სწორედ სამხრეთმა მოუღო ბოლო საბჭოთა ჯარების დამარცხებას , თორემ ჩრდილოეთში ასე თუ ისე ხალხი შეეგუა ახალ რეჟიმს,,
იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი მიზანი, ომში ჩაბმით, საკუთარი პოზიციის მოპოვებისა მსოფლიო საზოგადოებაში ამაოდ არ ჩაივლის და ადამიანთა სიცოცხლე (ჯარისკაცი იქნება თუ უბრალოდ მოქალაქე) რომელიც მეორედ აღარ ბრუნდება არ იქნება გამოყენებული უმიზნოდ,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით :)

18. ჰოდა სულ დამავიწყდა, პ.ს. მომეწონა, კარგი იყო... :) 5! ჰოდა სულ დამავიწყდა, პ.ს. მომეწონა, კარგი იყო... :) 5!
17. მე კი ვიცი, მაგრამ შენ რაში ხედავ აცულილებლობას ის მაინტერესებს? მასგავს რამეს რომ წერ, წესდებებს იცნობ? რატო დაადეს ევროპის 2 ქვეყანამ ვეტო? 10. შესახებ არაფერს კითხავდნენ, თორემ დღეს თუ ვინმეს არ სურს, არც არავინ წაიყვანს მას სადმე ძალდატანებით!. . . მე ჯარში ვიყავი იმ დროს. . . მე კი ვიცი, მაგრამ შენ რაში ხედავ აცულილებლობას ის მაინტერესებს? მასგავს რამეს რომ წერ, წესდებებს იცნობ? რატო დაადეს ევროპის 2 ქვეყანამ ვეტო? 10. შესახებ არაფერს კითხავდნენ, თორემ დღეს თუ ვინმეს არ სურს, არც არავინ წაიყვანს მას სადმე ძალდატანებით!. . . მე ჯარში ვიყავი იმ დროს. . .
16. სხის ომში მებრძოლი ჯარისკაცის არ მესმის... მითუმეტეს მაგ ომში უბრალო დაჩაჩანაკებული ავღანელი ხალხი ზარალდება... ამ საზიზღრობას ჯამაგირის გამო აკეთებენ ქართველი( და სხვა) ჯარისკაცები ... ისინი დაქირავებული მკვლელები არიან და მეტი არაფერი... (გავიხსენოთ იგივე ჩეჩნები,აფხატზეთში ჩვენს წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ). საინტერესოა მათი აზრი? რისთვის იბრძვიან? ტერორიზმის წინააღმდეგ? აბსურდია! ნატოში შესვლის გულისთვის? ღირს ამ უდანაშაულო სისხლში ხელის გასვრა? სხის ომში მებრძოლი ჯარისკაცის არ მესმის... მითუმეტეს მაგ ომში უბრალო დაჩაჩანაკებული ავღანელი ხალხი ზარალდება... ამ საზიზღრობას ჯამაგირის გამო აკეთებენ ქართველი( და სხვა) ჯარისკაცები ... ისინი დაქირავებული მკვლელები არიან და მეტი არაფერი... (გავიხსენოთ იგივე ჩეჩნები,აფხატზეთში ჩვენს წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ). საინტერესოა მათი აზრი? რისთვის იბრძვიან? ტერორიზმის წინააღმდეგ? აბსურდია! ნატოში შესვლის გულისთვის? ღირს ამ უდანაშაულო სისხლში ხელის გასვრა?
15. თუ თქვენ დღემდე ვერ გაგიგიათ, რა არის ნატო (და არა - ვინ!) და რას წარმოადგენს ის, აწი ახსნასაც არავითარი აზრი არა აქვს! ასე, რომ ჯობს ამ თემაზე მე და თქვენ საუბარი დავამთავროთ! ნახვამდის!
წარმატებების სურვილით თუ თქვენ დღემდე ვერ გაგიგიათ, რა არის ნატო (და არა - ვინ!) და რას წარმოადგენს ის, აწი ახსნასაც არავითარი აზრი არა აქვს! ასე, რომ ჯობს ამ თემაზე მე და თქვენ საუბარი დავამთავროთ! ნახვამდის!
წარმატებების სურვილით
14. ის უკვე წარსულია. 2. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორსაც და კომენტატორსაც, მაგრამ დაბეჯითებით მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს დასავლური და ჩრდილოატლანტიკური ღირებულებებისაკენ, ოღონდ ისე კი, რომ არ მოწყდეს საკუთარ ფესვებსა და ტრადიციებს, რაც შეუძლებელი სულაც არ არის. რაში ხედავ აუცილებლობას? და მე მაინტერესებს ვინ არის ნატო და რას წამოადგენს? ის უკვე წარსულია. 2. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორსაც და კომენტატორსაც, მაგრამ დაბეჯითებით მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს დასავლური და ჩრდილოატლანტიკური ღირებულებებისაკენ, ოღონდ ისე კი, რომ არ მოწყდეს საკუთარ ფესვებსა და ტრადიციებს, რაც შეუძლებელი სულაც არ არის. რაში ხედავ აუცილებლობას? და მე მაინტერესებს ვინ არის ნატო და რას წამოადგენს?
13. ბებერო ქალბატონო, გირჩენვთ უფრო ღრმად, ემოციების გარეშე და ცივი გონებით გაანალიზოთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შემოჭრის მიზეზები და საბაბი!
სხვათაშორის, ნატოს ბლოკი საერთოდ არ არსებობდა 1921 წელს!
პატივისცემით ბებერო ქალბატონო, გირჩენვთ უფრო ღრმად, ემოციების გარეშე და ცივი გონებით გაანალიზოთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შემოჭრის მიზეზები და საბაბი!
სხვათაშორის, ნატოს ბლოკი საერთოდ არ არსებობდა 1921 წელს!
პატივისცემით
12. სოფ, ჩაგიხუტე ნაწერს მოგვიანებით მოვუბრუნდები, უფრო გულდასმით. სოფ, ჩაგიხუტე ნაწერს მოგვიანებით მოვუბრუნდები, უფრო გულდასმით.
11. სწორედ ნატოსკენ სწრაფვა გახდა ომის მიზეზი და იქნებ განმარტოთ რას წარმოადგენს ნატო? სწორედ ნატოსკენ სწრაფვა გახდა ომის მიზეზი და იქნებ განმარტოთ რას წარმოადგენს ნატო?
10. სამხედრო - პროფესია; ოფიცერი, სერჟანტი, რომელიც მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში თავისი სურვილით აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უწყებასთან და მიდის სამხედრო საქმეში, მათ შორის, ომშიც. ისინი არიან ზრდასრული, ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანები და ნაბიჯს დგამენ შეგნებულად. ამიტომ მათი სახელებით მანიპულირება, რომ ვიღაც სადღაც აგზავნის, არის, მეტი რომ არ ვთქვათ, ელემენტარული დემაგოგია და შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა. ყველა პროფესიის ადამიანი თავის სფეროში როდესაც იწყებს მუშაობას, ამას აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს ჯამაგირი და ამ ფულით ირჩინოს თავიც და არჩინოს ოჯახიც! მე ამას ვლაპარაკობ, როგორც ადამიანი, რომელმსაც ქონდა პროფესიული შეხება სამხედრო სფეროსთან და კარგად იცნობს არმიაში საქონტრაქტო თუ სხვა სისტემებს და რეალობებს! რაც შეეხება "ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას" ცხელ წერტილებში, ეს სწორედ საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო, როდესაც სამხედრო სამსახურიც სავალდებულო იყო და ომშიც ადამიანებს ისე აგზავნიდნენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერს კითხავდნენ, თორემ დღეს თუ ვინმეს არ სურს, არც არავინ წაიყვანს მას სადმე ძალდატანებით! ეს, რაც შეეხება ჯარისკაცებსა და კონტრაქტით ომში წასვლას.
პატივისცემით სამხედრო - პროფესია; ოფიცერი, სერჟანტი, რომელიც მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში თავისი სურვილით აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უწყებასთან და მიდის სამხედრო საქმეში, მათ შორის, ომშიც. ისინი არიან ზრდასრული, ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანები და ნაბიჯს დგამენ შეგნებულად. ამიტომ მათი სახელებით მანიპულირება, რომ ვიღაც სადღაც აგზავნის, არის, მეტი რომ არ ვთქვათ, ელემენტარული დემაგოგია და შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა. ყველა პროფესიის ადამიანი თავის სფეროში როდესაც იწყებს მუშაობას, ამას აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს ჯამაგირი და ამ ფულით ირჩინოს თავიც და არჩინოს ოჯახიც! მე ამას ვლაპარაკობ, როგორც ადამიანი, რომელმსაც ქონდა პროფესიული შეხება სამხედრო სფეროსთან და კარგად იცნობს არმიაში საქონტრაქტო თუ სხვა სისტემებს და რეალობებს! რაც შეეხება "ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას" ცხელ წერტილებში, ეს სწორედ საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო, როდესაც სამხედრო სამსახურიც სავალდებულო იყო და ომშიც ადამიანებს ისე აგზავნიდნენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერს კითხავდნენ, თორემ დღეს თუ ვინმეს არ სურს, არც არავინ წაიყვანს მას სადმე ძალდატანებით! ეს, რაც შეეხება ჯარისკაცებსა და კონტრაქტით ომში წასვლას.
პატივისცემით
9. პიერო მაკვირვებს პირდაპირ შენი პატრიოტიზმი. თუ ასე ვაგზავნეთ ჯარისკაცები (აჰა, ბიჭებს აღარ ვიტყვი, თუმცა მე ვიცნობ მაგ ბიჭებს ოჯახების სარჩენად რომ უწევთ კონტრაქტების გაფორმება) ყველგან სადაც ტყვია გავრდება აღარ დარჩება ის ვინც საქართველოს დაიცავს და საქმე საქმეზე რომ მიდგება ნატო აღშფოთდება მხოლოდ. პ.ს მათი პროფესია კაცის კვლა კი არა სამშობლოს დაცვაა. პიერო მაკვირვებს პირდაპირ შენი პატრიოტიზმი. თუ ასე ვაგზავნეთ ჯარისკაცები (აჰა, ბიჭებს აღარ ვიტყვი, თუმცა მე ვიცნობ მაგ ბიჭებს ოჯახების სარჩენად რომ უწევთ კონტრაქტების გაფორმება) ყველგან სადაც ტყვია გავრდება აღარ დარჩება ის ვინც საქართველოს დაიცავს და საქმე საქმეზე რომ მიდგება ნატო აღშფოთდება მხოლოდ. პ.ს მათი პროფესია კაცის კვლა კი არა სამშობლოს დაცვაა.
8. არაააა რაააა.... ეგრე არფრი გამოვა... ხოოო სოფფფ ეგრეა მაგრამ შენ რომ ბიჭებს უწოდებ მათი პროფესია კაცის კვლაა ან სიკვდილი ხოდა ტყულად ნუ ვასენტიმენტალიზმებთ... საალღუმედაც დაგვრჩება და იმის იქითაც ბიჭებიც და მკვლელებიც... თან ვფიქრობ საერთოდ რომ არ გვქონდეს ნატოში შესვლის შანსი მაინც უნდა წავიდნენ ჩვენი სამხედროები იქ სადაც ომია ტყვიების ზუზუნში... არაააა რაააა.... ეგრე არფრი გამოვა... ხოოო სოფფფ ეგრეა მაგრამ შენ რომ ბიჭებს უწოდებ მათი პროფესია კაცის კვლაა ან სიკვდილი ხოდა ტყულად ნუ ვასენტიმენტალიზმებთ... საალღუმედაც დაგვრჩება და იმის იქითაც ბიჭებიც და მკვლელებიც... თან ვფიქრობ საერთოდ რომ არ გვქონდეს ნატოში შესვლის შანსი მაინც უნდა წავიდნენ ჩვენი სამხედროები იქ სადაც ომია ტყვიების ზუზუნში...
7. თაია :D
რა აზრები გაწუხებს! :D წავიკითხავ ახლა კარგად... :D
თაია :D
რა აზრები გაწუხებს! :D წავიკითხავ ახლა კარგად... :D
6. ჩემს ნაცვლად მომავალმა (me_kosta) გიპასუხათ, ბატონო მაჰათმა, და თანაც რა მშვენივრად, სწორედ ისე, როგორც მე ვაპირებდი (თუმცა მე ალბათ ცოტა ვრცლად ვიტყოდი)!
არ ვიცი, აქ არის რაიმე შუაში თუ არა, მაგრამ მეჩვენება, რომ ადამიანების რაღაც კატეგორია (თქვენ ნამდვილად არ გგულისხმობთ, ცხადია) ჯერაც ისევ საბჭოური მენტალიტეტით აზროვნებს ("საზიზღარი ამერიკა", "საზიზღარი ბურჟუაზია") და ისე გაურბის ყოველივე დასავლურსა და ამერიკულს, თოთქოს იქიდან შავი ჭირი მოდიოდეს! არადა, ეს სამყარო ყვავის, მდიდარია, დაწინაურებულია და ჩვენ კი რუსული ურმით მავალნი ჭუჭყსა და ნაგავში ვწევართ და არაფრით გვინდა თვალი გავუსწოროთ რეალობას, თანამედროვეობას.
დასავლური ღირებულებების კულტივირების გარეშე ეკონომიკის განვითარების რა პერსპექტივაზეა საუბარი, ბატონო!
მე ასე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს დიახაც სწორი პრიორიტეტები აქვს არჩეული და სწორედ ეს იწვევს ჩვენი სამშობლოს მომავლისადმი მტრულად განწყობილი ძალების გაღიზიანებას!
ნება მიბოძეთ მქონდეს საკუთარი აზრი!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
ჩემს ნაცვლად მომავალმა (me_kosta) გიპასუხათ, ბატონო მაჰათმა, და თანაც რა მშვენივრად, სწორედ ისე, როგორც მე ვაპირებდი (თუმცა მე ალბათ ცოტა ვრცლად ვიტყოდი)!
არ ვიცი, აქ არის რაიმე შუაში თუ არა, მაგრამ მეჩვენება, რომ ადამიანების რაღაც კატეგორია (თქვენ ნამდვილად არ გგულისხმობთ, ცხადია) ჯერაც ისევ საბჭოური მენტალიტეტით აზროვნებს ("საზიზღარი ამერიკა", "საზიზღარი ბურჟუაზია") და ისე გაურბის ყოველივე დასავლურსა და ამერიკულს, თოთქოს იქიდან შავი ჭირი მოდიოდეს! არადა, ეს სამყარო ყვავის, მდიდარია, დაწინაურებულია და ჩვენ კი რუსული ურმით მავალნი ჭუჭყსა და ნაგავში ვწევართ და არაფრით გვინდა თვალი გავუსწოროთ რეალობას, თანამედროვეობას.
დასავლური ღირებულებების კულტივირების გარეშე ეკონომიკის განვითარების რა პერსპექტივაზეა საუბარი, ბატონო!
მე ასე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს დიახაც სწორი პრიორიტეტები აქვს არჩეული და სწორედ ეს იწვევს ჩვენი სამშობლოს მომავლისადმი მტრულად განწყობილი ძალების გაღიზიანებას!
ნება მიბოძეთ მქონდეს საკუთარი აზრი!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
5. ნატო ხურმა!! :D ვირმა ხურმა არ იცის! :D ნატო ხურმა!! :D ვირმა ხურმა არ იცის! :D
4. არანაკლებ ჩვენზე მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეუნები არიან ნატოს წევრები, თუმცა არავის დაუკარგავს ტრადიცია და თვითმყოფადობა. და საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება ერმა დაკარგოს ტრადიცია ნატოში შესვლით მაშინ როდესაც რუსეთთან ამდენი საუკუნის განმავლობაში მონობის ქვეშ ვიყავით და მაინც არ დაგვიკარგავს. "ჩვენი თავი ჩვენადვეო" რომ ამბობთ ეგ შანსი არაა, დღეს ან რუსეთი უნდა "გვკრიშავდეს" ან დასავლეთი, სხვა გამოსავალი არაა, მანამდე მაინც სანამ ძლიერი ეკონომიკური და მენტალური საფუძვლები არ გვექნება. არანაკლებ ჩვენზე მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეუნები არიან ნატოს წევრები, თუმცა არავის დაუკარგავს ტრადიცია და თვითმყოფადობა. და საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება ერმა დაკარგოს ტრადიცია ნატოში შესვლით მაშინ როდესაც რუსეთთან ამდენი საუკუნის განმავლობაში მონობის ქვეშ ვიყავით და მაინც არ დაგვიკარგავს. "ჩვენი თავი ჩვენადვეო" რომ ამბობთ ეგ შანსი არაა, დღეს ან რუსეთი უნდა "გვკრიშავდეს" ან დასავლეთი, სხვა გამოსავალი არაა, მანამდე მაინც სანამ ძლიერი ეკონომიკური და მენტალური საფუძვლები არ გვექნება.
3. დილა მშვიდობისა ილტოსპირელო :)
დიდი ხანია არ გვისაუბრია საკითხებზე, არადა ყოველთვის მომწონდა საპირისპირო აზრის წაკითხვა, ბევრი რამეს ვსწავლობ ხოლმე ასეთი საუბრებისას,, :)
ნაჭუჭში ჩაკეტვა არ არის ჩემი გზის დახასიათება, ნატო - არის ორგანიზაცია რომელიც თავის დროზე როცა შეიქმნა ემსახურებოდა ერთ მიზანს,, დღეს - მისი მიზნები იცვლება, თუმცა გაურკვეველია კონკრეტული მიზანი და გზა,,
მაგალითად, ავღანეთში საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ფლაგმანი არის ამერიკა, ნატოს სხვა ქვეყნების ჯარები იქნებიან თუ არა იქ, არავითარი გავლენა არ შეიძLება ქონდეს ამერიკის მოქმედებას, იგივე შეიძLება ითქვას ერაყზე,, ნატო საომარ მოქმედებებში არის როგორც დამხმარე ფუნქციის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც ფორმალური სტატუსი უფრო ენიჭება,,
მე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ვუკავშირებ ჩვენი ეკონომიკის ჰარმონიულ განვითარებას,, ანუ, მე ვუწოდებ ამ ქმედებას, საქმით განხორციელებული სიტყვა-ს,,
ნატოშI შესვლა, პანაცეად ნამდვილად არ უნდა იყოს,, დღეს - ბევრი ინფორმაციის წყარო, სწორედ რომ პანაცეად ასახელებს ნატოს,,
არადა, ათეული წლის წინ, საქართველოსთვის სწორედ ასე იყო ორგანიზაცია გაერო - როდესაც გავწევრიანდით, თითქოს ფრთები შეგვესხაო, თითქოს გაერო იქნებოდა ჩვენი წარმატების საფუძველი,, არადა, მაგალითად შვეიცარია სულ რამოდენიმე წლის წინ გახდა გაეროს წევრი? რამე აკლდებოდა მას როგორც გაეროს არა წევრ ქვეყანას, როგორც მონოლითურ სახელმწიფოს?
ჩვენი პრობლემა არის პრიორიტეტების არასწორი/მცდარი გადანაწილება, თორემ ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობა დასაშვებია, თუმცა დისტანცია საჭიროა, შენ რომ ეძახი "არ მოვწყდეთ საკუთარ ფესვებს და ტრადიციებსო" სწორედ ეს არის დისტანცია და პარტნიორული ურთიერთობა,,
თორემ, თუკი ნატოს სრულუფლებიანი წევრი ხარ, იქ ტრადიცია, ფესვები ნაკლებად აქტუალურია, ვის აღელვებს საქართველოს როგორც ქვეყნის წარსული და ტრადიცია? შეიძLება გაეღიმოთ კიდევაც ნატოს წარმომადგენლებს როდესაც ტრადიციაზე ვესაუბროთ ნატოს კუთხით,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა ილტოსპირელო :)

2. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორსაც და კომენტატორსაც, მაგრამ დაბეჯითებით მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს დასავლური და ჩრდილოატლანტიკური ღირებულებებისაკენ, ოღონდ ისე კი, რომ არ მოწყდეს საკუთარ ფესვებსა და ტრადიციებს, რაც შეუძლებელი სულაც არ არის. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორსაც და კომენტატორსაც, მაგრამ დაბეჯითებით მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს დასავლური და ჩრდილოატლანტიკური ღირებულებებისაკენ, ოღონდ ისე კი, რომ არ მოწყდეს საკუთარ ფესვებსა და ტრადიციებს, რაც შეუძლებელი სულაც არ არის.
1. დილა მშვიდობისა ყველას:)
ბევრია სალაპარაკო ამ თემაზე,
ერთს დავამატებდი, ფორმულა "ჩვენი თავი, ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდე" -ს პრინციპით თუ ვიმოქმედებთ, ჩვენს ბედს ძაღლიც კი არ დაჰყეფდა,,,
მანამდე კი, ასე, ვაი ვაგლახით უნდა დავადგეთ იმ გზა, რომელიც არც კი ვიცით საით მიდის,,, აშკარად, ტაძრისკენ მიმავალი პირი არ უჩანს,
წერილი მომეწონა, არადა, ასეთი მიდგომა დღევანდელ სახელმწიფოში ნაკლებად ფიქსირდება, ყველა იმეორებს "ნატო, ნატო" და ასე შემდეგ, თითქოს, ჩვენი ეკონომიკური აღორძIნება, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს, ჩვენი უსაფრთხოებისა, ნატოს კისერზეა და თითქოს ნატო დაღვლის ოფლს ჩვენს მაგივრად, ჩვენივე ქვეყნის შენებისთვის,,
ჩემი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოება არ დგას განცალკევებულად, არამედ იგი შერწყმულია ქვეყნის სხვა მოქმედ სისტემებთან, ერთ-ერთი მოწინავე არის ჩვენი ეკონომიკური გამჭრიახობა და მიზნები,
მთლიანად, ძირფესვიანად არის გადასახედი ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა,,
ჩვენ არ უნდა გვყავდეს პოლიტიკაში "უცხოელი მეგობრები" , ჩვენ გვჭირდება პარტნიორები,, მეგობრობა არ მესმის პოლიტიკაში, იმიტომ რომ არ არსებობს,,
გამიხარდა ამ საკითხზე მსჯელობა და საუბარი,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა ყველას:)

| მონაცემები არ არის |
|
|