ეს ამბავი სამი დღის წინ მოხდა.
იმ საღამოს მე და მისი შვილი ერთდროულად დავბრუნდით სახლში. გვერდიგვერდ მდგომი ჩვენ-ჩვენი სალხის კარი შევაღეთ, მე ყველაფერი ჩვეულებრივ იმას კი დედა გარდაეცვალა. გულგახეთქილი შევვარდი პირველივე დაკივლებაზე. იქვე დავარდნილა იატაკზე და სიმწრისგან თავში ირტყავდა, დეეეე მაპატიე ლექციაზე წასვლაოოოო. ღმერთო! მეტკინა ყველაფერი რისი ტკენაც შეიძლებოდა. დედა ყველას ტკივა, თუმცა იმ წუთას მე მისი და ჩემი დედა ერთად მტკიოდა, სულ ერთი წუთით წარმოვიდგინე მის ადგილას ჩემი თავი და . . . როცა შეგნებულად იაზრებ რაა სიკვდილი, პირველი ვისი დაკარგვისაც გეშინია დედაა. მერე ეს იმდენად წარმოუდგენლად გეჩვენება, რომ გგონია ყველას შეიძლება მოუკვდეს დედა ოდესმე, ოღონდ შენ არა. ხშირად გამიგონია დედაჩემისგან: ღმერთო ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ შვილის სიკვდილსო. მზაფრავდა ხოლმე ეს ტექსტი და სულ ვაპროტესტებდი. იმ წუთას კი დედაჩემს და მთელ სამყაროს დავარწმუნებდი, რომ შვილებს პირიქით გვირჩევნია. რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ აპატიო საკუთარ თავს იმ ლექციაზე წასვლა, ბოლო ამოსუთვქისას მის გვერდით არ ყოფნა და ასე შემდეგ ათასი მიზეზი რის გამოც მასთან არ თუ ვერ იყავი. ღმერთო მეტკინა მარის დედა საშინლად ძალიან. მარის ტკივილი მეტკინა, დედამისს სულ არ ვიცნობდი. ან რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია ან როგორ გამოიყურება ვინმეს დედა, მთავარი ისაა რომ ის დედაა ჩემი, შენი, მისი და იმაზე ძალიან არავინ გვტკივა. ვიჯექი მის გვერდით იატაკზე, როგორღაც მოვახერხე და მისი თავი ახლა ჩემს მუხლებს ეხეთქებოდა მხოლოდ. მარი დედამის ტიროდა, მე მის და ყველა შვილის დედას ერთდროულად. ყველაზე ძალიან მიჭირს მძიმე წუთებში რაიმის თქმა. მით უმეტეს 5 წუთით ადრე გურულებზე ანეგდოტს ვუყვებოდი, მარი კვდებოდა სიცილით სანამ ჩვენ-ჩვენი სახლის კარები შევაღეთ და. . . სისულელედ მეჩვენება ისედაც: არ იტირო, დაწყნარდი და მსგავსი არაფრის მომცემი და თან იმავ დროს უფრო ნერვების მომშლელი სიტყვების თქმა. მგონია უფრო შეურაცყოფას მივაყენებდი ვიდრე . . . მოვიდნენ სხვებიც, ზოგმა მარის ნათესავებს დაურეკა ზოგმა მისი წამოყენება სცადა უშედეგოდ. ვერაფრით ამაგლიჯეს მუხლებიდან. მოგვიანებით დამკითხეს როგორც მოწმე, ერთი ისე დააბნია ჩემმა ცრემლებმა რომ თავს უფლება მისცა და მკითხა: როდის მოასწარი ქალბატონი რუსუდანის ასე შეყვარებაო. თურმე რუსუდანი ერქვა მარის დედას... და მაინცდამაინც სიყვარულია საჭირო იმისათვის რომ ადამიანის გარდაცვალებამ აგატიროს? (მე და მარი საღამოობით ვხდებოდით ხოლმე ერთმანეთს სახლთან ახლოს გაჩერებაზე. მხოლოდ 50 მეტრს გავდიოდით ერთად და მხოლოდ ერთმანეთის სახელები ვიცოდით). მერე ერთი გოგო მოვიდა, ჩაიხუტა მარის ხელი და მარტო „ჯგირო მარ” -ს ამბობდა. არ ვიცი მეგრული და არც მიკითხია ვინმესთვის რას ნიშნავს ჯგირო, მაგრამ ისე ჩამრჩა ეს სიტყვა, ისეთი ტკივილით ამბობდა ის გოგო, რომ იმის მერე რაღაცნაირად სულ „ჯგირო მარ, ჯგირო მარ” -ს ვიმეორებ და ვერანაირად ვერ ვახერხებ ისე გამოთქმას. უკანასკნელი სამი დღეა სულ ამ ამბის გავლენის ქვეშ ვარ, ლამის 20 საათი მეფიქრებიან მარი და დედამისი, და მილიონჯერ ვუხდი დედაჩემს ბოდიშს ყველაფრისთვის რაც მიტკენია, ყველა წყენისთვის რაც ნებით ან უნებლიეთ მიწყენინებია. ჩემზე დარდისთვის და გატეხილი ღამეებისთვის მაპატიე დეე. არ ვიცი როდის მოვახერხებ ხმამაღალ ბოდიშს, მაგრამ შენ აუცილებლად დაინახავ ამას ჩემს თვალებში და აუცილებლად იგრძნობ ჩახუტებისას. ერთადერთი რასაც ვერასოდეს ვიზავ ისაა, რომ ვერ ავანაზღაურებ შენთან არყოფნის დროს.
წინასწარ მეზიზღება ის დღე როცა მეც მეტყვიან „ჯგირო ნათ”-ს. მძულს და მეშინია იმ დღის. ღმერთო მიცოცხლე დედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. წინასწარ მეზიზღება ის დღე როცა მეც მეტყვიან „ჯგირო ნათ”-ს. სისულელა ასეთი რაღაცის წარმოდგენა ან ამაზე ფიქრი. გამაჟრიალა რაღაც ძაან ცუდად!. +++ წინასწარ მეზიზღება ის დღე როცა მეც მეტყვიან „ჯგირო ნათ”-ს. სისულელა ასეთი რაღაცის წარმოდგენა ან ამაზე ფიქრი. გამაჟრიალა რაღაც ძაან ცუდად!. +++
30. წინასწარ მეზიზღება ის დღე როცა მეც მეტყვიან „ჯგირო ნათ”-ს. სისულელა ასეთი რაღაცის წარმოდგენა ან ამაზე ფიქრი. გამაჟრიალა რაღაც ძაან ცუდად!. +++ წინასწარ მეზიზღება ის დღე როცა მეც მეტყვიან „ჯგირო ნათ”-ს. სისულელა ასეთი რაღაცის წარმოდგენა ან ამაზე ფიქრი. გამაჟრიალა რაღაც ძაან ცუდად!. +++
29. უძღები შვილის რეპროდუქცია რომ მქონდეს დავურთავდი აქ ილუსტრაციად.ნორმალურად გადმოცემულია ემოცია და სათქმელი
მოწიწებით, მარად თქვენი ანჯელინა ჯოლი/პიტი უძღები შვილის რეპროდუქცია რომ მქონდეს დავურთავდი აქ ილუსტრაციად.ნორმალურად გადმოცემულია ემოცია და სათქმელი
მოწიწებით, მარად თქვენი ანჯელინა ჯოლი/პიტი
28. ძალიან მტკივნეული ნაწერია. :( 2 ძალიან მტკივნეული ნაწერია. :( 2
27. მძიმეა, რას ვიზამთ...
დედა არის ის გაუგებს ყველაფერს... გაუგებს, აუცილებლად გაუგებს!
კარგად წერ
მძიმეა, რას ვიზამთ...
დედა არის ის გაუგებს ყველაფერს... გაუგებს, აუცილებლად გაუგებს!
კარგად წერ
26. ტკივილიანია და აუუუ,არც მე მინდა ის დრო,ვინმემ "ჯგირო თამი"_ო მითხრას:(:(( "ჯგირო"_ზე რაც გამახსენდა,სხვაა და ჩემი:) ტკივილიანია და აუუუ,არც მე მინდა ის დრო,ვინმემ "ჯგირო თამი"_ო მითხრას:(:(( "ჯგირო"_ზე რაც გამახსენდა,სხვაა და ჩემი:)
25. რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ აპატიო საკუთარ თავს იმ ლექციაზე წასვლა, ბოლო ამოსუთვქისას მის გვერდით არ ყოფნა და ასე შემდეგ ათასი მიზეზი რის გამოც მასთან არ თუ ვერ იყავი.
ძალიან ბევრის თქმა მინდა.. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს დედა! რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ აპატიო საკუთარ თავს იმ ლექციაზე წასვლა, ბოლო ამოსუთვქისას მის გვერდით არ ყოფნა და ასე შემდეგ ათასი მიზეზი რის გამოც მასთან არ თუ ვერ იყავი.
ძალიან ბევრის თქმა მინდა.. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს დედა!
24. ძალიან კარგია ნათი, სევდიანი და გულისამაჩუყებელი, ძალიან სამწუხაროა ასე რომ მოხდა. :( ძალიან კარგია ნათი, სევდიანი და გულისამაჩუყებელი, ძალიან სამწუხაროა ასე რომ მოხდა. :(
22. ძალიან მტკივნეული თემაა. :( ძალიან მტკივნეული თემაა. :(
21. ნი მე რა ვქნა ეხლა დედიკო საიდან მოგიყვანო და არ მინდოდა შენი ცუდად ყოფნა :( ნი მე რა ვქნა ეხლა დედიკო საიდან მოგიყვანო და არ მინდოდა შენი ცუდად ყოფნა :(
20. ღმერთოო.... :(( ცუდად გავხდიი.... მეტკინა.... :(( დედიკო მომინდა :((( +5 ღმერთოო.... :(( ცუდად გავხდიი.... მეტკინა.... :(( დედიკო მომინდა :((( +5
19. ვაიმე როგორ მეტკინა:( ამაღელვა....არ ვიცი რა ვთქვა...:( ვაიმე როგორ მეტკინა:( ამაღელვა....არ ვიცი რა ვთქვა...:(
18.
"ხშირად გამიგონია დედაჩემისგან: ღმერთო ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ შვილის სიკვდილსო. მზაფრავდა ხოლმე ეს ტექსტი და სულ ვაპროტესტებდი."
ამაზე მეც მიფიქრია და ერთი ლექსი ამახსენდა ჩემი:
დედას
გიკვირს ხანდახან, რომ ვიშურებ სიტყვებს ლამაზებს, არ მინდა შიში დამინახო... როცა ვუხეშობ, სიკვდილის არა, მეშინია ფიქრის ამაზე, შევძლებ თუ ვერა, გარდაცვლილმა რომ განუგეშო.
გულიანი ხარ, ნათი. ჩაგეხუტე...
"ხშირად გამიგონია დედაჩემისგან: ღმერთო ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ შვილის სიკვდილსო. მზაფრავდა ხოლმე ეს ტექსტი და სულ ვაპროტესტებდი."
ამაზე მეც მიფიქრია და ერთი ლექსი ამახსენდა ჩემი:
დედას
გიკვირს ხანდახან, რომ ვიშურებ სიტყვებს ლამაზებს, არ მინდა შიში დამინახო... როცა ვუხეშობ, სიკვდილის არა, მეშინია ფიქრის ამაზე, შევძლებ თუ ვერა, გარდაცვლილმა რომ განუგეშო.
გულიანი ხარ, ნათი. ჩაგეხუტე...
17. ერთი სევდიანი ამბავის ისტორია.. +1 ერთი სევდიანი ამბავის ისტორია.. +1
16. კარგი ხარ :) 5 კარგი ხარ :) 5
15. დილა მშვიდობისა ყველას, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ წაიკითხეთ, რაც შეეხება ჯგიროს მელოდია ქარში მართალი ხარ, უბრალოდ მე გამოვთქვი ცუდად და შევასწორებ და მადლობა რომ განმიმარტე :-*
ლალი მართალი ხარ _ უყურადღებობა მშობლებისადმი ჩვენი შვილებთან გადაყოლით კომპენსირდება , უბრალოდ მინდა ვთქვა რომ მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების წესის (სამსახური და ასე შემდეგ) გამო ვერ ვარ მასთან, თორე კლუბში წასვლის გამო დედა მოიცდისთქო არასოდეს მიცხვორია ამ პრინციპით. :-* დედა მოიცდის კი და მაგ მოცდა მტკივა, ლოდინი რომლისთვისაც ვიმეტებ ყველაზე მეტად მტკივა გაკოცეთ ყველას
დილა მშვიდობისა ყველას, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ წაიკითხეთ, რაც შეეხება ჯგიროს მელოდია ქარში მართალი ხარ, უბრალოდ მე გამოვთქვი ცუდად და შევასწორებ და მადლობა რომ განმიმარტე :-*
ლალი მართალი ხარ _ უყურადღებობა მშობლებისადმი ჩვენი შვილებთან გადაყოლით კომპენსირდება , უბრალოდ მინდა ვთქვა რომ მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების წესის (სამსახური და ასე შემდეგ) გამო ვერ ვარ მასთან, თორე კლუბში წასვლის გამო დედა მოიცდისთქო არასოდეს მიცხვორია ამ პრინციპით. :-* დედა მოიცდის კი და მაგ მოცდა მტკივა, ლოდინი რომლისთვისაც ვიმეტებ ყველაზე მეტად მტკივა გაკოცეთ ყველას
14. ძალიან ამაღელვე იცი? სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ჩემი განწყობა ახლა :-* ძალიან ამაღელვე იცი? სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ჩემი განწყობა ახლა :-*
13. კარგი გოგო ხარ ძალიან.....
ხშირად გამიგონია დედაჩემისგან: ღმერთო ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ შვილის სიკვდილსო. მზაფრავდა ხოლმე ეს ტექსტი და სულ ვაპროტესტებდი.
ეს კი მასეა,წვეთი არ გაუვა ამას. კარგი გოგო ხარ ძალიან.....
ხშირად გამიგონია დედაჩემისგან: ღმერთო ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ შვილის სიკვდილსო. მზაფრავდა ხოლმე ეს ტექსტი და სულ ვაპროტესტებდი.
ეს კი მასეა,წვეთი არ გაუვა ამას.
12. ღმერთო მიცოცხლე დედა.
უფალო ისმინე! 55555 ღმერთო მიცოცხლე დედა.
უფალო ისმინე! 55555
11. "მაინდამაინც" ასო აკლია გაასწორეთ, თბილი ნაწერია.... "მაინდამაინც" ასო აკლია გაასწორეთ, თბილი ნაწერია....
9. ნათი გენაცვალე საყვარელო თბილო და "ჩემო" კარგო :-* ნათი გენაცვალე საყვარელო თბილო და "ჩემო" კარგო :-*
8. დედა:(მომიკვდა გული დედა:(მომიკვდა გული
7. გარედან წავიკიტხე ეს. მეც მეტკინა..
ჯგირო-ნახვამდის არის ქართულად.. ჯგირ -ეს ნიშნავს კარგი
ეტყობა მას,, ჯგირ მარი"-ასე უბნებოდნენ,ანუ დამშვიდდი მარი..ასეთი მნიშვნელობით..მე ასე გავიგე...
ცხოვრება კი თავისას ითხოვს.თუმც იგივეს გაფიქრება მზარავს მეც.... გარედან წავიკიტხე ეს. მეც მეტკინა..
ჯგირო-ნახვამდის არის ქართულად.. ჯგირ -ეს ნიშნავს კარგი
ეტყობა მას,, ჯგირ მარი"-ასე უბნებოდნენ,ანუ დამშვიდდი მარი..ასეთი მნიშვნელობით..მე ასე გავიგე...
ცხოვრება კი თავისას ითხოვს.თუმც იგივეს გაფიქრება მზარავს მეც....
6. გული მომიკვდა :( გული მომიკვდა :(
5. საშინლად მეტკინა :(((( ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს დედები ყველას :-* საშინლად მეტკინა :(((( ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს დედები ყველას :-*
4. მხოლოდ შევაფასებ....5 მხოლოდ შევაფასებ....5
3. დედას ვუყვარვართ შვილები''ჩვენ კი.. იცი ასე მგონია იმ მშობლების ვალს ჩვენს შვილებთან ვიხდით და ასე დაუსრულებლად კრუგავაროტზე სიცოცხლის.ანუ ჩვენი მშობლები ალბათ თავის მსობლებთან დარჩნენ ვალში,მაგრამ ეს ვალი შვილებთან ანუ ჩვენთან მოიხადეს..ასევე ჩვენც უყურადღებობა მშობლებისადმი ჩვენი შვილებთან გადაყოლით კომპენსირდება..მერე ჩვენი შვილებიც ასე მოიქცევიან..და დაუსრულებლად...
რა იცი..ძლიერი ემოციური ვსპლესკი მიიღე.სიკვდილთან ახლოსაა ხოლმე განწმენდა. ანუ ადამიანი რომ მოკვდება და ვსო..სამუდამოდ წავიდა,მერე მოდის სინანული და დამნაშავის კომპლექსი მის მიმართ.თორემ ცოცხალი რომ დარჩეს ჩვეულებრივად გააგრძელებ რა მასთან ურთიერთობას. სიკვდილი ყველაფერს ამძაფრებს.. მაგრამ გადის დრო და იგივე შეცდომას სხვა ადამიანთან ჩავდივართ. დედასარ ვგულისხმობ მე ზოგად ადამინურ ურთიერთობებს.. და როგორაა იცი ხოლმე? წამოხვალ სადმე გასართობად? აუ დედა მელოდება ან ვჭირდები. კაი რა წამო და დედა მოიცდის.
და დედაც იცდის ხოლმე... ცხოვრებაა.ანუ ცხოვრების წესი და კანონი:) დედას ვუყვარვართ შვილები``ჩვენ კი.. იცი ასე მგონია იმ მშობლების ვალს ჩვენს შვილებთან ვიხდით და ასე დაუსრულებლად კრუგავაროტზე სიცოცხლის.ანუ ჩვენი მშობლები ალბათ თავის მსობლებთან დარჩნენ ვალში,მაგრამ ეს ვალი შვილებთან ანუ ჩვენთან მოიხადეს..ასევე ჩვენც უყურადღებობა მშობლებისადმი ჩვენი შვილებთან გადაყოლით კომპენსირდება..მერე ჩვენი შვილებიც ასე მოიქცევიან..და დაუსრულებლად...
რა იცი..ძლიერი ემოციური ვსპლესკი მიიღე.სიკვდილთან ახლოსაა ხოლმე განწმენდა. ანუ ადამიანი რომ მოკვდება და ვსო..სამუდამოდ წავიდა,მერე მოდის სინანული და დამნაშავის კომპლექსი მის მიმართ.თორემ ცოცხალი რომ დარჩეს ჩვეულებრივად გააგრძელებ რა მასთან ურთიერთობას. სიკვდილი ყველაფერს ამძაფრებს.. მაგრამ გადის დრო და იგივე შეცდომას სხვა ადამიანთან ჩავდივართ. დედასარ ვგულისხმობ მე ზოგად ადამინურ ურთიერთობებს.. და როგორაა იცი ხოლმე? წამოხვალ სადმე გასართობად? აუ დედა მელოდება ან ვჭირდები. კაი რა წამო და დედა მოიცდის.
და დედაც იცდის ხოლმე... ცხოვრებაა.ანუ ცხოვრების წესი და კანონი:)
2. "ოღონდ შენ არა..." არის რაღაცეები, რასაც საკუთარ თავზე ვერ დაუშვებ ადამიანი... გგონია ბედისწერა არაა ისეთი მუხთალი, რომ ბასრი დანა ჩაგცეს ზურგში... მაგრამ ვაი რომ ... :( ღმერთმა დაგიფაროს :) ჯგირო-კარგს ნიშნავს :) 5 "ოღონდ შენ არა..." არის რაღაცეები, რასაც საკუთარ თავზე ვერ დაუშვებ ადამიანი... გგონია ბედისწერა არაა ისეთი მუხთალი, რომ ბასრი დანა ჩაგცეს ზურგში... მაგრამ ვაი რომ ... :( ღმერთმა დაგიფაროს :) ჯგირო-კარგს ნიშნავს :) 5
1. როცა შეგნებულად იაზრებ რაა სიკვდილი, პირველი ვისი დაკარგვისაც გეშინია დედაა. მერე ეს იმდენად წარმოუდგენლად გეჩვენება, რომ გგონია ყველას შეიძლება მოუკვდეს დედა ოდესმე, ოღონდ შენ არა. 555 როცა შეგნებულად იაზრებ რაა სიკვდილი, პირველი ვისი დაკარგვისაც გეშინია დედაა. მერე ეს იმდენად წარმოუდგენლად გეჩვენება, რომ გგონია ყველას შეიძლება მოუკვდეს დედა ოდესმე, ოღონდ შენ არა. 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|