 | ავტორი: poeziaMISJILI ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 დეკემბერი, 2009 |
ათასჯერ ნათქვამს, გააზრებულს, გადაღეჭილს თავიდან მივუბრუნდები, რომ ათასმეერთეჯერ ვთქვა, გავიაზრო, დავღეჭო და გადავღეჭო. სადამდეც დრო მეყოფა ,ვეცდები არ დავარღვიო ეს “გაცვეთილი ტრადიცია”. გაცვდა არამხოლოდ ფიქრი, არამედ სამყაროც, ხალხი და მეც. ყველაფერი მოძველდა, თითქოს ამოწურა ყოველივემ თავისი თავი და ახლა გადაღლილი დასასვენებლად კუთხეშია მიწოლილი. აღარ გვეჩვენება არაფერი სხვანაირი,საინტერესო: აღარც მზე, აღარც ჰაერი, აღარც რობოტი რომელიც ალბათ მალე დედასაც ჩაგვინაცვლებს,აღარც ზღვა,რომელსაც სიბერისგან უკვე ნაოჭები დაჰყვება ტალღებად,თქვენ კი ჯერაც უნაოჭო გგონიათ.. ადამიანებმა ეს ყველაფერი ისე მივიღეთ, თითქოს ეს ასეა და ასეც უნდა ყოფილიყო.. გაცვდა ადამიანის ემოცია, გამოიფიტა, ინტერესი დაკარგა ინტერესმა. ყველა თავისი გზით დაფოფხავს ან დარბის. არ იხედებიან არც უკან, არც- წინ. მიდიან, მიდიან.. გაუცვდათ ფეხსაცმელები, უკვე ტერფებიც და მაინც მიდიან. ტკივილსაც ვერ გრძნობენ. და, მე,ამ უზარმაზარი ქაოსის პატარა ნაწილაკი, ვზივარ ნაცრისფერ ფერში გახვეული , ჯერაც ტერფებგაუხუნებელი და ვფიქრობ საით წავიდე. ან, ღირს კი საერთოდ წამოდგომა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რა კარგად გრძნობ დროს?... მომწონს ავტორი... რა კარგად გრძნობ დროს?... მომწონს ავტორი...
8. "გაცვდა ადამიანის ემოცია, გამოიფიტა, ინტერესი დაკარგა ინტერესმა." მიუხედავად ყველაფრისა წამოდგომა ღირს, ღირს და საჭიროცაა. "გაცვდა ადამიანის ემოცია, გამოიფიტა, ინტერესი დაკარგა ინტერესმა." მიუხედავად ყველაფრისა წამოდგომა ღირს, ღირს და საჭიროცაა.
7. ეჰ,სამწუხაროა მაგრამ მართალი ხარ...ესეც ერთი გაცვეთილი წინადადება...:( ეჰ,სამწუხაროა მაგრამ მართალი ხარ...ესეც ერთი გაცვეთილი წინადადება...:(
6. ამასაც, როგორც ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი...
ჩემი კომენტარიც ”გაცვეთილია” ალბათ:) ღირს:)
ამასაც, როგორც ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი...
ჩემი კომენტარიც ”გაცვეთილია” ალბათ:) ღირს:)
5. ღირს .. ამას მეორე მხარე არ აქვს .. უნდა ადგე და იარო .. იარო .. ღირს .. ამას მეორე მხარე არ აქვს .. უნდა ადგე და იარო .. იარო ..
4. ღირს კი საერთოდ წამოდგომა?
უნდა იბრძოლო,ერთი ცხოვრება გაქვს!:) ღირს კი საერთოდ წამოდგომა?
უნდა იბრძოლო,ერთი ცხოვრება გაქვს!:)
3. აღარც ზღვა,რომელსაც სიბერისგან უკვე ნაოჭები დაჰყვება ტალღებად,თქვენ კი ჯერაც უნაოჭო გგონიათ..
ან, ღირს კი საერთოდ წამოდგომა?
ღირს წამოდგომა აუცილებლად;) აღარც ზღვა,რომელსაც სიბერისგან უკვე ნაოჭები დაჰყვება ტალღებად,თქვენ კი ჯერაც უნაოჭო გგონიათ..
ან, ღირს კი საერთოდ წამოდგომა?
ღირს წამოდგომა აუცილებლად;)
2. წამოდგმა კი ღირს...ყოველთვის წამოდგმა კი ღირს...ყოველთვის
1. გაცვდა არამხოლოდ ფიქრი, არამედ სამყაროც
5 გაცვდა არამხოლოდ ფიქრი, არამედ სამყაროც
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|