ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფილოლოგშა ვარ
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2009


* * *

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი,
თავი დამანებეთ ყველამ.
    ხშირად ვიხედები უკან,
    ფიქრი გაწოლილა მთებზე.
    ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ
    ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე.
დაუნდობელია დრო მთლად,
ბედი ხელუკუღმა მცემდა...
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ,
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან.
    ღამე ყორანივით შავი,
    უფრო ნერვიული ხველა.
    ყველამ დამანებეთ თავი,
    თავი დამანებეთ ყველამ.



(თქვენგან(ზოგიერთებისაგან) წასვლა ეტყობა ჯერ კიდევ არ შემიძლია. მიყვარხართ, მაინც და მომკალით ახლა...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს