ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mwvane_adamiani
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2010


რაღაც უთხრა დომენიკომ ანა-მარიას

        რაღაც უთხრა დომენიკომ, ანა-მარიას

    ჩუმი მოლოდინით გაიყინა ღამე, სადღაც ორღობეში შეიყუჟა მთვარე, მიწამ შავად ჩამოთოვა ცაზე, გაიცრიცა ირგვლივ არე-მარე და ჩემ თვალწინ მდუმარებით დაიბადა კიდევ ერთი ღამე. შენზე ფიქრებს გამოვატან ქარებს, გიამბობენ ათასნაირ ამბებს, მე კი ისევ შენი სუნთავა გამიგრილებს სახეს.
    ისევ დამიმარტოხელა ბინდმა, მიმკარგა, სადღაც ბნელ სიშვეთში - გამაშავთეთრეს ? ! ამომგლიჯა თვალებიდან ფერი - სერი ანდაც ცისფერი, შავი სუდარა დამაქსოვა თავზე. ვიღაც მიყურებს, თითქოს მხატავენ… შევ-თეთრ ფერებით. მომწყურდა ახლა პალიტრა ფერთა, სიმწვანე - თვალთა, ბაგეთ - სინათლე, სითეთრე კანის… საოცარი გრძნობით დამატყდა თავს შენი მონატრება. მომარგე შენზე ფიქრების მანტია და გადამკარგე იმ უკიდეგანო უსასრულეთსი ვერასდროს, რომ ვერ ვუძებნი ბოლოს, როცა გიყურებ.
    ასოებიც განგებ გამომყავს გრძლად. საკვირველია, იცი ?... ახლა დაუკვირდი, თითქოს ყოველ მათგანს ვუყვებოდი შენზე საოცარ ამბებს და თითოეულში, რომ ჩავატიო გრძნობის ალი, მწვავს… როგორც შემიძლია განსაკუთრებულად გრძლად გამოვსახავ მათ.
    საწერ მაგიდას მივადე ყური, მსურს, რომ გავიგო ხმა შენი სულის. შენზე ფიქრების ფურცლებზე გაცოცხლებულ გულისცემას ვუსმენ - გესმის?
    მართლა ვგრძნობ ტალღებს, მუსიკის ჰანგებს, რბილად, რომ მარწევს და მსუბუქად, რომ მეფერებიან კანზე. ჩუუუ… ეს შენი სუნთქვაა, ახლაც ისეთივე სიცხადით მესმის, როგორც პირველად, რომ შევიგრძენი, არა გავიგონე და შევიგრძენი… თავზე, როგორ გადმომემხო გაბზარული დრო, რამ გაბზარა ნეტა? სიტყვა წარმეკვეთა… გითხრა? ……………………………………………...............................
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….. ემა ეს ხომ შენ ხარ !
უცნაური ასოები ზუსტად ისე გამოდის, როგორც გულისცემა… აი ისევ გაიბზარა დრო, გახევდა წამი, დავხუჭე თვალი, სიცივემ დამიარა ტანში.
      წამიც და ჩამიქვრება აზრი… მაგრამ ვწერ, ვერ ვჩერდები… ოღონდ თვალდახუჭული, შენი ხატება მიდგეს თვალთ, თითქოს შენგან მომავალი მუსიკის ვწერდე მე სიტყვებს. ვიძირები ნელა, ირგვლივ კი ბნელა. ისეთი შეგრძება მაქვს თითქსო ვიწერები… ვიღაც მიყურებს და წერს ჩვენზე.
      ნელ-ნელა ვქრები, არა არ ვქვრები, მე მხოლოდ ვქრები. თვალი მიეწება თვალს, ვეღარ ვგრძნობ თავს,,, ვქრები, ვიძირები.

-  და ჩაეძინა, შეპირდა, რომ რამეს მოიფიქრებდა ახალი წლისთვის და ეს წერილი მიწერა, მოგეწონა?
-  კი, ძალაინ. ემას მოეწონა? მიწერს…?
-  შენ მომწერ?
-  ნწუ… არ ვიცი მერე ალბათ, კი. შენ???
-  (გაეცინა) შენ ხომ ჩემი ემა ხარ ანა-მარია. მარტოკინა ხარ ჩემთვის…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები