მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი, შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო, იცი, როგორ მიყვარს ოდნავ შეხება მათი, ო, იცი, როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი, მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფარტო, მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მთელი გრძნობით და ძალით. მტელი სამყარო ვრცელი შენიტ არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუტვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ, სატრფოვ, შვილო და დედავ, ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად, ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ, ვარ შენი ტრფობის შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუტვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გილოცავ მეგობარო ახალ წელს მრავალს დაესწარი...ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ... მოგიკითხე ;) გილოცავ მეგობარო ახალ წელს მრავალს დაესწარი...ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ... მოგიკითხე ;)
15. ძალიან მიყვარს ეს ლექსი... გაიხარე... ახალ წელს გილოცავ!... ძალიან მიყვარს ეს ლექსი... გაიხარე... ახალ წელს გილოცავ!...
14. 8. გაიხარე ძმა, გილოცავ, მერის დავამთავრებ და მეც დავდებ რ_____ო_____ი. 2009
"ყივჩაღის პაემანი" ჩემზე იყოს :)) 8. გაიხარე ძმა, გილოცავ, მერის დავამთავრებ და მეც დავდებ რ_____ო_____ი. 2009
"ყივჩაღის პაემანი" ჩემზე იყოს :))
13. ეს შენი იყო კაცო? ვაჰ... ესეც ახალი ამბავი ახალ წელს :D
გილოცავ ძმა, იხარე სულ :) ეს შენი იყო კაცო? ვაჰ... ესეც ახალი ამბავი ახალ წელს :D
გილოცავ ძმა, იხარე სულ :)
12. რა მაგარი დაგიწერამს:D
მალადეც!
პ.ს.გადირევა იანოშ-რაინდი:)) რა მაგარი დაგიწერამს:D
მალადეც!
პ.ს.გადირევა იანოშ-რაინდი:))
11. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. ... გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი.სულ წარმატებები.
შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. ... გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი.სულ წარმატებები.
10. ბექ! ეს შენი შედარებით სუსტი ლექსია! ვეფხვის წელს უფრო მხეცური ლექსები უნდა წერო! გილოცავ ახალ წელს და ყველა სიკეთეს გისურვებ! ბექ! ეს შენი შედარებით სუსტი ლექსია! ვეფხვის წელს უფრო მხეცური ლექსები უნდა წერო! გილოცავ ახალ წელს და ყველა სიკეთეს გისურვებ!
9. გრიგოლ აბაშიძის ბრწყინვალე თარგმანი! ძალიან მიყვარს. გმადლობთ ბექა, დღიურში წავიღებ. გრიგოლ აბაშიძის ბრწყინვალე თარგმანი! ძალიან მიყვარს. გმადლობთ ბექა, დღიურში წავიღებ.
8. გაიხარე ძმა, გილოცავ, მერის დავამთავრებ და მეც დავდებ :)) გაიხარე ძმა, გილოცავ, მერის დავამთავრებ და მეც დავდებ :))
6. მიყვარს ეს ლექსი :) აქაც გილოცავ ძმა! მიყვარს ეს ლექსი :) აქაც გილოცავ ძმა!
5. გაიხარე...სიყვარული არ მოგკლებოდეს, კიდევ მრავალ წელს :) გაიხარე...სიყვარული არ მოგკლებოდეს, კიდევ მრავალ წელს :)
4. ვახ,ბექ,ეს რა დაგიწერია...საღოლ...
სულ მჯეროდა შენი:) ვახ,ბექ,ეს რა დაგიწერია...საღოლ...
სულ მჯეროდა შენი:)
3. აქ რა უნდა ვთქვა გილოცავ :):):) აქ რა უნდა ვთქვა გილოცავ :):):)
2. es leqsi magrad mevaseba.
Sándor Good ! es leqsi magrad mevaseba.
Sándor Good !
1. ეს არ არის ისე ლექსი ძალიან მაგარი ლექსია პეტეფის!!!:) ეს არ არის ისე ლექსი ძალიან მაგარი ლექსია პეტეფის!!!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|