ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პიატრანერა
ჟანრი: პროზა
1 იანვარი, 2010


აკადემიური მუმია VS დამოუკიდებლობა

სრული სიმშვიდე სიკვდილია, უსარგებლობაც სიკვდილია-ნაადრევი სიკვდილი...
გინდათ ნაადრევი სიკვდილი?
იცვლება რამე ერთი ადამიანის სიკვდილით?..

ვიღაცას საკმარისი მოთმინება აქვს იმისათვის, რომ შეცდომებით  მივიდეს სწორ გადაწყვეტილებამდე, იცის  როგორ დაეცეს სწორად, რომ წამოდგომა შეძლოს...
არ იზიდავს გამოწერილი რეცეპტები.
ფიქრობს, ხომ არ დადგა დრო, როცა ადამიანმა ყველაფერი უნდა ამოხსნას.
მაგრამ ხშირად ზამთარიც გადის და კარალიოკი ისევ ხის წვერზე რჩება.
ალბათ მაინც ჯობია კარალიოკს დააკვირდე, ვიდრე უყურო,როგორ ატარებს შინაური კატა  თავის დროს...

თუმცა გემოვნებაზე არ დავობენო... მაგრამ...პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა.
უმეტესობა მაინც იღვიძებს იმისთვის რომ ცოტა დრო გავიდეს და ისევ დაიძინოს...
დიდი ძალა უნდა,დაძლიო გონების ყველაზე დიდი სისუსტე-საკუთარი ძალების დაუჯერებლობა.
ტომას ედისონს (ნათურის გამომგონებელი) სიბნელის ეშინოდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები