ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაგასაკი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


ცისფერი შტრიხკოდი | პიერ-ს

შტრიხებით გაწყობილს სუფრასთან
მეპატიჟები
და ღამურები გამეტებით 
ურტყამენ თავებს ფანჯრის მინებს..
შტრიხი - შენი თვალები -
ნაღვლის წვეთ ჩაშვებული,
ცრემლმდენი არხებით
შეჰყურებენ
ფანჯრის მინებს...
შტრიხი - შენი ტუჩები -
მთხოვენ დავეხმარო ღამურებს
მადისაღმძვრელი სახით
და მე მათზე მიშტერებულს
შორიდან ჩამესმის
ყრუ დარტყმები
ფანჯრის მინებზე...
შტრიხი - შენი თითები -
ერთმანეთზე გადაწნული
და ტუჩებთან გაქვავებული
იგერიებენ შიშს
ღამურების სიცოცხლე
შეტოვებულ ფანჯრის მინებიდან..
მოდი!
შტრიხი - ჩემი თითები -
მზის სხივებად მოგეხვევიან წელზე
და შენ სიამოვნებას გაუხელ
თვალებს..
შტრიხი - ჩემი ტუჩები -
გემოდაუვიწყარ რეცეტებს
დაგაგემოვნებინებენ
და ისწავლი გრძნობების
კულინარიას...
შტრიხი - ჩემი თვალები -
ცანაკლული მიწიდან
ჩემს რეალობაში წაგიყვანენ
და მგზნებარე ემოციების
გზამკლვევს გაჩუქებენ..
....
ეს ჩვენი ცისფერი შტრიხკოდია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები