 | ავტორი: poeziaMISJILI ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 იანვარი, 2010 |
დააჩქარეთ განცდების ფურცელზე გადმოტანა,ოღონდ,ნუ დაწერთ უმიზეზოდ.
ახლა ცა გაიხსნება და მე და ტერენტი დიდხანს ვისაუბრებთ.მას გაუხარდება,როცა დამინახავს..გაუხარდება,რომ 72 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან,ჩვენ კვლავ ვკითხულობთ მის შემოქმედებას და გვახსოვს.ვერ შეგპირდები,პოეტო,რომ ყველა გრძნობს შენს პოეზიას,იქნებ,ვერც მე?ახლა გაგესაუბრები და თავად განსაჯე. მოდი უფრო ახლოს.მინდა შენს ხელებს შევხედო .იცი,მე მიყვარს ისინი.მე ყველა პოეტის ხელები მიყვარს.მეც ხშირად მიფიქრია შენსავით,მაგრამ მე არ ვარ ისეთი ძლიერი,რომ ეს ფიქრი შენსავით ლამაზად დაწყობილი სიტყვებით გადმომეცა. ახლა მე სამეგრელოში ვარ,შენს მხარეში.იქნებ სწორედ ამიტომაც გაგითავისე ყველაზე უკეთ ამ გარემოში.შენც მითხარი რამე, სულ მე რომ ვსაუბრობ.აქ რომ ჩამოვედი შენი გვარის ხალხი ვიკითხე.მითხრეს არ ცხოვრობენო აქ, კვირკველიები. ტერენტი,შენ ძალიან გიყვარდა ლურჯი ფერი.მეც მიყვარს.მეც მაქვს მიზეზი ამ ფერის სიყვარულის.მიზეზს მერე გეტყვი,სხვა დროს. არ გინდა როიალზე დავუკრათ?იცი,მე დაკვრა ჩემით ვისწავლე,როდესაც 3 წლის ვიყავი.ჩემს დაიკოს ვაკვირდებოდი როგორ უკრავდა,მერე კი, როდესაც მარტო ვრჩებოდით მე კლავიშების შავ-თეთრი წყობა,ერთმანეთს ვესაუბრებოდით.კარგად ვერ ვუკრავ,მაგრამ ეგ არაფერი. რაღაც მინდა გითხრა,ვიცი, შენ ყველაზე უკეთ გამიგებ.ამ ბოლო დროს ძალზედ შემომეჩვია ფიქრი,ზოგჯერ სუნთქვასაც კი მიშლის მისი გათავისება.აღარ არა,ვეღარ შეიძლია ასე.სულ გადავეჩვიე ძილს,აღარ მემეტება დასაძინებლად არც დრო ,არც თვალები.ახლაც ისე რეალურად გგრძნობ,რომ მეშინია ჩემიც და შენიც.ადამიანებიც მაშინებენ.ხალხი ჩემს გარშემო იმდენად ჭრელია,რომ ზოგჯერ ფერებსაც ვეღარ ვარჩევ. ტერენტი,რა ადვილი ყოფილა შენთან საუბარი.თუ არ შეგაწუხებ,ზოგჯერ გაგესაუბრები ხოლმე.მე მჭირდება შენნაირი ადამაინები.მეც ხომ შენსავით ვნატრობ ვიღაც არათანაბარს. იცი,მე არასდროს დამეკარგება პოეზიის განცდის უნარი.ვიცი ყოველთვის დამამწუხრებს,გამახარებს,ცრემლს მომადენს,გამაგიჟებს პოეზია.გპირდები ამ განცდას მოვუფრთხილდები.ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე,რომ ვარ პოეზიამისჯილი პატიმარი,რომელიც წიგნის ჩარჩოებშია გამომწყვდეული,განთავისუფლების თარიღი უკანა ფურცლებზე ისე გაცრეცით მიუწერია ვიღაცას,რომ ვერ გამირეჩვია და ვარ ასე,2 ყდას შორის გამოკეტილი. მე მუსიკაც მიყვარს,პოეტო.ის მაძლევს საშუალებას,რომ სხვა სამყაროს მივუკაკუნო კარზე და დარწმუნებული ვიყო,რომ აუცილბელად თბილად შემიპატიჟებენ. როგორი სიტყვაძუნწი ყოფილხარ?!რამდენი ვისაუბრე,შენ კი ჯერაც არ ამოგიღია ხმა.არ მინდა თავი მოგაბეზრო.შენ ისედაც დიდად დამეხმარე დღეს.სანამ წახვიდოდე მომეცი უფლება გითხრა,რომ მიხარია ჩემი ერთადერთობა.რატომ?იმიტომ,რომ განა ბევრი მოიძებნება ახლა,ვინც საქართველოს ულამაზეს კუთხეში,პატარა,ლამაზ სოფელში,მოკალათებული ზის საოცრად მდიდარ სიმწვანეში და გესაუბრება შენ?პასუხი ისედაც ნათელია…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ho,vamjobine,rom ar shefasebuliyo. : )
gmadlob. : ) ho,vamjobine,rom ar shefasebuliyo. : )
gmadlob. : )
14. უიი, არ ფასდება? ეხლაღა ვნახე :) წარმატებები! უიი, არ ფასდება? ეხლაღა ვნახე :) წარმატებები!
13. აწი რომ გაესაუბრები ტერენტის, გადაეცი, რომ მე მას ვაღიარებ პოეტთა მეფედ :) +2 აწი რომ გაესაუბრები ტერენტის, გადაეცი, რომ მე მას ვაღიარებ პოეტთა მეფედ :) +2
12. ჰეჰ,სიგიჟე რა მოსატანია?ახედე ნაწერს. : D
აბა,სად ნახე? : ) ჰეჰ,სიგიჟე რა მოსატანია?ახედე ნაწერს. : D
აბა,სად ნახე? : )
11. გინდა გიჟად ჩამთვალე მაგ რამ მე პირადად ვნახე გრანელი...... გინდა გიჟად ჩამთვალე მაგ რამ მე პირადად ვნახე გრანელი......
10. რა კარგი საუბარი გცოდნია?... ვერავინ გეტყვის უარს...555 რა კარგი საუბარი გცოდნია?... ვერავინ გეტყვის უარს...555
9. MADLOBAS MOGAXSENEBT. : ) MADLOBAS MOGAXSENEBT. : )
8. მიხარია რომ განიცდი გრანელს.. ირგვლივ საშინელი ქაოსია,ვერ გამიგია რა უნდა ამ ხალხს(ბარეორს ამ საიტზეც):)ღმერთმა გიშველოს..მე მიყვარს ტერენტი მიხარია რომ განიცდი გრანელს.. ირგვლივ საშინელი ქაოსია,ვერ გამიგია რა უნდა ამ ხალხს(ბარეორს ამ საიტზეც):)ღმერთმა გიშველოს..მე მიყვარს ტერენტი
7. ვიცი ყოველთვის დამამწუხრებს,გამახარებს,ცრემლს მომადენს,გამაგიჟებს პოეზია
მარტო ვრჩებოდით მე კლავიშების შავ-თეთრი წყობა
აღარ მემეტება დასაძინებლად არც დრო ,არც თვალები.ახლაც ისე რეალურად გგრძნობ,რომ მეშინია ჩემიც და შენიც.ადამიანებიც მაშინებენ.ხალხი ჩემს გარშემო იმდენად ჭრელია,რომ ზოგჯერ ფერებსაც ვეღარ ვარჩევ.
მომეწონა.....:) ვიცი ყოველთვის დამამწუხრებს,გამახარებს,ცრემლს მომადენს,გამაგიჟებს პოეზია
მარტო ვრჩებოდით მე კლავიშების შავ-თეთრი წყობა
აღარ მემეტება დასაძინებლად არც დრო ,არც თვალები.ახლაც ისე რეალურად გგრძნობ,რომ მეშინია ჩემიც და შენიც.ადამიანებიც მაშინებენ.ხალხი ჩემს გარშემო იმდენად ჭრელია,რომ ზოგჯერ ფერებსაც ვეღარ ვარჩევ.
მომეწონა.....:)
6. მაკა კოლხი>>
უღრმესი მადლობა მეგობარო,მაკა. : )
ჩემი ამ საიტზე ყოფნის მანძილზე ერთ-ერთი (ერთადერთი თU არა) ყველაზე თბილი,ლამაზი,ღიმილიანი პოსტი დაწერეთ.სასიამოვნოდ გამეღიმა და ამ ქარიან და ცივ დღეს ასეთივე გაღიმებული დავრჩები თქვენი წყალობით. : ) მაკა კოლხი>>
უღრმესი მადლობა მეგობარო,მაკა. : )
ჩემი ამ საიტზე ყოფნის მანძილზე ერთ-ერთი (ერთადერთი თU არა) ყველაზე თბილი,ლამაზი,ღიმილიანი პოსტი დაწერეთ.სასიამოვნოდ გამეღიმა და ამ ქარიან და ცივ დღეს ასეთივე გაღიმებული დავრჩები თქვენი წყალობით. : )
5. პოეზიამისჯილო, (როგორი ყოვლისმთქმელი სახელი გაქვთ), ძალიან ახლობლურად შევიგრძენი ახლა შენი დიალოგი ტერენტისთან. მონათესავე სულის არსებობა ვიგრძენი! იცი? წალენჯიხა ჩემი დედულეთია და მთელი ჩემი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ამდენად ის გარემო, სადაც ტერენტის უწევდა ცხოვრება, სადაც დადიოდა, სადაც ქმნიდა სადა და სევდიან და ამავე დროს ცეცხლოვან პოეზიას, ჩემთვის მეტად ახლობელია და ძალიან მიყვარს! იცი? მეც შენსავით რამდენჯერ გამივლია მარტოს იმ ადგილებში და გავბაასებივარ ასე შენსავით ტერენტის. მაგრამ ეს იყო ბავშვური გაბაასება... შენი დიალოგი კი ძალიან შთამბეჭდავია, თუნდაც იმიტომ რომ უშუალო კავშირს ამყარებ პოეტთან, ისეთი შთაბეჭდილება რჩება მკითხველს, რომ პოეტი სადღაც იქვეა, უფრო ზუსტად კი აქვე, შენს სულთან ახლოს!!!
"მე მჭირდება შენნაირი ადამაინები.მეც ხომ შენსავით ვნატრობ ვიღაც არათანაბარს".--- საოცარია! ან თუნდაც: "ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე,რომ ვარ პოეზიამისჯილი პატიმარი,რომელიც წიგნის ჩარჩოებშია გამომწყვდეული,განთავისუფლების თარიღი უკანა ფურცლებზე ისე გაცრეცით მიუწერია ვიღაცას,რომ ვერ გამირეჩვია და ვარ ასე,2 ყდას შორის გამოკეტილი." დარწმუნებული ბრძანდებოდე პოეზიამისჯილო, რომ ტერენტისთვისაც ძალიან ახლობელი ხარ შენი შინაგანი სამყაროთი. ჩემი კეთილი რჩევაა გააგრძელოთ, კიდევ გააგრძელოთ ტერენტისთან საუბარი. მისგან ბევრ რამეს გაიგებთ და ჩვენ კიდევ მოგვეცემა მორიგი შანსი მშვენიერი ნაწარმოების ხილვისა! პოეზიამისჯილო, (როგორი ყოვლისმთქმელი სახელი გაქვთ), ძალიან ახლობლურად შევიგრძენი ახლა შენი დიალოგი ტერენტისთან. მონათესავე სულის არსებობა ვიგრძენი! იცი? წალენჯიხა ჩემი დედულეთია და მთელი ჩემი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ამდენად ის გარემო, სადაც ტერენტის უწევდა ცხოვრება, სადაც დადიოდა, სადაც ქმნიდა სადა და სევდიან და ამავე დროს ცეცხლოვან პოეზიას, ჩემთვის მეტად ახლობელია და ძალიან მიყვარს! იცი? მეც შენსავით რამდენჯერ გამივლია მარტოს იმ ადგილებში და გავბაასებივარ ასე შენსავით ტერენტის. მაგრამ ეს იყო ბავშვური გაბაასება... შენი დიალოგი კი ძალიან შთამბეჭდავია, თუნდაც იმიტომ რომ უშუალო კავშირს ამყარებ პოეტთან, ისეთი შთაბეჭდილება რჩება მკითხველს, რომ პოეტი სადღაც იქვეა, უფრო ზუსტად კი აქვე, შენს სულთან ახლოს!!!
"მე მჭირდება შენნაირი ადამაინები.მეც ხომ შენსავით ვნატრობ ვიღაც არათანაბარს".--- საოცარია! ან თუნდაც: "ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე,რომ ვარ პოეზიამისჯილი პატიმარი,რომელიც წიგნის ჩარჩოებშია გამომწყვდეული,განთავისუფლების თარიღი უკანა ფურცლებზე ისე გაცრეცით მიუწერია ვიღაცას,რომ ვერ გამირეჩვია და ვარ ასე,2 ყდას შორის გამოკეტილი." დარწმუნებული ბრძანდებოდე პოეზიამისჯილო, რომ ტერენტისთვისაც ძალიან ახლობელი ხარ შენი შინაგანი სამყაროთი. ჩემი კეთილი რჩევაა გააგრძელოთ, კიდევ გააგრძელოთ ტერენტისთან საუბარი. მისგან ბევრ რამეს გაიგებთ და ჩვენ კიდევ მოგვეცემა მორიგი შანსი მშვენიერი ნაწარმოების ხილვისა!
4. gasagebia.mec miyvars megobrebo.magram es imitom davde,rom chem naweri sheafasot da ara terenti.eg isedac yvelam vicit vincaa da racaa. : ) gasagebia.mec miyvars megobrebo.magram es imitom davde,rom chem naweri sheafasot da ara terenti.eg isedac yvelam vicit vincaa da racaa. : )
3. მიყვარს ტერენტი :) მიყვარს ტერენტი :)
2. (არ შემიძლია და მე ავად ვარ...)
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.
მიყვარს გრანელი (არ შემიძლია და მე ავად ვარ...)
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.
მიყვარს გრანელი
1. არ შემიძლია და მე ავად ვარ, ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს. ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ, მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა, იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის. მკლავდა იღბალი და უშენობა, მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები, ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის. შენ მიდიოდი და მიგონებდი, შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.
ტერენტი გრანელი.
მიყვარს :) არ შემიძლია და მე ავად ვარ, ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს. ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ, მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა, იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის. მკლავდა იღბალი და უშენობა, მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები, ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის. შენ მიდიოდი და მიგონებდი, შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.
ტერენტი გრანელი.
მიყვარს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|