ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


სარკმელი, რომლიდანაც უნდა გაიხედო

შენ რეალურად არსებობ,
სიმართლის მწვავე სიუჯეტი,
გამოცარიელებულ ქუჩაში მცოცავი ძაღლები...
საუკუნეების წინ გამოსაჩეკად გამზადებული კვერცხები,
დაჩიავებული ხელოვნება და თვალახვეული არსებები...
ფული და რეალობა სიყალბის უმაღლესი დონე..
დიადთა საფლავეზე დადგმული მიფსმული ბოძები,
უსულო სხეულები ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ,
საკუთარ საფლავს თხრიან და ნებით წვებიან...
მათთან არ არის ღმერთი,
მათთან მკვდარია მორისონი და ბარეტი,
მათთან ვერ წერს გრანელი,
მათთან ვერ სუნთქავს ხელოვნება,
მათთან არ არის სიზმარი,
(ისინი სიზმრით ცხოვრობენ)
მათთან ვერ იკვებება თავისფლება,
მათთვის სამყაროა შავი
და სიკვდილს მუქი ფერები აქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები