 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2010 |
2008 წლის 14 აგვისტო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის 29ა, 12 საათი და 20 წუთი. გუშინ საღამოს ჩემი მეუღლის მიერ გადარჩეული და ჩანთაში ჩაწყობილი ბავშვების გამონაცვალი, მაგრამ სუფთა და დაუთავებული ტანსაცმელი მივიტანე... შენობაში აღარ შევსულვარ, რადგან ლტოლვილები ქუჩაშიც ბევრნი იყვნენ... ერთი ახალგაზრდა ქალბატონი შევამჩნიე, ორ პატარა ბიჭთან ერთად იდგა... – ქალბატონო, სადმე ოფიციალურად უნდა ჩავაბარო, თუ... კითხვა ვეღარ დავამთავრე... – რა გაქვთ ბატონო მოტანილი? – ჩურჩულით მკითხა და თავი დახარა... – ჩემი შვილების ტანსაცმელია, რადგან ბავშვებთან ერთად დგახართ, თქვენთან მაგიტომ მოვედი... – მე და ჩემს ბიჭებს რაც დაგვჭირდება, მხოლოდ იმას ავიღებ... თავის მართლებით ჩაილაპარაკა დედამ... – ბიძია ამ ადიალასაც გვაჩუქებ? მკითხა ერთ-ერთმა ბიჭუნამ და ხელი წაატანა წითელ და ლურჯ კვადრატებიან საწოლის გადასაფარებელს... (გამახსენდა, რამდენჯერ ტკბილად ჩაუძინია ჩემს ვაჟს ამ გადასაფარებლის ქვეშ, გოგონა კი იქამდე არ იძინებდა, სანამ კარგად არ ”აღრუჭუნებდა” გადასაფარებლის ბოლოებს...) ვიგრძენი რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი და პირი ვიბრუნე... სანამ ცენტრალურ ქუჩამდე გამოვიდოდი, ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მხვდებოდა ჩანთებით ხელში, რომლებიც მიცკევიჩის 29 ნომერს კითხულობდნენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ისევ მოვედი... 2დღეა აკვიატებული მაქვს ეს ტკივილიანი ნაწერი... ისევ მოვედი... 2დღეა აკვიატებული მაქვს ეს ტკივილიანი ნაწერი...
30. აუჰ ტკივილიანია ძალიან+777 აუჰ ტკივილიანია ძალიან+777
29. – ბიძია ამ ადიალასაც გვაჩუქებ? მკითხა ერთ-ერთმა ბიჭუნამ და ხელი წაატანა წითელ და ლურჯ კვადრატებიან საწოლის გადასაფარებელს... (გამახსენდა, რამდენჯერ ტკბილად ჩაუძინია ჩემს ვაჟს ამ გადასაფარებლის ქვეშ, გოგონა კი იქამდე არ იძინებდა, სანამ კარგად არ ”აღრუჭუნებდა” გადასაფარებლის ბოლოებს...) ვიგრძენი რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი და პირი ვიბრუნე...
ვაიიიიი! გავგიჟდიიიიი! რა დაგიშავეთ, გიორგი? :(( :(( :(( – ბიძია ამ ადიალასაც გვაჩუქებ? მკითხა ერთ-ერთმა ბიჭუნამ და ხელი წაატანა წითელ და ლურჯ კვადრატებიან საწოლის გადასაფარებელს... (გამახსენდა, რამდენჯერ ტკბილად ჩაუძინია ჩემს ვაჟს ამ გადასაფარებლის ქვეშ, გოგონა კი იქამდე არ იძინებდა, სანამ კარგად არ ”აღრუჭუნებდა” გადასაფარებლის ბოლოებს...) ვიგრძენი რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი და პირი ვიბრუნე...
ვაიიიიი! გავგიჟდიიიიი! რა დაგიშავეთ, გიორგი? :(( :(( :((
28. უუუუჰ......... ტკივილიანი!!! შენ კი კარგი და თბილი გულის პატრონი!!! გაიხარე შენა!!! უუუუჰ......... ტკივილიანი!!! შენ კი კარგი და თბილი გულის პატრონი!!! გაიხარე შენა!!!
27. შემაჟრჟოლა... მოგონებებიც გამიღვიძა. შემაჟრჟოლა... მოგონებებიც გამიღვიძა.
26. ვაიმე, ამაკანკალა, გეფიცებით... როგორ მშურს ავტორის, რომ ასე გაახარა ის პატარა ბიჭუნა... ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო განსაცდელისგან! ვაიმე, ამაკანკალა, გეფიცებით... როგორ მშურს ავტორის, რომ ასე გაახარა ის პატარა ბიჭუნა... ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო განსაცდელისგან!
25. ეეეეჰ, ჩემო დავარ! უარესები არ ყოფილა? ეეეეჰ, ჩემო დავარ! უარესები არ ყოფილა?
24. გამარჯობა. ეს რეებს წერ ჰა?! ეხლა დავჯდები და ხმამაღლა ვიტირებ. მართლა:( გამარჯობა. ეს რეებს წერ ჰა?! ეხლა დავჯდები და ხმამაღლა ვიტირებ. მართლა:(
23. პატარა და მრავლის მთქმელია....გაიხარე!!!! პატარა და მრავლის მთქმელია....გაიხარე!!!!
22. ჩემო გვანცა! თქვენი "საქართველოდან საქართველოში (მიძღვნა)" დამატებულია ჩემს შინაურულ საიტში www.fereidani.ge (97-ე ქვეთავი "ბუბა კუდავა - ტაო-კლარჯეთი", ოღონდ მხოლოდ ქართულ ვარიანტში). დიდი მადლობა თანხმობისათვის! ჩემო გვანცა! თქვენი "საქართველოდან საქართველოში (მიძღვნა)" დამატებულია ჩემს შინაურულ საიტში www.fereidani.ge (97-ე ქვეთავი "ბუბა კუდავა - ტაო-კლარჯეთი", ოღონდ მხოლოდ ქართულ ვარიანტში). დიდი მადლობა თანხმობისათვის!
21. ახლა პირადშიც მოგწერეთ... და "ნათლიის ლოცვა" ჩემს ნათლულსაც გადავუგზავნე! ახლა პირადშიც მოგწერეთ... და "ნათლიის ლოცვა" ჩემს ნათლულსაც გადავუგზავნე!
20. დამაინტერესა და თქვენთან შემოვიხედე... გული დამწყვიტა ამ მინიატურამ..:( მეც გამახსენა იგივე სიტუაცია ჩემს უბანში, ყველანი ერთი საბავშვო ბაღისკენ რომ მივდიოდით ჩანთებით... :( და გმადლობთ, ჩემი ლექსის აქ მოტანისთვის... დამაინტერესა და თქვენთან შემოვიხედე... გული დამწყვიტა ამ მინიატურამ..:( მეც გამახსენა იგივე სიტუაცია ჩემს უბანში, ყველანი ერთი საბავშვო ბაღისკენ რომ მივდიოდით ჩანთებით... :( და გმადლობთ, ჩემი ლექსის აქ მოტანისთვის...
19. საოცარი სითბო და ტკივილი...ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ადამიანები... საოცარი სითბო და ტკივილი...ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ადამიანები...
18. ... და არა მარტო აფხაზეთის დაკარგვის დროს... შარშან აგვისტოში ჩემს სახლთან ახლოს სკოლაში გორელი ლტოლვილები დასახლდნენ. იმ საღამოს შეშფოთებულმა მეუღლემ მითხრა, დღეს მაგ სკოლაში გამოძახებაზე ვიყავი 8 თვის ფეხმძიმე გოგოსთან, ყელამდე სავსეა და იატაკზე წევსო... ჩემი ქალიშვილი კახეთში იყო არდადეგებზე, მისი ლეიბი მოვიკიდე და ჩავუტანე... მეუღლემ პროდუქტები და ცოტა ჭურჭელი წამოიღო (2-3 დღეა მარტო კიტრს ვჭამთო). რა თქმა უნდა საკლასო ოთახში ელექტრობა სულ მოშლილი იყო, ხელსაწყოებიც ჩავიტანე და შტეფსელები გავაკეთე... იმ ფეხმძიმე გოგონამ ერთი ატამი მომაწოდა: "გამოქცევისას რაც მოვასწარით, მარტო ერთი ჩანთა ატამი ჩამოვკრიფეთო..." ვიცი, გულით უნდოდა გამომერთმია, მაგრამ ვეეერ გამოვართვიიიი... ... და არა მარტო აფხაზეთის დაკარგვის დროს... შარშან აგვისტოში ჩემს სახლთან ახლოს სკოლაში გორელი ლტოლვილები დასახლდნენ. იმ საღამოს შეშფოთებულმა მეუღლემ მითხრა, დღეს მაგ სკოლაში გამოძახებაზე ვიყავი 8 თვის ფეხმძიმე გოგოსთან, ყელამდე სავსეა და იატაკზე წევსო... ჩემი ქალიშვილი კახეთში იყო არდადეგებზე, მისი ლეიბი მოვიკიდე და ჩავუტანე... მეუღლემ პროდუქტები და ცოტა ჭურჭელი წამოიღო (2-3 დღეა მარტო კიტრს ვჭამთო). რა თქმა უნდა საკლასო ოთახში ელექტრობა სულ მოშლილი იყო, ხელსაწყოებიც ჩავიტანე და შტეფსელები გავაკეთე... იმ ფეხმძიმე გოგონამ ერთი ატამი მომაწოდა: "გამოქცევისას რაც მოვასწარით, მარტო ერთი ჩანთა ატამი ჩამოვკრიფეთო..." ვიცი, გულით უნდოდა გამომერთმია, მაგრამ ვეეერ გამოვართვიიიი...
16. უკაცრავად მინდოდა დამეწერა ამ ომის დროს მაგრამ ორივე ჩვენია და ჩვენი ტკივილია. უკაცრავად მინდოდა დამეწერა ამ ომის დროს მაგრამ ორივე ჩვენია და ჩვენი ტკივილია.
15. ეხ საოცარი ტკივილია ამ ნაწერში. ის არანორმალური ტკივილი რაც აფხაზეთის დაკარგვის დროს განვიცადეთ. 55555555555
გაიხარე ეხ საოცარი ტკივილია ამ ნაწერში. ის არანორმალური ტკივილი რაც აფხაზეთის დაკარგვის დროს განვიცადეთ. 55555555555
გაიხარე
14. მინახავს ასეთი სიტუაციები... მინახავს ასეთი სიტუაციები...
13. უზარმაზარი სითბოა აქ....
დიდი გულის პატრონი ხართ,გიორგი....
მოგიკითხეთ... უზარმაზარი სითბოა აქ....
დიდი გულის პატრონი ხართ,გიორგი....
მოგიკითხეთ...
12. კარგად აღწერილი რეალობაა!
+ კარგად აღწერილი რეალობაა!
+
11. კარგია, მმომწონს. მომწონს გვერდში დგომა... 5! კარგია, მმომწონს. მომწონს გვერდში დგომა... 5!
10. მიცკევიჩი პოლონეთის ნ1 პოეტია!!! მიცკევიჩი პოლონეთის ნ1 პოეტია!!!
9. მიშა (ილტოსპირელი), ძმაავ და რა თქმა უნდა ყველას! თქვენ ისე მათამამებთ და ისეთ სტიმულს მაძლევთ, რომ ერთს კიდევ გავბედავ... მიხა ხელაშვილის ქალიშვილზე, ქალბატონ თამარზე შემოგთავაზებთ პატარა ჩანახატს... მიშა (ილტოსპირელი), ძმაავ და რა თქმა უნდა ყველას! თქვენ ისე მათამამებთ და ისეთ სტიმულს მაძლევთ, რომ ერთს კიდევ გავბედავ... მიხა ხელაშვილის ქალიშვილზე, ქალბატონ თამარზე შემოგთავაზებთ პატარა ჩანახატს...
8. ეკალმა დამაყარა!5 ეკალმა დამაყარა!5
7. მტკივნეულია და ძალიან ნაზად არის დაწერილი ეს ჩანახატი...
3.კომენტარს ვუერთდები... მტკივნეულია და ძალიან ნაზად არის დაწერილი ეს ჩანახატი...
3.კომენტარს ვუერთდები...
6. დიდი ადამიანური სითბოთი და სიკეთით სუნთქავს ამ მინიატურის ყოველი სიტყვა! უკეთილშობილესი სულის პატრონი ხარ, გიორგი! გაიხარეთ შენც, შენმა ცოლ-შვილმაც და შენმა საყვარელმა ქვეყანამაც! 55555555 დიდი ადამიანური სითბოთი და სიკეთით სუნთქავს ამ მინიატურის ყოველი სიტყვა! უკეთილშობილესი სულის პატრონი ხარ, გიორგი! გაიხარეთ შენც, შენმა ცოლ-შვილმაც და შენმა საყვარელმა ქვეყანამაც! 55555555
5. კარგია, მიყვარს ასეთი ნაწერები. აზრიანი პატარა და ბევრის დამტევი :) კარგია, მიყვარს ასეთი ნაწერები. აზრიანი პატარა და ბევრის დამტევი :)
4. სიკეთით სავსე ნაწერია. რა კარგია კიდევ რომ არსებობენ კეთილი ადამიანები.... სიკეთით სავსე ნაწერია. რა კარგია კიდევ რომ არსებობენ კეთილი ადამიანები....
3. ეჰ, რა სამწუხარო ფაქტი გაქვთ აღწერილი! არადა, რეალობაა! მწარე რეალობა! მტკივა შენსავით ავტორო და მინდა პირი ვიბრუნო მეც, მაგრამ საით??? ეჰ, რა სამწუხარო ფაქტი გაქვთ აღწერილი! არადა, რეალობაა! მწარე რეალობა! მტკივა შენსავით ავტორო და მინდა პირი ვიბრუნო მეც, მაგრამ საით???
2. ra dznelia, rogor uchirs saqartvelos.... da qartvelebsac.
5
natlisgebas gilocav mogvianebit.
ra dznelia, rogor uchirs saqartvelos.... da qartvelebsac.
5
natlisgebas gilocav mogvianebit.
1. ნათლისღებას გილოცავთ!
ნათლიის ლოცვა
ღმერთო, შეიყვარე ჩემი ნათლული, და დამიფარე მე, როგორც ნათლია. მომმადლე ძალა, რომ შევიძინო სიბრძნე, რომელიც მაკლია, მომმადლე სიბრძნე, რომ განვიძარცვო ცოდვა, რომელიც მაცვია, მომანიჭე სიმტკიცე, რომ მივიღო სასჯელი, რომელიც მკაცრია. მაჩუქე რწმენა, რომ ანგელოზები საცერში გაცრიან ჩემს გონებას, რათა ვილოცო ჩემი ნათლულისთვის, რომ კოკას ჩემს ხელებზე დაცლიან, რათა სუფთა ხელებით ჩამოვკიდო ჩემს ნათლულს ჯვარი, რომ რწმენას ჩემს სულში ჩაღვრიან, რათა ვაზიარო ჩემი ნათლული, საკურნებლად სულისა და ხორცისა. ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლული, რადგან დღეიდან ვარ და მქვია მისი ნათლია, და მეშინია ყოველი ცოდვის, რომელიც შეიძლება ელის მის სულს და სხეულს, ჩემს სულს და სხეულს. ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული, რომლის ყოველი შეცოდება ახი იქნება ჩემზე - ნათლიაზე, თუ ვერ ვილოცებ ჩემი ნათლულისთვის, და მას ჩემს გარეშე აცრიან ანგელოზები სულის ცხონებისკენ გზაზე, თუმცა კი, მაინც აცლიან გაიზარდოს და მისცემენ შანს, თავად გადაარჩინოს ნათლია. ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლია, რომელმაც მიტვირთა და მე კი, დღეს იმდენი ცოდვა მაცვია, ძლივსღა მიმათრევს... ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლია, რათა არ მოეკითხოს ჩემს გამო. ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული, რათა სიბრძნე არ მოაკლდეს ჩემს გამო.
2010 წლის 19 იანვარი. ნათლისღება.
ნათლისღებას გილოცავთ!
ნათლიის ლოცვა
ღმერთო, შეიყვარე ჩემი ნათლული, და დამიფარე მე, როგორც ნათლია. მომმადლე ძალა, რომ შევიძინო სიბრძნე, რომელიც მაკლია, მომმადლე სიბრძნე, რომ განვიძარცვო ცოდვა, რომელიც მაცვია, მომანიჭე სიმტკიცე, რომ მივიღო სასჯელი, რომელიც მკაცრია. მაჩუქე რწმენა, რომ ანგელოზები საცერში გაცრიან ჩემს გონებას, რათა ვილოცო ჩემი ნათლულისთვის, რომ კოკას ჩემს ხელებზე დაცლიან, რათა სუფთა ხელებით ჩამოვკიდო ჩემს ნათლულს ჯვარი, რომ რწმენას ჩემს სულში ჩაღვრიან, რათა ვაზიარო ჩემი ნათლული, საკურნებლად სულისა და ხორცისა. ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლული, რადგან დღეიდან ვარ და მქვია მისი ნათლია, და მეშინია ყოველი ცოდვის, რომელიც შეიძლება ელის მის სულს და სხეულს, ჩემს სულს და სხეულს. ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული, რომლის ყოველი შეცოდება ახი იქნება ჩემზე - ნათლიაზე, თუ ვერ ვილოცებ ჩემი ნათლულისთვის, და მას ჩემს გარეშე აცრიან ანგელოზები სულის ცხონებისკენ გზაზე, თუმცა კი, მაინც აცლიან გაიზარდოს და მისცემენ შანს, თავად გადაარჩინოს ნათლია. ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლია, რომელმაც მიტვირთა და მე კი, დღეს იმდენი ცოდვა მაცვია, ძლივსღა მიმათრევს... ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლია, რათა არ მოეკითხოს ჩემს გამო. ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული, რათა სიბრძნე არ მოაკლდეს ჩემს გამო.
2010 წლის 19 იანვარი. ნათლისღება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|