ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2010


თოვლის ფიფქი

თოვლის ფიფქი მოქრის მაღლა ციდან.
ეფინება ჩემს გულს თეთრი სიმშვიდე.
თითქოს გაწყდა ჩემი ფიქრი ერთი ციდა.
აღარ მაკრთობს მისი ძალის სიდიდე.
მოფარფატებს თეთრი ფიქრი ლურჯი ციდან
და ჩაიცვა მდელომ თეთრი ფარაჯა.
აღარ ტირის თრიმლის ბუჩქი გაძარცვული,
დიდი მუხა დასდგომია დარაჯად.
ჩაიკეცა განადგურდა ეკალ-ბარდა.
ცოდვისათვის იქნებ ღმერთმა დასაჯა!
დაიბარდნე გადათეთრდი ქვეყნის გულო!
სიყვარულო იდღეგრძელე მარადჟამს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები