ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


მძიმე და წერტილი

          (მარის)

ქუჩებს მტვრის სუნი გუდავს,
ზღვას კენჭები.
ჩვენი მეეზოვე გარდაიცვალა,
ჰორიზონტი მზემ გადაყლაპა.
თვალებმა ცხვირი დასაჯეს,
პატიმარი - ვირთხებმა.
შენ მარი გქვია,
შენ ახლა არ გძინავს.
კენტი სტრიქონი მძიმით,
ლუწი - წერტილით.
ამ ლექსს არასდროს წაგიკითხავ,
იმიტომ რომ მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები