ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2010


გიყვები ჩემზე

გიყვები ჩემზე,
როგორ ვცხოვრობდი შენამდე ყავისფერ ოთახში,
სადაც, არასდროს ვხსნიდი ერთადერთ ფანჯარას და
არასდროს ვსვამდი შაქრიან ყავას,
ან ჩაის ლიმნით.
მიყვარდა, როგორ მთავაზობდა დედა ვახშამს
დახურული კარის მიღმა და
არასდროს უჩნდებოდა სურვილი შიგნით შემოსვლის,
რადგან მე მსურდა ასე.
შევიძულე შავი მაისური,
რომელიც გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე მიყიდა მამამ
და საშინლად მოსწონდა ჩემს ტანზე.
ორმოცი დღის მერე კი საერთოდ გავაჩუქე.
როგორ ვერ ვიტან მეზობელს,
რომელიც ჩუმად მითვათვალებს ერთადერთი საღი თვალით
და ათას სისულელეს მეკითხება შენზე.
ახლა აღარ უარგყოფ,
გიყვები...
რომ მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა,
ოსკარ ვაილდი მაინც ჩემი საყვარელი ავტორია.
სიძველისგან დაბრმავებული დათუნია კი
ერთადერთი უკვდავი სათამაშო.
რომ მე ადრეთუგვიან აუცილებლად წავალ შენგან,
ისე, როგორც ჩემგან მიდიოდნენ,
შენ კი აღარასდროს შეგშურდება შენი თავის
მე რომ გყავდი.
გიყვები ჩემზე,
მშვიდად ვსვამ ჩაის ლიმნით და
ღია ფანჯრიდან ვხატავ ფერებს ყავისფერ ოთახში.
ვისმენ შენს სიჩუმეს რომელსაც ვწერ...
დასასრულს
მეუბნები რომ საშინლად არ მიხდება შავი ფერი
და წერტილი შენი ღიმილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს