ფერიდიუსი და ბგერა ჰერმესი
მე არ მიყვარს, თეთრი ფერი თითქოს დაუმთავრებელიაო. ორი ალტერნატივა მაქვს, ან მე ვარ ახლა დაუმთავრებელი და არეული, ანდაც ”თეთრი”. ისიც ვიცი, რომ ახლა ისე ვარ გაბნეული ჰაერში, როგორც ”pink floyd”_ის ჰანგები დაბორიალობენ ჩემს ოთახში, უმისამართოდ. უცბად გადმოიფრქვევიან სიცარიელიდან და მერე ერთიანად ავსებენ მას, თითქოს ჰაერი არ ყოფნითო გამწარებით ეხეთქებიან კედლებს, ჩარაზულ ფანჯრებს…ერთ-ორ წუთში ღონემიხდილნი ეცემიან ძირს და საცოდავად ხროტინებენ… მერე თითქოს საერთოდ გამოტუმბეს სივრციდან ჟანგბადიო, უჰაერობის ვაკუუმში ალდებიან და ნაზი მდუმამარებით იფერფელბიან. ნეტა განახათ რა საოცარი სანახაობაა - მუსიკისფერი კვამლი ასდით და როგორც ღვინო ისე მათრობენ. ერთი, რომ ჩემ თვალწინ იფერფლება, მეორე ფენიქსივით წამოიმართება, ფრთებს შეარხევს, ცაში აიჭრება. თანაც, რა არის უცნაური იცით… ? სულ პირდაპირ მიფრინავს, ალბათ იმიტომ, რომ ახლა ” Learning To Fly”_ის უსმენ. ასე თავაწყვეტილები ეხეთქებიან ჭერს და დარეტიანებულები ცვივიან დაბლა… მერე ისევ ჰაერის ვაკუუმი და ფენიქსის კალთა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოგნა, რომ ზოგეირთი ბგერა რომელიც კვდება, მკრთალი ციმციმით აიჭრება ცაში და მშვიდი ნაბიჯებით მიუყვება გზას სამოთხის ბაღისაკენ. მე არ ვიცოდი თუ ბგერებსაც ჰქონდათ სული და თავიანთი სამოთხე. თუმცა მერე, როდესაც ამით დავინტერესდი ერთ-ერთმა მათგანმა საიდუმლოდ გამიმხილა, რომ მხოლოდ ღირსეულ ბგერათა ხვედრია ედემის ბაღი. თვალებზე ისეთი გაოცება გამომეხატა, როგორც გამომეტყველებასაც ბავშვები მაშინ იღებენ, როდესაც გაიგებენ, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს. ცოტა გავნაწყენდი კიდევაც ჰერმესმა, რომ დამცინა,,, (ეს ბგერაც მაცნე ყოფილა და ამიტომ უწოდებია დევიდ გილმურს ასე) სახე ისე დაგეღრიცა გაოგნებისგან აინშტაინი, რომ იჯღანება სამოცდაათი წლის იუბილეზეო. მერე ისევ მისწვდა ბგერათა საუფლოს ამბებს… თურმე “pink floyd”_ის “the beatles”_ის “coldpaly”_ის და “sting”_ის ნაშობი ბგერები სამოთხეში ხვდებიან, ჯოჯოხეთის კუპრში კი საცოდავი ხმით ღნავიან მძიმე როკერები და დიდ მედალიონა რეპერები 50 გროშადაც, რომ არ იბარებენ სატარტაზოროში. მე მომეწონა ჰერმესი, ზრდილი ყმაწვილი გახლდათ… სასიამოვნო მოსაუბრე. მისგან ბევრი რამ შევიტყვე. თურმე ისინი მრავალღმერთიანობის მომხრეები ყოფილან. ჩემი ჰერმესი “pink floyd”_ს სცემდა თაყვანს. იქს და იქრეკ ბგერები კი ”coldpaly”_ის. ღმერთების გარდა თურმე ბგერებს ტიტანებიც ჰყოლიათ… რომლებსაც შეუქმნიათ ეს სამყარო ”საბგერეთი” მათ შორის იყვნენ პაგანინი, ბახი, ბეთჰოვენი, ჩაიკოვსკი… აქ კი ვეღარ მოვითმინე და სიცილი წამსკდა ბავშვობაში სულ ჩაის კოვზს ვეძახდი მეთქი. სახეზე ისეთი რისხვა გამოესახა მეგონა ბრაზისაგან გასკდებოდა, ერთი კარგად მიმალანძღა და ისიც სხვა ბგერებთან ერთად გაემართა მთვარის ბნელი მხარისაკენ. *** ბგერედიუსის მერე კი მივხვდი, რომ ისევ მე ვიყავი არეული. და მაინც არ მივყარს თეთრი რაღაც დაუმთევრებელია… ჩემს მეზობელს მაგონებს - გამხდარს, მილეულს, თვალებჩაცვენილს… ყოველგვარი საზრიანობისაგან ისეთ შემოძარცვულს, ზამთარში ხეებს რომ დაიმარტოხელებენ არაფრისმთქმელი ქარის ბეღლები. ალბათ, როდესაც ღმერთი ფერებისთვის თვისებებს არიგებდა თეთრმა უარი თქვა ბოძებულ საჩუქარზე. მგონი ფიქრობდა, რომ ყველაზე გამორჩეული იქნებოდა ყველგან და ყოველთვის, თუმცა დარჩა კიდეც ასე ცხვირაწეული. ბოლოს, რომ ვნახე ვერც კი ვიცანი ისე გაწითლებულიყო. გამაოცა მისმს ოპტიმიზმაა ” იოგურტისფერიც” თეთრიაო. თანაც ტილოზე მიმითითა სიამაყით. თეთრის რა გითხრათ ყვითელი კი შემომეფეთა ბლომად. თეთრიც მიხვდა რამ გამაოცა და მოჰყვა ლანძღვა-გინებას პროვინციიდან ჩემოთრეულ ფერებზე, კლონირებულ, გენმოდიფიცირებულ საღებავებზე და გამალებით მიმტკიცებდა, რომ ყვითელი საერთოდ არ იარსებებდა ის თუ არ იქნებოდა. ” მე, რომ არ ვყოფილიყავი ყვითელ მზეს, ყვითელი სხივები ექნებოდა და თქვენც ყველას ბოტკინისფერი გედებოდათ სახეზეო”. მე კი მგონია, რომ მზის სხივებს არაფრის ფერი აქვთ. არაფრისფერიც ფერია ოღონდ არ ჩანს, რაღაც სივრცისფერის მაგვარი - გამოულტრასხივისფერებული. მერე მოჰყვა ანტიკური სიბრძნის მტკიცებას “epistola non erubestic” და ა.შ… არ მიყვარს ფერი რაგაცნაირია. ზვიადი ფერია, თანაც ჩემს მეზობელს მაგონებს - უცხოპლანეტელს, ისიც ისეთი უშინაარსო და უფორმო. ვისარგებლე პაუზით და სანამ ვინსენტი საღებავს დღვიბავდა და თეთრსაც ხმა ჰქონდა ჩაკმენდილი, იმის გამო, რომ ფუნჯი პირდაპირ პირში გაჩროდა მწვანეზე ჩამოუგდე საუბარი. მან, ხომ შესანიშნავად იცოდა, რატომ მიყვარდა ასე ეს ფერი. ისიც იცოდა, რომ ჩემთვის ყველაფერი მაინც მწვანე იყო… სივრცის შეწოვაც და დროის გაბზარვაც კი. რადგანაც მწვანე იყო ისიც, ”ჩემი ბრწყინვალებაც” ”ჩემი ბრწყინვალებაც”, ”ჩემი ბრწყინვალებაც” ამოილუღლუღა თეთრმა. ვერ იტანდა ბეჭდების მბრძამებელს. უფრო კი იმიტომ არ უყვარდა, რომ ყოვლისშემძლე ბეჭედიც ყვითელია. სულელი ვერ მიხვდა კალამბურით ნათქვამს ”ჩემი ბრწყინვალება”, ხომ სულაც არაა ყვითელი - ის მწვანეა. ფერთა მეუფე. სანამ თეთრი სატირულ ჟანრში მიმოიხილავდა მატერიალიზმსა და ყვითელს აპოკალიპსის ოთხ მხედართაგან ერთ-ერთს ადარებდა, მზესუმზირები უკვე მზად იყო და მხოლოდ სითეთრე დარჩენილიყო გასაფერადებელი. ნეტა განახათ, როგორ გაუხარდა თეთრს, როდესაც ვინსენტმა სითეთრე თეთრად გააფერადა. იმ წუთასვე მოიშორა დიდაქტიკური ტონი, ამაღლებული პათოსი… თავზე პარიკი ჩამოიმხო და მოჰყვა არისტოკტატულ საუბარს. საბოლოოდ კი თვითონვე გაება თავის რიტორიკულ მახეში, როდესაც განმიცხადა ამ შედევრის მთავარი ინტენცია მე ვარო. ანდა ეს ინტენცია რაღა იყო? ხომ შეეძლო უფრო მარტივად ეთქვა? მაგრამ, არა როგორ გეკადრებათ ! ის ხომ თეთრია… ამიტომაც აუცილებლად უნდა დაებერტყებინა რაღაც სისილელე. ერთხელ მოდერნიზმი აერია მოდელიზმში, როცა შევუსწორეთ გაწითლდა ესეც შენი “epistola non erubestic” (ქაღალდი არ წითლდება). ახლაც ისევ ისე ბაქიობდა, ”მე წარმოვადგენ ამ ნახატის უთვალსაჩინოეს, უკეთილშობილეს, ულამაზეს შტრიხს. ლატენტური მიმზიდველობითა და ყოვლისმწველი ტემპერამენტით” - ამბობდა თეთრი. რა აქვს საამაყო მაინც ვერ ვხვდები. არა… თეთრის გამოსწორება არ იქნება. მე, არ ვიცი რას ვერჩი თეთრს. უბრალოდ ავიღე ფურცელი და ისიც სულ თეთრი იყო, ვცადე რამე დამეწერა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ძვრა ვერ ვუყავი კალამს. წარმოიდგინეთ ამხელა ფურცელი და ისიც თეთრი. მანაც ისე მწარედ დამცინა… სულ თავიდან ბოლომდე ავაჭრელე შავი შტრიხებით. ახლა აღარც ეს ფურცელია თეთრი და მეც მისი ნამდვილი ბუნება გამოვამზეურე. ბოლოს კი დავსძენ, დიახაც დავსძენ (მაინც თეთრის გავლენის ქვეშ ვარ), რომ სამყარო ჩემთვის მთლიანად მწვანეა და მეც სიგიჟემდე მიყვარს მწვანე ადამიანები.
P.S მეწერინებოდა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობ :) საერთოდ ფერი... ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ... :) თეთრზეც დაგეთანხმები, მაგრამ ძალიან არასტაბილური ფერია :) ხან ისეა, ხან ასე :)
მადლობ :) საერთოდ ფერი... ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ... :) თეთრზეც დაგეთანხმები, მაგრამ ძალიან არასტაბილური ფერია :) ხან ისეა, ხან ასე :)
13. მე კი მგონია, რომ თეთრი დაუმთავრებელი კი არა , რაღაც ძალიან მაღალია, ხელშეუხებელი, წმინდა... ნაწერი მომეწონა და ეს ავტორიც მომწონს მე ... მე კი მგონია, რომ თეთრი დაუმთავრებელი კი არა , რაღაც ძალიან მაღალია, ხელშეუხებელი, წმინდა... ნაწერი მომეწონა და ეს ავტორიც მომწონს მე ...
11. საინტერესოა ნმადვილად.... მომეწონა და რავიცი.. :) საინტერესოა ნმადვილად.... მომეწონა და რავიცი.. :)
10. რატო ვან გოგი და ”pink floyd”_ი მარტო 14 წლის გოგოებს უყვართ ? :d :D :D გოგო საიდანღა მოიტანე :P რატო ვან გოგი და ”pink floyd”_ი მარტო 14 წლის გოგოებს უყვართ ? :d :D :D გოგო საიდანღა მოიტანე :P
9. 14 წლის გოგონას ნაწერს გავს. 14 წლის გოგონას ნაწერს გავს.
8. ხო მაშინ სიმწვანის დეფიციტი იყო :) :D მადლობა ყველას :) ისე თეთრს დიდად არაფერს ვერჩი უბრალოდ მაშინ მომეჩვენა, რომ დამცინოდა. ხო მაშინ სიმწვანის დეფიციტი იყო :) :D მადლობა ყველას :) ისე თეთრს დიდად არაფერს ვერჩი უბრალოდ მაშინ მომეჩვენა, რომ დამცინოდა.
6. თეთრი და შავი... თუ ფერზე შეიძლება ითქვას სრულყოფილიაო _ სწორედ ასეთი ფერებია. არცერთი მათგანი არ საჭიროებს განმარტებას "ღია" ან "მუქი"... მწვანე კი სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოა და იშვიათად ვინმეს არ უყვარდეს... ის ვინმე კი შავ-თეთრ ფილოსოფიას უნდა იყოს ძალიან ღრმად ჩამწვდარი... პირადად მე მიყვარს მწვანე :) ეს ნოველაც მომეწონა და გულწრფელად გაკვირვებული დავრჩი რომ ავატარში ერთი მწვანე ლაქაც კი არ არის :) იცის ალბათ ავტორმა რატომაც :) თეთრი და შავი... თუ ფერზე შეიძლება ითქვას სრულყოფილიაო _ სწორედ ასეთი ფერებია. არცერთი მათგანი არ საჭიროებს განმარტებას "ღია" ან "მუქი"... მწვანე კი სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოა და იშვიათად ვინმეს არ უყვარდეს... ის ვინმე კი შავ-თეთრ ფილოსოფიას უნდა იყოს ძალიან ღრმად ჩამწვდარი... პირადად მე მიყვარს მწვანე :) ეს ნოველაც მომეწონა და გულწრფელად გაკვირვებული დავრჩი რომ ავატარში ერთი მწვანე ლაქაც კი არ არის :) იცის ალბათ ავტორმა რატომაც :)
5. საინტერესოა. თეთრი უფრო სპეტაკი მიყვარს მე, ან კრაველა! 5 :) საინტერესოა. თეთრი უფრო სპეტაკი მიყვარს მე, ან კრაველა! 5 :)
4. ვაჰ...მომწონს მე ეს... ვაჰ...მომწონს მე ეს...
3. სამყარო ჩემთვის მთლიანად მწვანეა და მეც სიგიჟემდე მიყვარს მწვანე ადამიანები. ;;) ჩემთვისაც ეგრეა. 555555 სამყარო ჩემთვის მთლიანად მწვანეა და მეც სიგიჟემდე მიყვარს მწვანე ადამიანები. ;;) ჩემთვისაც ეგრეა. 555555
2. wish you .. :D wish you .. :D
1. მეწერინებოდა :) მეწერინებოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|