გაუღე კარი ღამეს და როცა წყვდიადი ზღურბლზე შემოდგება, შენც შედექი აქეთიდან იმ კარის ზღურბლზე და თბილი მკერდი მიაბჯინე ბნელეთის ცივ მკერდს... მერე გადადგი ნაბიჯი იქით და ღამის ფსკერზე დაფენილი თოვლის შრიალით ამოივსე ყურის ხვრელები... თოვლს ჯერ შეაკრთობს შენი ფეხისგულების სითბო, მერე თანდათან მიეჩვევა, რადგან თანდათან შენც გაცივდები ღამესავით, გარს რომ გაკრავს და თოვლის ფიფქი მხოლოდ სიმძიმით გამოგარჩევს, გამოგიცნობს იმ ღამისაგან... გაჯახუბნდება ზურგს უკან კარი და კარიც და მისი ხმაურიც შეერევა წყვდიადს და დუმილს და ამაოდღა დასტანჯავ გულს ნათელ სითბოში დაბრუნების მცირე იმედით... ყველაფერი მირაჟი იყო, სითბო და შუქი არასოდეს არ არსებულა; ანდა თუნდაც ყოფილიყო, ხომ არაფერი აღარ არის და ამას რა მნიშვნელობა აქვს... მიდი, იარე... ვის რას უხსნი, ვის რას უმტკიცებ? არარაობას შენს რაობას როგორ აუხსნი... გარდაისახე შენც იმავე არარაობად და მოისვენე... ნუ შფოთავ და ნუ გეშინია: ნებით ჩაყოლა სჯობს ყოველთვის გარდუვალისკენ.
მიდი, იარე... სიბნელეში შენც სიბნელე ხარ, და არავინ იცის არსებობა შენი შენს გარდა; არც ის, რომ დახვალ, არც ის, რომ დგახარ, არც ის, რომ ფიქრობ; არავინ იცის.
ამ ღამეში ნახშირდება შენი სიცოცხლე და სიყვარული, უჰაეროდ იწვის როგორც გიგანტური გვიმრა მიწაში; ამოთხრიან მას მილიარდი წლების შემდგომ და გაითბობენ ხელისგულებს, მისით გამთბარი ცენტრალური გათბობის მილზე ზამთრის ღამიდან ოთახში დაბრუნებული შეყვარებულნი, გარეთ იქნება ღამე შავი შენი ლექსივით, რომელიც იწვის და იძლევა სითბოს და ნათელს.
ნუ სწყევლი ქარს და ყიამათ ღამეს, და ნურც აზრს ეძებ სიტყვათ ქოსში, აზრი აქვს კივილს, აზრი აქვს ღიმილს, ცრემლსაც აზრი აქვს... სიტყვას აზრი არ გააჩნია... დაიკივლე და წყვდიადში დატოვე შენი კივილის ექო, რომელიც ერთხანს იხეტიალებს გზადაბნეული, როგორც ყველა ადამიანი, და არსებობას დაამთავრებს უაზროდ, სადმე ცივი კლდის ქიმზე...
არასოდეს არ თქვა "მიყვარხარ", რადგან არ იცი, შენ ვინა ხარ, არც ის იცი, რაა (ან ვინ), "მიყვარხარო" რომ ეუბნები... და თან ხომ გითხრეს, "სიტყვებს აზრი არ გააჩნიათ", არაფერიც არ თქვა არასდროს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არასოდეს არ თქვა "მიყვარხარ", რადგან არ იცი, შენ ვინა ხარ, არც ის იცი, რაა (ან ვინ), "მიყვარხარო" რომ ეუბნები... და თან ხომ გითხრეს, "სიტყვებს აზრი არ გააჩნიათ", არაფერიც არ თქვა არასდროს...
... არასოდეს არ თქვა "მიყვარხარ", რადგან არ იცი, შენ ვინა ხარ, არც ის იცი, რაა (ან ვინ), "მიყვარხარო" რომ ეუბნები... და თან ხომ გითხრეს, "სიტყვებს აზრი არ გააჩნიათ", არაფერიც არ თქვა არასდროს...
...
6. დიდება ომარს დიდება ომარს
5. როგორი ლაკონური და ზუსტი! როგორი ლაკონური და ზუსტი!
4. ძალიან ლამაზია და გამართული----------სიტყვას აქვს აზრი და ყველაზე დიდი დატვირთვაც. 5 ძალიან ლამაზია და გამართული----------სიტყვას აქვს აზრი და ყველაზე დიდი დატვირთვაც. 5
3. არასოდეს არ თქვა "მიყვარხარ", რადგან არ იცი, შენ ვინა ხარ, არც ის იცი, რაა (ან ვინ), "მიყვარხარო" რომ ეუბნები... და თან ხომ გითხრეს, "სიტყვებს აზრი არ გააჩნიათ", არაფერიც არ თქვა არასდროს... მართლა მაგარია მომეწონე კარგად წერ :) არასოდეს არ თქვა "მიყვარხარ", რადგან არ იცი, შენ ვინა ხარ, არც ის იცი, რაა (ან ვინ), "მიყვარხარო" რომ ეუბნები... და თან ხომ გითხრეს, "სიტყვებს აზრი არ გააჩნიათ", არაფერიც არ თქვა არასდროს... მართლა მაგარია მომეწონე კარგად წერ :)
1. "ყველაფერი მირაჟი იყო, სითბო და შუქი არასოდეს არ არსებულა; ანდა თუნდაც ყოფილიყო, ხომ არაფერი აღარ არის და ამას რა მნიშვნელობა აქვს... მიდი, იარე... ვის რას უხსნი, ვის რას უმტკიცებ? არარაობას შენს რაობას როგორ აუხსნი... გარდაისახე შენც იმავე არარაობად და მოისვენე... ნუ შფოთავ და ნუ გეშინია: ნებით ჩაყოლა სჯობს ყოველთვის გარდუვალისკენ".
წიგნიდან "ცოდვები და გვირილები". "ყველაფერი მირაჟი იყო, სითბო და შუქი არასოდეს არ არსებულა; ანდა თუნდაც ყოფილიყო, ხომ არაფერი აღარ არის და ამას რა მნიშვნელობა აქვს... მიდი, იარე... ვის რას უხსნი, ვის რას უმტკიცებ? არარაობას შენს რაობას როგორ აუხსნი... გარდაისახე შენც იმავე არარაობად და მოისვენე... ნუ შფოთავ და ნუ გეშინია: ნებით ჩაყოლა სჯობს ყოველთვის გარდუვალისკენ".
წიგნიდან "ცოდვები და გვირილები".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|