ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 იანვარი, 2010


კონფერენცია ლონდონში – - – ომის გარშემო "მშრალი" საუბრები,,

-
--
---

ბახაირასტი, ხუბასტი, ჯონი ჯურას, ცინგეე,,  (მისალმების სხვადასხვა სიტყვები ავღანურ ენაზე)

როდესაც ორი ავღანელი ერთმანეთს შეხვდება, ისინი მისალმების რიტუალს ასრულებენ,  დაახლოებით 5-6 სხვადასხვა მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს, სახეზე ღიმილი აქვთ აღბეჭდილი, მისალმების პროცესში მარჯვენა ხელს გულზე იდებენ, ოდნავ წინ იხრებიან,  ეს მოქმედება არის ნიშანი პატივისცემისა და სიხარულისა, გამოხატული მოსაუბრის მისამართით,  -

ავღანეთი – “ცხელი” ტერიტორია,

ავღანელები გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით, უფროს-უმცროსობის პატივისცემით, ლუკმა პურის მეზობლისთვის გაყოფით, მტკიცე ხასიათით/სიჯიუტე. ეს ბოლო თვისება ერისა, ალბათ ყველაზე გამოსაყოფილა როდესაც ქვეყანაზე – ავღანეთი, ვსაუბრობთ. (ყოველ შემთხვევაში, რომელ ავღანელთანაც მქონია ურთიერთობა, მეტ-ნაკლებად ასეთი თვისებებით ხასიათდებიან).

საბჭოთა ოკუპაცია ქვეყნისა კარგად არის ცნობილი. სტატისტიკური მონაცემები არ არის ზუსტი, თუმცა დაახლოებით ერთი მილიონი ავღანელი შეეწირა საბჭოთა არმიის შეჭრას/მათ საომარ მოქმედებებს ავღანეთში. საქართველო იყო წევრი საბჭოთა კავშირისა და ჩვენი ქვეყნიდანაც იყვნენ ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე. რაღა თქმა უნდა, მათ უფრო კარგად შეუძლიათ გადმოსცენ თუ რა სახის პოლიტიკა ვითარდებოდა ავღანეთის მიწაზე, საბჭოების მიერ განვითარებული, როდესაც სოფლები აღიგვებოდა პირისაგან მიწისა.

მიზეზი?,, საინტერესო კითხვაა,

დღეს ხუთშაბათია, კვირის შუა დღე, არაფრით გამორჩეული. ავღანეთის მომავლისთვის კი, შეიძლება დღეს იწყება რაღაც “ახალი”, რაღაც ხელმოსაჭიდი.

დღეს, ავღანეთის ქვეყნის ლიდერები და სამოცამდე სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ავღანეთის ბედზე, რომელსაც მშვიდობა არ უნახია მრავალი ათეული წლები.  დღეს ისაუბრებენ ავღანეთის უსაფრთხოების სისტემაზე და მმართვის სტილის დახვეწაზე და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების როლზე,  აღნიშნული მცდელობების რეალობაში გატარებას.

ახალი სტრატეგიის ძირითადი მიზანი არის – ინტეგრაცია,,
თალიბანის არამმართველი/დაბალი შრის წარმომადგენლებისთვის შეთავაზება დაბრუნდნენ ჩვეულებრივ საზოგადოებაში. ახალი გეგმის შედეგად, ავღანეთის მთავრობა დაეხმარება თალიბანის წევრებს დაუბრუნდნენ ოჯახებს, მიიღონ სამსახურები, გაიარონ სპეციალური ტრეინინგები ხელობის სასწავლად და ფინანსური დახმარებაც კი გაუწიონ თალიბანის ჯარისკაცებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ახალი ცხოვრების დაწყებისა. ერთი სიტყვას თუ გამოვიენებთ ამ მოვლენის აღწერისთვის მივიღებთ შემდეგს :

“თალიბანის მებრძოლების რეაბილიტაცია”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – კონფერენციის ორგანიზატორი.

ავღანეთიდან ერაყში რომ გადავინაცვლოთ, მოვიყვანდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფლი მრჩეველი-იურისტის სიტყვას: რომ “ბრიტანეთის მთავრობამ, იგნორირება გაუკეთა მის გაფრთხილებას, რომ ერაყში შეჭრა ლეგალური თვალსაზრისით არაკანონიერი ქმედება იყო”.

მეორე ადამიანი, რომელიც სამთავრობო სტრუქტურის იურისტი იყო, და რომელიც პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის ჯარების ერაყში შეჭრის შედეგად, განაცხადა: “ ყველა იურისტი საგარეო სამინისტროში იზიარებდნენ აზრს, რომ ბრიტანეთის ერაყში შეჭრა ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კანონებს”. 

მაიკლ ვუდსი, რომელიც 2003 წლის ერაყში შეჭრის დროს, წარმოადგენდა მთავარ იურისტ-მრჩევენს განაცხადა, რომ “ მე მწამდა, რომ ძალის გამოყენება ერაყის წინააღმდეგ, არ იყო ავტორიზებული გაეროს უსაფრთხოების კომისიის მიერ; მე ვთვლი, რომ 2003 წლის მარტში განხორციელებული ერაყში შეჭრა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს”. ვუდმა ასევე განაცხადა, რომ “ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტრომ, ყურადღება არ მიაქცია მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და შენიშვნებს”. ვუდსი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა მას, რომ “ იგი იყო გადაჭარბებულად დოგმატური და რომ საერთაშორისო კანონები იყო ბუნდოვანი და რომ იგი არ იყო მიჩვენული მრჩევლებისაგან ასეთი მტკიცე მოსაზრებები გაზიარებას”.


ვუდსის ყოფილი მოადგილე, ელიზაბეტ ვილმსჰარტი ასევე გადადგა თანამდებობიდან ბრიტანეთის მიერ ერაყში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილების გასაპროტესებლად.

--

ავღანეთში დავბრუნდეთ. (რა ადვილია მოგზაურობა ერაყიდან ავღანეთში, არა? )

თალიბანი – ორგანიზაცია, მოძრაობა რომელიც რადიკალური მიდგომით გამოირჩევა, დანდობა აღნიშნულ ორგანიზაციას ნაკლებად ახასიათებს; მას შემდეგ რაც საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ქვეყანა, ავაღანეთში “თავისუფლებამ” დაისადგურა, დაიწყო ახალი ერა შიდა დაპირისპირებისა, სამწლიანი სამოქალაქო ომი, თალიბანის მოსვლა ხელისუფლებაში 1996 წელს. თუმცა, მართვის სტილის შესახებ დიდი დაპირისპირება იყო გამართული ავღანეთის შიგნით. ამ დაპირისპირებას  შეეწინა ავღანეთის ეროვნული გმირი - მასუდი (მეტსახელად “პანჯშირელი ლომი”). ეს ის მასუდია, რომელიც მოჯაჰედინების ლიდერს წარმოადგენდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. მას მძლავრი განათლება ქონდა მიღებული, საუბრობდა ფრანგულად, არაბულად, ინგლისურად, ჰინდის, პაშტუ ენებზე. მისი ქვეყნის განვითარების სტრატეგია დაფუძნებული იყო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარებაზე, ვაჭრობის განვითარებაზე. საინტერსოა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა ტრაგიკული მოვლენა. 2001 წელს მასუდი მოკლული იქნა თალიბანის წევრების მიერ. 

2001 წლის 9/11-ის შემდეგ, როდესაც ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრებზე მოხდა თავდასხმა, რომელიც ალ-ქაიდას წევრები ახორციელებდნენ. ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში შეჭრისა, სადაც ალ-ქაიდას ბაზებზე ტერირისტები იწვრთნებოდნენ.

ავღანეთის ომი, არის ნაწილი "გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ომისა" რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები.

დღეს, 2010 წელია, ამერიკა დღესაც მოქმედებს ავღანეთის “ცხელ” მიწაზე. ოღონდ 30 000 –ით მეტი ჯარისკაცით მეტი ვიდრე გასულ წელს. ცხრა წელია ომი მძინვარებს.  ნატოს/კოალიციურ ჯარებს, საქართველოს ჯარისკაცებიც შეუერთდებიან.

მიზანი ამერიკის/კოალიციური ჯარების ავღანეთის ტერიტორიაზე ყოფნისა?

--

პაკისტანი, რომელიც დღეს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრება (თუმცა, ამერიკის ჯარები არ არის განლაგებული პაკისტანში), შიშობს ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში,  ტერორისტული აქტების მომრავლება იწვევს პაკისტანელების სიცოცხლის შეწირვას, შემდეგ, ამერიკის მასაც არ სჯერა ბოლომდე. ბარაკ ომამამ პაკისტანს უწოდა "ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ავღანეთში ომის წარმოების", ამერიკის სტრატეგიის განხორციელებისთვის. პაკისტანი კი ამერიკას ინდოეთთან ურთიერთობისთვის უფრთხის. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ხომ მრავალწლიანი დაძაბულობა და შეტაკებები ფიქსირდება. ასევე ივარაუდება, რომ პაკისტანსა და ამერიკას შორის შეიძლება წინააღმდეგობები შეიქმნას ბრიტანეთში გამართულ კონფერენციაზე.

გასულ კვირას, პაკისტანს ამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი სტუმრობდა. მან, ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ
“შეერთებული შტატები პატივს სცემს პაკისტანის სუვერენიტეტს, ნანობს პაკისთანტან არამტკიცე ურთიერთობას ავღანურ-საბჭოთა ომის დროს და არ აქვთ განზრახული პაკისტანში ამერიკული ბაზების გახსნა, ასევე არ აქვთ მიზნად პაკისტანის ატომური განვითარების ზედამხედველობას”.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამერიკას პაკისტანი სჭირდება იმისათვის რომ ლოჯისტიკური მიმართულებებით აწარმოოს მოქმედებები ავღანეთთან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც ავღანეთში სულ მალე 100 000 – ზე მეტი ჯარისკაცი თუ სამოქალაქო პირი იქნება, რომელიც ამერიკის მიერ წარმოებულ საქმიანობაში იღებს მონაწილეობას. მათ სჭირდებათ კვება, დღეში მრავალი ათეულ ათასი საინი ჯარისკაცებისთის; მათ სჭირდებათ მრავალი მანქანის ნაწილი, რომელიც მრავალ ათასი მანქანის მომსახურებას სჭირდება; მათ სჭირდებათ მრავალი ათეულ ათასი ნაწილი, რომელიც კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობისთვისაა საჭირო, (მით უმეტესი, ავღანეთის სამხრეთ რეგიონში, სადაც მაისი – სექტემბრის თვეში ტემპერატურე +50 გრადუსამდე აღწევს), ეს ყველა ლოჯისტიკური ქმედება ხორციელდება პაკისტანის საშუალებით, განსაკუთრებით ქალაქ ყარაჩის პორტია აქტიური, როდესაც საზღვაო გზით (ყველაზე იაფი გზა) მოედინება ათი ათასობით დიდი კონტეინერები ყოველწლიურად ავღანეთისკენ.

რობერტ გეიტსმა, ეროვნულ თავდაცვის ინსტიტუტში  რომელიც ისლამაბაში მდებარეობს, გამოსვლისას აღნიშნა, რომ “ ამერიკამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, პაკისტანის მიტოვებით გასულ წლებში, და ახლა სურთ ამერიკელებს ამ შეცდომის გამოსწორება, აღადგინონ ურთიერთობა ახალი მიმართულებებით”. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დატოვეს დარბაზი, დამსწრე საზოგადოებამ, რომელის უმეტესობა პაკისტანელები შეადგენდნენ, “მძიმე კითხვები” დაუსვა გეიტს. მათ შორის, ერთ ერთი იყო “ ამერიკა ჩვენთან არის თუ ჩვენს წინააღმდეგ? “. 

გეიტსმა ასევე შესთავაზა პაკისტანს, რომ ამერიკა პაკისტანს მიაწვდიდა უპილოტო თვითმფრინავებს, რომელიც სადაზვერვო ოპერაციებს აწარმოებს.

“ბევრი ადამიანი პაკისტანში გრძნობენ, რომ პაკისტანი და ამერიკა ვერ გახდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომ ეს ურთიერთობა არის ქორწინება გამორჩენის მიზნით. ისინი წვანან ერთ საწოლში, თუმცა მათ თავში სხვადასხვა ოცნებები უტრიალებთ” – განაცხადა რიფატ ჰუსაინმა, ქუად ალ აზამის უნივერსიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებების პროფესორმა.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და მისი კაბინეტი,  რომელსაც ადანაშაულებენ კორუფციის ღრმა ფესვების ქონაში, და რომელიც ქვეყანას ჭაობში ითრევს,  მეორედ არის არჩეული ავღანეთის პრეზიდენტის პოსტზე, მას შემდეგ რაც ყველაზე პოპულარული კანდიდატი ავღანეთში აბდულა აბდულა საკუთარი ნებით გამოეთიშა არჩევნების მეორე ტურს. პირველ ტურში უამრავი დარღვევები /გაყალბების ფაქტები დაფიქსირდა და ძალით გაამარჯვებინებს ჰამიდ კარზაის. საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, კარზაის მეტი გზა არ დარჩენოდა დასთანხმებოდა მეორე ტურის მოწყობაზე, თუმცა აქ უკვე აბდულა აბდულამ განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მისი აზრით, საარჩევნო კომისიები კარზაის მომხრეებით იყო დაკომპლექტებული და რომ, მისი აზრი არ იქნა გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.


დღეს იწყება კონფერენცია.

ავღანეთში 34 პროვინციაა, თითქმის ყველა რეგიონში ფიქსირდება დაძაბულობა და საომარი მოქმედებები.


-


მოდით, წარმოვიდგინოთ რომ გამოცხადებულია აუქციონი. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია ერთი რამ – მშვიდობა.

როგორ ფიქრობთ, რა ეღირება იგი ?

მშვიდობის ფასი,,, ???,!!!!!!


--

იმედია, ავღანეთის “ცხელი” მიწა,  ოდესმე განელდება.



მშვიდობიანი დღე ,,


საუკეთესო სურვილებით,
მაჰათმა განდი.
არწივი.



პი.ეს.
წერილში გამოყენებული ციტატები (ბრჭყალებში მოცემული) გამოყენებულია შემდეგი წყაროებიდან:
“McClatchy Newspapers“, “The Washington Post” და “ The Associated Press“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები