ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი-ნათი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2010


ვაი-რეალობა

ცამ დაიხურა რუხი პანამა,
“ჟუჟუნა წვიმამ” მინდორი დანამა.

სევდას დაეფინა გულზე მაგნოლია,
დრონი შეიცვალნენ?
რაღაც არ მგონია.

იმედის კარიბჭის დაჟანგდა ურდული,
სისხლით მოხატული ტრიალებს შურდული.

ჟამია ქურდული, ღრმავდება უფსკრული...
საათზე ისრები დადიან ძუნძულით.

წამები აწყობენ წუთების კუბიკებს,
თითები ქსაქსავენ რითმებში ტუპიკებს.

ბნელ ქუჩის კუთხეში რაღაც ხმაურია:
სიკვდილს მიაბარეს “ძველებმა” მურია.

სირცხვილით მობუზულ მათხოვარ ბებოს
ძარცვავენ სვავები, ყნოსავენ წებოს.

თვის დედის გინება თითქოს ჟარგონია,
ხვალ კი რეალობად იქცევა მგონია...

მამა ვერ ახერხებს შვილის გამოკვებას,
დედას კი გამოხდის კაბის დამოკლება.

დღეს უკვე ეშმაკებს უკლავენ საკურთხებს.
ბრბო თავის დასალევ ჭიქაში აფურთხებს...

როდის დასრულდება ხალხის აგონია?
რამე შეიცვლება?
რაღაც არ მგონია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები