 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2010 |
კი არ აიტანა, რომ იტყვიან, ძლივს აათრია ქოთანი ტროლეიბუსში. ახალგაზრდა კაცმა თავაზიანად დაუთმო ადგილი. გოგონამ ოდნავ გაუღიმა მადლობის ნიშნად და დაჯდა. ქოთანი უზარმაზარი იყო, გოგონა დაღლილი, ტროლეიბუსი - ძველი. - უკაცრავად, სად იყიდეთ? - არ მიყიდია - გაჩუქეს?! -“ნეტავ თავს დამანებებდე! ...” არა, მე თვითონ გავაკეთე. - ლამაზია! - ამბობს ახალგაზრდა კაცი და ქოთანს ათვალიერებს. გოგონამ არ უპასუხა. ტროლეიბუსის ფანჯრიდან უყურებდა ქალაქის ნაცრისფერ ქუჩას. “ტვინი გაგეყინება. ყველაფერი ნაცრისფერია... ნაცრისფერი და ულაზათო...” გოგონა მიხვდა, კაცი ისევ მას ელაპარეკებოდა ქოთანზე... “Qქოთანი - გაცნობის ერთადერთი შანსი”... ფიქრში სათაური მოუძებნა კაცისა და თავის “ურთიერთობას”. ”ეს მაკლდა ახლა!”.. ტროლეიბუსი გაჩერდა. - უკაცრავად, ჩავდივარ! - ვიღაც მიეხმარა ქოთნის ჩატანაში. ამოისუნთქა. “რატომ ჩამოვედი აქ?!” ქოთანი დადგა. - სად იყიდეთ? - ეკითხება ქალი. - მე თვითონ გავაკეთე - პასუხობს და ქოთანს იღებს - “ნეტავ ტროლეიბუსის ფული თუ გადავიხადე?! чёрт с ним!”.. - სად იყიდეთ ქოთანი? - ეკითხება ისევ ვიღაც - რა ლამაზია! - მე თვითონ გავაკეთე! - ააა, მე “ფირმა” მეგონა - ტუჩი აიბზუა იმ ვიღაცამ. ძლივს მიჰყვებოდა ტროტუარს. “მძიმეა!” - გოგონა! გოგონა! - ეძახის გზის მეორე მხრიდან ვიღაც - სად იყიდეთ ქოთანი?! არც გაუხედია “ნეტავ ვინმე ნაცნობი გამოჩნდეს!”. ფეხსაცმელში კენჭი ჩაუვარდა. ქოთანი დადგა. ფეხსაცმელი წაიძრო. კენჭი გადმოაგდო. ხელებს ვეღარ ამოძრავებდა. ცოტახანს იდგა. დაისვენა. ვიღაცამ გვერდით ჩაუარა, მერე ისევ მობრუნდა : - ქოთანი იყიდეთ? - ეკითხება. - არა, ძველი ბინიდან მიმაქვს ახალ ბინაში - უღიმის. - მერე, მანქანით ვერ წაიღეთ ?! - უკვირს გამვლელს. - მანქანა გამიფუჭდა - ისევ უღიმის - “მხოლოდ... საკერავი მანქანა...” დაასრულა დიალოგი ფიქრში. ძლივს მიდის სიცხისა და დაღლილობისაგან. “ როგორც იქნა ! “ მიაღწია სახლამდე. ქოთანი ისევ დადგა, “ დავისვენოთ ცოტა ხნით !” ქალი და ბავშვი მოდიოდნენ მისკენ ... - ქალბატონო , ეს ქოთანი არ მიყიდია , მე თვითონ გავაკეთე , თიხაა !!! - ყვიროდა , სახეზე წითელი ფერი ედო. ქალი მოულოდნელობისაგან გაშეშდა. - კისერიც გიტეხია! ვის აინტერესებს შენი ქოთანი?! “მადლობა ღმერთს!” ქოთანი ისევ აიღო ხელში და გზა გააგრძელა. სახლი თანდათან უახლოვდებოდა.
კაცი ან ძალიან დიდი იყო , ან გოგონასთან შედარებით ჩანდა ამხელა. ცხელოდა. ყოფილ სკვერში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ყველაფერი მტვრიანი იყო და გადახრიოკებული. - ხომ ხედავ, როგორ დაიღალე, ყველაფერს თავი დაანებე ცოტა ხნით. გოგონა მიწას დასჩერებოდა. - ხედავ?! სიცხისაგან ბალახი გახმა... ტყუილად დაკარგე ამდენი დრო. დაღლილობის მეტი არაფერი შეგრჩა. - ახლა კარგი იქნებოდა მთაში – ყვითელ ბალახს ჭიჭკნიდა თითებით. - გინდა წავიდეთ ?! – ერთი დღით გასვლა ერთ თვეს გეყოფა. - “ როგორ დავიღალე უშენოდ ! ...” არა მგონია, მოვახერხო, საქმე მაქვს. - საქმეები გადადე, მოკვდები - არ შეიძლება. გადავდებ და ვეღარ გავაკეთებ - შენი ნებაა – კაცს ოდნავ ნაწყენი კილო ჰქონდა – სოფი, მე მგონი, DDშენ თვითონ არ იცი, რა გინდა. - მე მინდა ფორტეპიანოზე ვუკრავდე ათივე თითით... მაგრამ ვინაიდან ჩემგან ვირტუოზი შემსრულებელი არ დადგება, კლავიატურას ცხოვრებაში ვერ შევეხები, არა და... ძალიან მინდა. ბავშვებს ბურთი აუზში გადაუვარდათ და ჭუჭყიან წყალში ტყაპა -ტყუპით გადაყვნენ ბურთს სოფიკომ ისევ რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ გადაიფიქრა. - რაღაცის თქმა გინდოდა. - სხვა დროს გეტყვი - ახლა მითხარი. - რა ცნობისმოყვარე ხარ ,- გაეღიმა სოფიკოს. კაცი აწრიალდა. - ცნობისმოყვარეობა რა შუაშია! - კარგი, ნუ ბრაზდები. უბრალოდ, იმის თქმას ვაპირებდი, კარგია ასეთი რომ ხარ. - როგორი ასეთი? - აი ასეთი, როგორიც ხარ... და საერთოდ... რომ ხარ! - შენ როგორი ხარ? - მე?!! ჩემგან არასოდეს არ დადგება მუსიკოსი... ვურტუოზული შესრულება ღმერთის საჩუქარია ... მე ... მე გამწირეს .. ბავშვებს ბურთი გამოუგორდათ, კაცმა მსუბუქად დაჰკრა ფეხი და უკან დაუბრუნა... - ნიკა, თუ შეიძლება გამაცილეთ სახლში - სოფიკო მერხიდან ადგა...
ზურგს უკან დარჩა სკვერი, ბავშვები და ბურთი. - ვინმე ხომ არ გამოჩენილა ? - ვინ “ ვინმე “ ?! - რა ვიცი, აფორიაქებული ხარ და ვიფიქრე ვინმემ ხომ არ გაგაღიზიანა. - “ ვინმე !”... ერთი შენც ... რა მნიშვნელობა აქვს ! - - სოფიკოს უკვე მშვიდი ხმა ჰქონდა. - სულ მინდოდა მეკითხა, როგორ არის შენი ქოთნების საქმე ? - მე მგონი, ეგ ერთადერთი საქმეა ცოტა კარგად. - ეგეც კარგია, ცოტა კარგად რომ არის. “ რა უნდა ვითომ, ნეტავ რას თამაშობს ?! ”... უკვე ბინდდებოდა. “ ქალი ქალია! “...
სოფიკო ფანჯარასთან იჯდა და ეზოს უყურებდა. ეზო ზემოდან ხელისგულისოდენა ჩანდა. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. - სოფიკო, ყავა გექნება. ამ ქარში მაღაზიაში გასვლა არ მინდა. - კი, მაქვს - მეზობელ ქალს სამზარეულოში შეუძღვა. საფქვავში ყავა ჩაყარა. - მომეცი, მე დავფქვავ. ტელეფონი აწკრიალდა. სოფიკომ საფქვავი მისცა. - გისმენთ ! მეზობელმა ქალმა ყურადღება დაძაბა. - ააა, მაიკო, შენა ხარ ?! ... - მართლა ?! ... - სკოლაში რა არის ახალი ? ... - ჩემს მაგივრად მიულოცე. ... - მაიკო, ახლა სტუმარი მყავს და ნერე დარეკე, კარგი ? დიდ ბოდიშს გიხდი, ყავას ვსვამთ. ... - კი, ქოთანი მოვიტანე. ... - არა უშავს, კარგი გამოვიდა, მე მომწონს. ... - კარგი, კარგად იყავი. ყურმილი დადო. სამზარეულოში შებრუნდა. მეზობელმა ქალმა ყავის დაფქვა გააგრძელა. - ვინ იყო ?! - ერთი პატარა გოგოა,, თერთმეტი წლის. - ახლობლის ბავშვია ?! - არა, პირველად შემთხვევით დარეკა, მერე კი ერთიმეორე მოგვეწონა და ახლა მირეკავსხოლმე. ლექსებს წერს. ჩემს მასწავლებელს ხვალ დაბადების დღე აქვსო. - არ იცნობ ?! - პირადად არა. “Дура, არ იცნობს და ელაპარაკება ვიღაცის ბავშვს... “ სოფიკომ ყავა მოადუღა. მეზობელი ჩიოდა, “ უცბად ამოვარდა ქარი “-ო. “ რატომ ვუთხარი მერე დამირეკემეთქი, იქნებ კიდევ რაიმეს თქმა უნდოდა...” მეზობელი ყავას სვამდა და თან უამბობდა, როგორ მიუვარდა მეორე მეზობელს საყვარლის ცოლი. “ აი, თურმე რატომ ვერ გავიდა “ამ ქარში” მაღაზიაში ყავის საყიდლად...” ყავის ჭიქები გარეცხა. ნელიმ, ასე ერქვა მეზობელს, დაწვრილებით უამბო რა სიტყვებით ლანძღეს ერთიმეორე მეორე მეზობელმა და მისი საყვარლის ცოლმა. “ ნიძლავს დავდებ, ამას სახლში თუ არ ჰქონდეს ყავა !..” ნელიმ ამ ამბის თხრობა დაამთავრა და გადავიდა მეორე “საკითხზე “, რა “ გაჭირვებით “ გააკეთა მიშენება, რა “ გაჭირვებით“ დააგო მუხის პარკეტი, “ მადლობა ღმერთს, რომ ახლა ყველაფერი იშოვება, მაგრამ ყველაფერი ძვირია, ძალინ ძვირი...” თხრობა დაამთავრა. - ყავისთვის მადლობა, სოფი, წავალ ახლა . სოფიკომ კარამდე მიაცილა. ნელიმ გასვლისას აათვალიერა. - როგორ შეგიძლია სახლშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ?! სოფიკომ ფეხსაცმელზე დაიხედა. - რა ვიცი, შევეჩვიე, დაბალქუსლიანზე ვერ დავდივარ. “ ჩემი Fფეხსაცმელი ეზოს “ საბჭოს” ახალი “ განსახილველი თემა“ გახდება ...” - მაგან, გენაცვალე, ვენების გაგანიერება არ გამოიწვიოს - ნელი კიბეებზე ჩადიოდა. სოფიკომ კარი მიხურა. “ მაღალსართულიანი შენობების პროექტი უზნეო არქიტექტორის შექმნილია “ გააკეთა დასკვნა. ოთახში შევიდა. იატაკზე თიხის უზარმაზარი ქოთანი იდო. სოფიკოს ფიქრშიც ეშინოდა, ეუხერხულებოდა იმის აღიარება, რომ ეს ქოთანი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდოდა. ბევრი იწვალა, მაგრამ გააკეთა, თხელკედლიანი, თიხითვე მოხატული თეთრი ქოთანი. Eეშინოდა, ასეთი თხელი კედელი გამოწვას ვერ გაუძლებსო... გაუძლო... კარზე ისევ დააკაკუნა ვიღაცამ. “ ნელის ალბათ, რაღაც დაავიწყდა...” კარი გააღო. კართან თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ბიჭი იდგა. - გოგა ! - გაუხარდა მეზობელი ბავშვის დანახვა - შემოდი, შემოდი! - დისკი დაგიბრუნე. - მაგიდაზე დადე. “ჰენდელი!” - ეს ის ქოთანია ?! - კი, მოგწონს ? - ძალიან. აუჰ, რამხელაა ! სოფიკოდ გაუხარდა გოგას რომ ქოთანი მოეწონა. - არდადაგების დროს გასწავლი ქოთნის ამოყვანას. გოგა გაააცილა. სიგარეტს მოუკიდა.
მაღალ სართულზე უფრო იგრძნობოდა ქარი. დაიღალა ამ საშინელი ღმუილის მოსმენით, ქარი არ უყვარდა. იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე დაჯდა ქოთნის პირდაპირ. ოთახი მოათვალიერა. “ ისევ ჩამომიშვეს წყალი... ყავა არ მინდა... ტელევიზორის ყურება არ მინდა... წასაკითხი აღარაფერი მაქვს... არსად წასასვლელი არა ვარ... ქარიც არ ჩადგება კარგა ხააანს “... ტელეფონი აწკრიალდა. - “ მაიაა”. გისმენთ ! ... - სახე შეეცვალა. - რა გინდა ?! ... - არ არის საჭირო ამდენი აბსურდი!.. ... - უკვე გავარკვიეთ ყველაფერი ! ... - აღარ დარეკო ! - ყურმილი დაკიდა. ტელეფონი ისევ აწკრიალდა. - ხომ გითხარი, აღარ დარეკო ! ... - დავიღალე შენი კლიმაქსური ფილოსოფიით ! ... - იმიტომ ! გაკმაყოფილებს ჩემი პასუხი ?! ... - კარგი, დეტყვი !.. მეზიზღები შენ, იმისათვის, რომ საზიზღრობა ხარ ! მეზიზღება საკუთარი თავი, იმისათვის, რომ შენი არსებობა ვიცი ! მეზიზღება გარშემო ყველაფერი, იმისათვის, რომ შენნაირები არსებობენ ! ხომ გასაგებად ვამბობ ?! აღარ დარეკო ! ... აღარ მოუსმინა, ყურმილი დაკიდა. ვერ მოისვენა. “ საიდან გავახსენდი ?!.. უხერხემლო იმპოტენტი !...” აბაზანაში შევიდა. ხელები დაიბანა. ოთახიდან სკამი გაიტანა, ფანჯარასთან დადგა და ისევ ეზოში დაიწყო ყურება. ეზო პატარა იყო. სოფიკო ხედავდა, რა ხდებოდა წინა შენობაში. ვიღაც ქალი სამზარეულოში წითელ ქვაბში რაღაცას ამზადებდა. ვიღაც სხვა ფანჯარასთან წიგნს კითხულობდა. “ არ გინდა სხვისი თვალთვალი და უბრალოდ იძულებული ხარ...” ერთი ფანჯრიდან კაცი ეზოში იყურებოდა. სოფიკოს გაახსენდა, დილით ქარი არ იყო და ამ ფანჯრიდან ქალმა დიდი რუდუნებით დაფინა თეთრეული, გაქათქათებული თეთრეული, მოლურჯო რომ დაჰკრავს. ჯერ შალითები გაკიდა თოკზე, შემდეგ ზეწრები, ბოლოს ბალიშის პირები და ცხვირსახოცები. ამ რუდუნებით დაფენილ სარეცხს ქარი ახლა თოკებზე ახვევდა და შენობის კედელს უხათქუნებდა. კაცი მშვიდად იდგა ფანჯარასთან. სოფიკომ ფანჯარა გამოაღო და კაცს დაუძახა. კაცი ჯერ ვერ მიხვდა, რა უნდოდა ვიღაც ქალს მოპირდაპირე შენობის ფანჯრიდან. - ჩამოხსენი სარეცხი, ხომ ხედავ დაგლიჯა ქარმა ! - სოფიკო გაღიზიანებული იყო. “საერთოდ აღარ შემრჩა ნერვები. ვინ მკითხავს სხვის სარეცხს ?!.. “ მეზობელი ნელი “ამ ქარში “ ეზოში იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. კაცმა სარეცხის ჩამოხსნა დაიწყო. “ ბოთე !.. რად უნდოდა თქმა, ვერ უნდა მიმხვდარიყო თვითონ ?!. ფანჯარა მიხურა. ვერ დაწყნარდა “რა მომდის ?!..” ისევ ვიღაც რეკავდა ტელეფონით. დიდხანს არ იღებდა ყურმილს. იფიქრა ტელეფონს საერთოდ გამოვრთავო. მერე გადაიფიქრა, “იქნებ მაიამ დარეკოს”-.ო - ნუ რეკავ, გესმის ?! ნუ რეკავ !.. ... - ნიკა, შენა ხარ ?! ... - სხვა მეგონა. ... - რა მნიშვნელობა აქვს. ... - საშინელ ხასიათზე ვარ. ... -არა, ნუ მოხვალ. ... - შენ რა შუაში ხარ გაეღიმა. ... - კარგი, თუ გინდა მოდი... ხელები უკანკალებდა “ დღეს მძიმე დღეა...” მაგიდა მტვრიანია... როცა ქარია, ყველაფერი მტვრიანდება...” მაგიდა გადაწმინდა. საძინებლის კარი გამოხურა. დაჯდა. ქოთანს გახედა. “ მართლა კარგი გამოვიდა... მოვა... და მერე რა, რომ მოვა ... “ ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ბაღები...” ... რა ცუდია, რომ ჩემგან არასოდეს არ დადგება მუსიკოსი... - დამწუხაროა - თქვა მელიამ - ამ ქვეყანაზე არაფერი არ არი სრულყოფილი.”
გამომძიებელი მაგიდასთან იჯდა და მეზობელი ნელის ჩვენებას იწერდა. - თქვენ ფიქრობთ, რომ მარტო იყო ? - კი, ვიცი, რომ მარტო იყო. მე ცოტა ხნით Dშემოვედი, ყავა დავლიეთ. მერე ეზოში ჩავედი და დავინახე, როგორ გააღო ფანჯარა და წმენდა დაიწყო. - არ მოგეჩვენათ, რომ ქარში ფანჯრების წმენდა უცნაური საქციელი იყო ?! -.Она была очень странная, საერთოდ, როგორც პიროვნება, ამიტომ არ გამკვირვებია. - როცა ყავას სვამდით როგორი იყო, მშვიდი, აფორიაქებული, გახარებული ? იქნებ შეშინებული ? - აფორიაქებული სულ იყო, რაც ვიცნობ. სიხარულისა რა მოგახსენოთ, სიხარული არასდროს არ გამოუნჟღავნებია. შეშინებულიც არა, რისი უნდა შეშინებოდა ?! - კიდევ ვინმეს ხომ არ უნახავს თქვენს შემდეგ ? - არა. თითქმის არავის არ იცნობდა. არავის არ გვეკარებოდა, სულ სახლში იჯდა. ერთი მე შემოვდიოდი მხოლოდ. - საერთოდ რას აკეთებდა ? - Я-же сказала, сидела дома, как дура, ყავას სვამდა, სიგარეტს ეწეოდა, ვიღაც ბავშვს ელაპარაკებოდა ტელეფონით, რომერლსაც არც კი იცნობდა, “ ლექსებს წერს”-ო. რამოდენიმეჯერ ნასვამიც მოვიდა, მეზობლებმა დაინახეს. ძირითადად კი რაღაცას თითხნიდა თიხით. - ეს ქოთანი ?! - Это-же самоделка ! - ვერ გავიგე ! - გაუკვირდა გამომძიებელს. - თავისი გაკეთებულია, “ სამადელკაა “ - გასაგებია ! - სულ ვურჩევდი, გათხოვდი. არ გინდა ოჯახი გქონდეს, ქმარი, შვილები და ადამიანურად იცხოვრომეთქი. “რომელი კაცი აიტანს ჩემს მეჭურჭლეობა-მექოთნეობას”-ო. “ რომ გავთხოვდე, მერე ვეღარ ვიფრენ”-ო და ამიტომ გადაფრინდა მერვე სართულიდან... გამომძიებელი წერდა. - არა, ეგ რომ ნორმალური ყოფილიყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ავიდოდა ფანჯრის რაფაზე, ქარში, ფანჯრების დასაწმენდად ?! - თავისუფლები ბრძანდებით - თქვა გამომძიებელმა. - ვინ იცის, რამდენ ხანს უნდა მედგას თვალწინ, თავგახეთქილი და თვალებგადმოცვენილი როგორ გდია ძირს - მეზობლები გავიდნენ. გოგა შემობრუნდა. - რამის თქმა გინდა ?! - ჰკითხა გამომძიებელმა. - არ მოუსმინოთ ნელის, უსაქმურია და ჭორიკანა - ქოთანთან მივიდა - ეს ქოთანი თეთრი თიხით არის ნაძერწი. ნახატები შავი, წითელი და ყავისფერი თიხის ხსნარით არის შესრულებული. წინასწარ უნდა განისაზღვროს გამოწვის შემდეგ რომელი თიხა რა ფერი დადგება და რა ეფექტს დატოვებს ქოთნის ძირითადი თეთრი ფერი. ამხელა ქოთნის ამოყვანა ასეთი თხელი კედლით ადვილი არ გეგონოთ, შეიძლება გამოწვის დროს გასკდეს... - შენც იცი ქოთნების ამოყვანა ? - არა, მაგრამ სოფიკო მპირდებოდა არდადაგების დროა გასწავლიო... ძალიან მინდოდა მესწავლა... - ერთი ჩემი ახლობელიც კერამიკოსია. კარგი კაცია. თუკი გამომივლი, მიგიყვან და აუცილებლად გასწავლის.
“ შემთხვევით გადავარდა თუ თავი მოიკლა ?!.. რატომ ?!.. ხომ ისე ცხოვრობდა, როგორც სურდა ?!.. სვამდა, ეწეოდა... “ რაღაცას თითხნიდა თიხით”, გაახსენდა მეზობელი ნელის ნათქვამი. მანქანა დაქოქა. “ ბოლოსდაბოლოს დავწერ : მხატვარი იყო... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოუნდა ფანჯრის რაფაზე ასვლა და ფანჯრების დაწმენდა... ქარში”... ქარი ჩამდგარიყო. წვიმდა. უსიამოვნო გრძნობა მაინც ვერ მოიცილა, თვალწინ ის მშვენიერი ქოთანი ედგა.
1998 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
60. "შენო მხატვარო", ჩემო საყვარელო ნეფერტარ, რომელთანაც ჩემი მოუცლელობის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იასონ, ძვირფასო - უღრმესი მადლობა! აი, უღრმესი მადლობა! :) :***** "შენო მხატვარო", ჩემო საყვარელო ნეფერტარ, რომელთანაც ჩემი მოუცლელობის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იასონ, ძვირფასო - უღრმესი მადლობა! აი, უღრმესი მადლობა! :) :*****
59. "დამგრუზა", ანუ - კარგია.
"დამგრუზა", ანუ - კარგია.
58. ხო, მართლა კარგად წერს, საერთოდ ეტყობა რომ ღრმად და გააზრებულად იცის ლიტერატურა- თავისი მიმდინარეობებით. მიხარია როცა რამეს ახალს დებს, ვემზადები ხოლმე წასაკითხად, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარფერი დაუდვია. რუის ბრისენდენს შეუძლია საშინელი სიმძიმეები ძალიან მსუბუქად თქვას ლექსად, ტენდის კი პროზად. ამას ნიჭიერებად ვთვლი. მე ეს არ შემიძლია.
ხო, მართლა კარგად წერს, საერთოდ ეტყობა რომ ღრმად და გააზრებულად იცის ლიტერატურა- თავისი მიმდინარეობებით. მიხარია როცა რამეს ახალს დებს, ვემზადები ხოლმე წასაკითხად, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარფერი დაუდვია. რუის ბრისენდენს შეუძლია საშინელი სიმძიმეები ძალიან მსუბუქად თქვას ლექსად, ტენდის კი პროზად. ამას ნიჭიერებად ვთვლი. მე ეს არ შემიძლია.
57. ყოველი ეპიზოდის დახატვა მოახერხა ავტორმა-ლიტერატურული ხერხებით, წმინდა პროზით და არა ფილოსოფიური ნარკვევის ფორმით. კითხვისას "შედიხარ" ტროლეიბუსშიც, ათრევ მძიმე ქოთანს, იტან აუტანელ მეზობელს...იმ ტიპსაც იცნობ...ამ ტიპსაც...გოგასაც...უმნიშვნელო სუბიექტური მოსააზრება მაქვს, მაგრამ, იმდენად უმნიშვნელო და სუბიექტური, რომ არაფერს შემატებს მოთხრობას...ტენდი მწერალია, ტენდი- პროზაიკოსია! ეგ ნაღდად შემიძლია ვთქვა:))) შესანიშნავია!!! ყოველი ეპიზოდის დახატვა მოახერხა ავტორმა-ლიტერატურული ხერხებით, წმინდა პროზით და არა ფილოსოფიური ნარკვევის ფორმით. კითხვისას "შედიხარ" ტროლეიბუსშიც, ათრევ მძიმე ქოთანს, იტან აუტანელ მეზობელს...იმ ტიპსაც იცნობ...ამ ტიპსაც...გოგასაც...უმნიშვნელო სუბიექტური მოსააზრება მაქვს, მაგრამ, იმდენად უმნიშვნელო და სუბიექტური, რომ არაფერს შემატებს მოთხრობას...ტენდი მწერალია, ტენდი- პროზაიკოსია! ეგ ნაღდად შემიძლია ვთქვა:))) შესანიშნავია!!!
56. კიდევ მადლობა! :) კიდევ მადლობა! :)
55. არც დამვიწყებია. უბრალოდ რაღაც კარგის წაკითხვა მინდოდა. ვიარე, ვიარე და აქ მოვედი. ნუნუ-ნონას პროზა მომწონს კიდევ. სხვა რაიმე კარგს ჯერ ვერ მივაგენი. ვერ წერენ. ეს აშკარაა.
არც დამვიწყებია. უბრალოდ რაღაც კარგის წაკითხვა მინდოდა. ვიარე, ვიარე და აქ მოვედი. ნუნუ-ნონას პროზა მომწონს კიდევ. სხვა რაიმე კარგს ჯერ ვერ მივაგენი. ვერ წერენ. ეს აშკარაა.
54. მადლობა, ნეფერტარო. საიდან გაგახსენდა "ქოთანი" კიდევ ერთხელ?! :**** მადლობა, ნეფერტარო. საიდან გაგახსენდა "ქოთანი" კიდევ ერთხელ?! :****
53. კიდევ წავიკითხე და ხელახლა მომეწონა. როგორი მსუბუქად წერია - დიდ უბედურებაზე.
კიდევ წავიკითხე და ხელახლა მომეწონა. როგორი მსუბუქად წერია - დიდ უბედურებაზე.
52. აბაჟური, დიდი მადლობა წაკითხვისთვისაც და მოწონებისთვისაც. :)) აბაჟური, დიდი მადლობა წაკითხვისთვისაც და მოწონებისთვისაც. :))
51. "სოფიკო ფანჯარასთან იჯდა და ეზოს უყურებდა. ეზო ზემოდან ხელისგულისოდენა ჩანდა."
ამ ორი წინადადების წაკითხვისთანავე გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ ფანჯრიდან გადახტებოდა და თავს ვიიმედებდი, არ მოიქცევა ასე-მეთქი. სულ ტყუილად ვიიმედებდი თურმე...
კარგი რამეა, ძალიან მომეწონა. "სოფიკო ფანჯარასთან იჯდა და ეზოს უყურებდა. ეზო ზემოდან ხელისგულისოდენა ჩანდა."
ამ ორი წინადადების წაკითხვისთანავე გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ ფანჯრიდან გადახტებოდა და თავს ვიიმედებდი, არ მოიქცევა ასე-მეთქი. სულ ტყუილად ვიიმედებდი თურმე...
კარგი რამეა, ძალიან მომეწონა.
50. mrs.smith. და სოფიასო, გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. :) mrs.smith. და სოფიასო, გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. :)
49. მართალია, არმენ, შენ სწორად მიხვდი. თანაც გულგრილობა და არაგულწრფელი დამოკიდებულებები. :)
მართალია, არმენ, შენ სწორად მიხვდი. თანაც გულგრილობა და არაგულწრფელი დამოკიდებულებები. :)
48. როცა რაღაცას ტოვებ ამქვეყანაზე ადამიანი, თან სრულყოფილად გაკეთებულს, შენ მაქსიმუმი რომ შექმენი უკვე და სხვა ყოველდღიური წვრილმანები აღარ გყოფნის, შენი იდეალური სამყარო გაქვს და მასში ცხოვრობ, როცა აღარ გინდა შენი გამოგონილი რეალობიდან გამოსვლა , ალბათ უკვე აღარ ელოდები როდის დაიწყება დასასრული და შენ თვითონვე აწერ შენივე განაჩენს ხელს, რომ გათავისუფლდე და სამუდამოდ შენ სამყაროში გამოიკეტო. როცა რაღაცას ტოვებ ამქვეყანაზე ადამიანი, თან სრულყოფილად გაკეთებულს, შენ მაქსიმუმი რომ შექმენი უკვე და სხვა ყოველდღიური წვრილმანები აღარ გყოფნის, შენი იდეალური სამყარო გაქვს და მასში ცხოვრობ, როცა აღარ გინდა შენი გამოგონილი რეალობიდან გამოსვლა , ალბათ უკვე აღარ ელოდები როდის დაიწყება დასასრული და შენ თვითონვე აწერ შენივე განაჩენს ხელს, რომ გათავისუფლდე და სამუდამოდ შენ სამყაროში გამოიკეტო.
47. მომეწონა, გმადლობთ, ბევრი დამაფიქრებელი ფრაზებია ნაწარმოებში მომეწონა, გმადლობთ, ბევრი დამაფიქრებელი ფრაზებია ნაწარმოებში
46. მინდოდა თქვენი წაკითხვა. ახლა უკვე გადაწყვეტილი მაქვს :)
ყველაფერი შესანიშნავი იყო: თხრობა, სიუჟეტი, დეტალები, სახეები
თანაც, ნაწერი სავსეა ისეთი ადგილებით, სადაც უნდა გაჩერდე და დაფიქრდე.
მოკლედ, ჩემი მოწონება აქ და წავედი შემდეგზე :)
მინდოდა თქვენი წაკითხვა. ახლა უკვე გადაწყვეტილი მაქვს :)
ყველაფერი შესანიშნავი იყო: თხრობა, სიუჟეტი, დეტალები, სახეები
თანაც, ნაწერი სავსეა ისეთი ადგილებით, სადაც უნდა გაჩერდე და დაფიქრდე.
მოკლედ, ჩემი მოწონება აქ და წავედი შემდეგზე :)
45. მუხა, :) უზარმაზარი ქოთანი პირობითია. ესე იგი ქოთნის მაქსიმალური სიდიდე, თორემ ქოთნის ფორმის უზარმაზარი თიხის ნაკეთობა უკვე ქვევრია. :) :) რტაგედიის მიზეზი არასრულყოფილი ურთიერთობებია. ნიჭიერი ადამიანები ქვეცნობიერად გრძნობენ არასრულყოფილ ურთიერთობებს. ეგ ამ მოთხრობაში ჩანს. ელოდება ნიკას, რომელიც უყვარს და აგონდება ეკზიუპერის მელია "სამწუხაროა - თქვა მელიამ - ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის სრულყოფილი " :) თანაც იცის, რომ ყველაფერი წარმავალია : "ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ქარები მხურვალე ვნებები გამივლის სასახლის ჩაქრება ჭაღები " - გალაკტიონი. სიყვდილით გაექცა გოლგრილობას და წარმავლობას. ქალია ! ასევე, თვითმკვლელობის უფლება იმ ადამიანებს აქვთ, ვინც "ერთ ქოთანს" მაინც დატოვებს. ესე იგი, რამეს, რას სიკვდილის შემდეგ დარჩება. მე ვფიქრობდი, რომ ამ ტრაგედიას გამართლება ქონდა. თან ნახე გამომძიებელმაც როგორ თქვა : “ ბოლოსდაბოლოს დავწერ : მხატვარი იყო... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოუნდა ფანჯრის რაფაზე ასვლა და ფანჯრების დაწმენდა... ქარში”... გულგრილობისაგან ალბათ შეიძლება თავის მოკვლა. საერთოდ, მუხა, რატომღაც შენთვის მომინდა თქმა :) :) ეს მოთხრობა რომ დავწერე, მხოლოდ სასვენი ნიშნები შევასწორე, დანარჩენი პირველი სახეა... და კიდევ, გამიკვირდა, რომ წავიკითხე. :) :) დიდი მადლობა, კომენთარისთვის. შენ ძალიან კარგი მკითხველი ხარ. :)
პატივისცემით: ტენდი
მუხა, :) უზარმაზარი ქოთანი პირობითია. ესე იგი ქოთნის მაქსიმალური სიდიდე, თორემ ქოთნის ფორმის უზარმაზარი თიხის ნაკეთობა უკვე ქვევრია. :) :) რტაგედიის მიზეზი არასრულყოფილი ურთიერთობებია. ნიჭიერი ადამიანები ქვეცნობიერად გრძნობენ არასრულყოფილ ურთიერთობებს. ეგ ამ მოთხრობაში ჩანს. ელოდება ნიკას, რომელიც უყვარს და აგონდება ეკზიუპერის მელია "სამწუხაროა - თქვა მელიამ - ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის სრულყოფილი " :) თანაც იცის, რომ ყველაფერი წარმავალია : "ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ქარები მხურვალე ვნებები გამივლის სასახლის ჩაქრება ჭაღები " - გალაკტიონი. სიყვდილით გაექცა გოლგრილობას და წარმავლობას. ქალია ! ასევე, თვითმკვლელობის უფლება იმ ადამიანებს აქვთ, ვინც "ერთ ქოთანს" მაინც დატოვებს. ესე იგი, რამეს, რას სიკვდილის შემდეგ დარჩება. მე ვფიქრობდი, რომ ამ ტრაგედიას გამართლება ქონდა. თან ნახე გამომძიებელმაც როგორ თქვა : “ ბოლოსდაბოლოს დავწერ : მხატვარი იყო... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოუნდა ფანჯრის რაფაზე ასვლა და ფანჯრების დაწმენდა... ქარში”... გულგრილობისაგან ალბათ შეიძლება თავის მოკვლა. საერთოდ, მუხა, რატომღაც შენთვის მომინდა თქმა :) :) ეს მოთხრობა რომ დავწერე, მხოლოდ სასვენი ნიშნები შევასწორე, დანარჩენი პირველი სახეა... და კიდევ, გამიკვირდა, რომ წავიკითხე. :) :) დიდი მადლობა, კომენთარისთვის. შენ ძალიან კარგი მკითხველი ხარ. :)
პატივისცემით: ტენდი
44. მთლიანობაში საინტერესოა, კარგად გვიამბობთ, თუმცა გაწელილია,ზოგან წინადადებები ზედმეტი მეჩვენება მაგ ქოთანი უზარმაზარი იყო, გოგონა დაღლილი, ტროლეიბუსი ძველი. რა ვიცი უზარმაზარი ქოთანი, როგორ შეიტანა .. ფინალი მძიმე!ტრაგედიის მიზეზი გაურკვეველი! რა ვიცი ქოთნის გაკეთებას უზადო ნებისყოფა უნდა,,შესრულების წყურვილიც იმდენად დიდი,რომ ასეთი პიროვნება, სიცოცხლეს ასე არ უნდა ამთავრებდეს! მთლიანობაში საინტერესოა, კარგად გვიამბობთ, თუმცა გაწელილია,ზოგან წინადადებები ზედმეტი მეჩვენება მაგ ქოთანი უზარმაზარი იყო, გოგონა დაღლილი, ტროლეიბუსი ძველი. რა ვიცი უზარმაზარი ქოთანი, როგორ შეიტანა .. ფინალი მძიმე!ტრაგედიის მიზეზი გაურკვეველი! რა ვიცი ქოთნის გაკეთებას უზადო ნებისყოფა უნდა,,შესრულების წყურვილიც იმდენად დიდი,რომ ასეთი პიროვნება, სიცოცხლეს ასე არ უნდა ამთავრებდეს!
43. წევრი, გმადლობთ მოწონებისთვის.
:) წევრი, გმადლობთ მოწონებისთვის.
:)
42. ძალიან მომეწონა.. ადრე წავიკითხე, კომენტარი და შეფასება დამვიწყნია.. ამიტომ დიდი მოწონობე ჩემსგან და +222222222 ძალიან მომეწონა.. ადრე წავიკითხე, კომენტარი და შეფასება დამვიწყნია.. ამიტომ დიდი მოწონობე ჩემსგან და +222222222
41. მშვენიერი მოთხრობა!!! მეტი არაფერი მეთქმის!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერი მოთხრობა!!! მეტი არაფერი მეთქმის!!! გაიხარე შენა!!!
40. რამე არ წაშალო, მე ნელა ვკითხულოფდა იცოდე. რამე არ წაშალო, მე ნელა ვკითხულოფდა იცოდე.
39. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, თორემ უკვე ვფიქრობდი, წამეშალა, ია რომ არ გამოჩენილიყო. :) გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, თორემ უკვე ვფიქრობდი, წამეშალა, ია რომ არ გამოჩენილიყო. :)
38. ტენდიიი! მე რომ მომეწონა თქვენი "ქოთანი" და თანაც ძალიან, იცით? ძალიან სასიამოვნო თხრობა გაქვთ და ცხოვრებისეული... მასეთ დასასრულს კი ნამდვილად არ ველოდი... თუმცა, წინაწარ თუ გამოიცნობს მკითხველი რა მოხდება ბოლოს - საინტერესო აღარ იქნება! მინდა დაგპირდეთ რომ თქვენს ყველა ჩანაწერს წავიკითხავ, ოღონდ დრო და დრო... პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი ტენდიიი! მე რომ მომეწონა თქვენი "ქოთანი" და თანაც ძალიან, იცით? ძალიან სასიამოვნო თხრობა გაქვთ და ცხოვრებისეული... მასეთ დასასრულს კი ნამდვილად არ ველოდი... თუმცა, წინაწარ თუ გამოიცნობს მკითხველი რა მოხდება ბოლოს - საინტერესო აღარ იქნება! მინდა დაგპირდეთ რომ თქვენს ყველა ჩანაწერს წავიკითხავ, ოღონდ დრო და დრო... პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი
37. კაი, ბატონო, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები! :)))))) კაი, ბატონო, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები! :))))))
36. ნამდვილად ვერ მოასწრო მოსვლა. :) ნამდვილად ვერ მოასწრო მოსვლა. :)
35. ნიკა უყვარდა და დანარჩენიც ისე გავიგე როგორც ახსნა ავტორმა... მშვენიერია და არაფრის შეცვალას არ საჭიროებს...:) ნიკა უყვარდა და დანარჩენიც ისე გავიგე როგორც ახსნა ავტორმა... მშვენიერია და არაფრის შეცვალას არ საჭიროებს...:)
34. არა, ნამდვილად გავს., მაგრამ ეგ უკვე მე გადამხდა :)
თან მინდა გაგახსენოთ, თქვენ წაკითხული გაქვთ ჩემი "ორნი ქალაქში" ლიტ.გე - ზე არა, ნამდვილად გავს., მაგრამ ეგ უკვე მე გადამხდა :)
თან მინდა გაგახსენოთ, თქვენ წაკითხული გაქვთ ჩემი "ორნი ქალაქში" ლიტ.გე - ზე
33. თამარ,მე ვფიქრობ რომ ნიკამ უბრალოდ ვერც მოასწრო მოსვლა...ნიკა არაფერ შუაშია... თამარ,მე ვფიქრობ რომ ნიკამ უბრალოდ ვერც მოასწრო მოსვლა...ნიკა არაფერ შუაშია...
32. არა, თამარ, რა ცინიზმი ! :) პირიქით, მე მეგონა, რომ ჩანდა რატომ მოიკვა თავი. თურმე არა ჩანს. ის ნიკა უყვარდა და სრულყოფილ ურთიერთობას ეძებდა, როგორც მუსიკას და ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს სრულყოფილი ურთიერთობა არ იყო. "სამწუხაროა - თქვა მელიამ_ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის სრულყოფილი". ალბათ გახსოვთ ეს ციტატა "პატარა უფლისწულიდან" არის. და ის ნიკაც ხომ ფიქრობს "რას თამაშობს, ნეტავ რა უნდა... ქალი ქალია" ესე იგი, მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, მხოლოდ ცოტა განსხვავებული. და სოფიკომ ეს ჩვეულებრივობა აიცილა. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა მინდოდა. :) არა, თამარ, რა ცინიზმი ! :) პირიქით, მე მეგონა, რომ ჩანდა რატომ მოიკვა თავი. თურმე არა ჩანს. ის ნიკა უყვარდა და სრულყოფილ ურთიერთობას ეძებდა, როგორც მუსიკას და ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს სრულყოფილი ურთიერთობა არ იყო. "სამწუხაროა - თქვა მელიამ_ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის სრულყოფილი". ალბათ გახსოვთ ეს ციტატა "პატარა უფლისწულიდან" არის. და ის ნიკაც ხომ ფიქრობს "რას თამაშობს, ნეტავ რა უნდა... ქალი ქალია" ესე იგი, მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, მხოლოდ ცოტა განსხვავებული. და სოფიკომ ეს ჩვეულებრივობა აიცილა. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა მინდოდა. :)
31. შემოვბრუნდი: "- ქალბატონო , ეს ქოთანი არ მიყიდია , მე თვითონ გავაკეთე , თიხაა !!! - ყვიროდა , სახეზე წითელი ფერი ედო. ქალი მოულოდნელობისაგან გაშეშდა. - კისერიც გიტეხია! ვის აინტერესებს შენი ქოთანი?!"
ამ მონაკვეთმა მხ.ფ. "ივანე კოტორაშვილის ამბავი" გამახსენა... ივანე რომ ელოდება ქიტესას და ყველა რომ ეკითხება, "აქ რატომ ზიხარო"? ივანე ყველას პასუხობს: "ქიტესას ველოდებიო"... მთელი ღამე ელოდა... და აი, დილა-სისხამზე ვიღაცამ გამოიარა და ვიდრე ის რამეს ჰკითხავდა, ივანემ იყვირა: - ქიტესას ველოდები, ქიტესასა! - ელოდები და ელოდე, რა გული გამიხეთქე, შე კაი ადამიანოო?!"... - იყვირა შეშინებულმა გამვლელმა
ტენდი, ძალიან ჰგავს ეს მონაკვეთები ერთმანეთს... არა? თუ ვცდები? შემოვბრუნდი: "- ქალბატონო , ეს ქოთანი არ მიყიდია , მე თვითონ გავაკეთე , თიხაა !!! - ყვიროდა , სახეზე წითელი ფერი ედო. ქალი მოულოდნელობისაგან გაშეშდა. - კისერიც გიტეხია! ვის აინტერესებს შენი ქოთანი?!"
ამ მონაკვეთმა მხ.ფ. "ივანე კოტორაშვილის ამბავი" გამახსენა... ივანე რომ ელოდება ქიტესას და ყველა რომ ეკითხება, "აქ რატომ ზიხარო"? ივანე ყველას პასუხობს: "ქიტესას ველოდებიო"... მთელი ღამე ელოდა... და აი, დილა-სისხამზე ვიღაცამ გამოიარა და ვიდრე ის რამეს ჰკითხავდა, ივანემ იყვირა: - ქიტესას ველოდები, ქიტესასა! - ელოდები და ელოდე, რა გული გამიხეთქე, შე კაი ადამიანოო?!"... - იყვირა შეშინებულმა გამვლელმა
ტენდი, ძალიან ჰგავს ეს მონაკვეთები ერთმანეთს... არა? თუ ვცდები?
30. სიმართლე რომ ვთქვა, იამ მკითხა, ტენდის ნაწარმოებები თუ გაქვს წაკითხულიო... და უცებ მივხვდი, რომ არა, არ მაქვს... დიდი მადლობა იმ ცრემლისთვის, თვალზე რომ მომადგა ახლა!
მაგრამ, ავტორო, სოფიკომ თავი მოიკლა? მიზეზი? მე მაინც იმ ნიკას მოსვლის მერე მგონია, რაღაც უნდა მომხდარიყო... ნიკას მოსვლა კი - თეთრი ლაქაა მოთხრობაში. იქნებ გეფიქრა ამ კუთხით? 5 უკვე მეშინია, ცინიზმად არ ჩამითვალონ კომენტარი!.. :( სიმართლე რომ ვთქვა, იამ მკითხა, ტენდის ნაწარმოებები თუ გაქვს წაკითხულიო... და უცებ მივხვდი, რომ არა, არ მაქვს... დიდი მადლობა იმ ცრემლისთვის, თვალზე რომ მომადგა ახლა!
მაგრამ, ავტორო, სოფიკომ თავი მოიკლა? მიზეზი? მე მაინც იმ ნიკას მოსვლის მერე მგონია, რაღაც უნდა მომხდარიყო... ნიკას მოსვლა კი - თეთრი ლაქაა მოთხრობაში. იქნებ გეფიქრა ამ კუთხით? 5 უკვე მეშინია, ცინიზმად არ ჩამითვალონ კომენტარი!.. :(
29. ჭა, შენ ისეთი კარგი გოგო ხარ !... :) ჭა, შენ ისეთი კარგი გოგო ხარ !... :)
28. საოცარი...5 არაფერი მქონია თქვენებიდან წაკითხული...შემრცხვა...:) საოცარი...5 არაფერი მქონია თქვენებიდან წაკითხული...შემრცხვა...:)
27. ია-ია, გმადლობთ ! ძალიან ბევრი წელი ველოდებოდი ჩემთვის უცნობი მკითხველების აზრის გაგებას. მიყვარხარ. :) ია-ია, გმადლობთ ! ძალიან ბევრი წელი ველოდებოდი ჩემთვის უცნობი მკითხველების აზრის გაგებას. მიყვარხარ. :)
26. რაღაც დანაშაულის შეგრძნება მაქვს... :( როგორ არ მქონდა აქამდე წაკითხული თქვენი ნაწერები?! :-? რა საოცარია?! ურაკპარაკზე იყოს ასეთი ჩინებული პროზაიკოსი და მისი ნაწერის რეიტინგი მხოლოდ 10 იყოოს?!!! :-O გაკვირვებული ვარ!... 555! რაღაც დანაშაულის შეგრძნება მაქვს... :( როგორ არ მქონდა აქამდე წაკითხული თქვენი ნაწერები?! :-? რა საოცარია?! ურაკპარაკზე იყოს ასეთი ჩინებული პროზაიკოსი და მისი ნაწერის რეიტინგი მხოლოდ 10 იყოოს?!!! :-O გაკვირვებული ვარ!... 555!
25. დამასევდიანა. მომეწონა. :) :) :) დამასევდიანა. მომეწონა. :) :) :)
24. დამასევდიანა. მომეწონა. :) :) :) დამასევდიანა. მომეწონა. :) :) :)
23. 22 - არამით777. ხუმრობ ?! :) 22 - არამით777. ხუმრობ ?! :)
22. ვახ კაცოოოო! რა ცუდად დამთავრდა ჰა? დამენანა! კარგი იყო! ვახ კაცოოოო! რა ცუდად დამთავრდა ჰა? დამენანა! კარგი იყო!
21. ამ დროს ჭირდებათ ადამიანებს ერთმანეთი , როცა ჩვენ ვერ ვერ ვხედავთ ნუგეშს, ხსნას , ან ცხოვრების აზრს, ანუ ვერ ვხედავთ ღმერთს , შეიძლება ერთმა სიტყვამ , ან თუნდაც ერთმა თბილმა მოკითხვამ გაგვითბოს გული , ხშირად ჩვენ გვეშინია ეს მეტიჩრობად არ ჩაგვეთვალოს, ან თავს არ ვიწუხებთ. :)))) ამ დროს ჭირდებათ ადამიანებს ერთმანეთი , როცა ჩვენ ვერ ვერ ვხედავთ ნუგეშს, ხსნას , ან ცხოვრების აზრს, ანუ ვერ ვხედავთ ღმერთს , შეიძლება ერთმა სიტყვამ , ან თუნდაც ერთმა თბილმა მოკითხვამ გაგვითბოს გული , ხშირად ჩვენ გვეშინია ეს მეტიჩრობად არ ჩაგვეთვალოს, ან თავს არ ვიწუხებთ. :))))
20. მოყვარული. დიდი მადლობა. ნამდვილად ვერ გაუძლო, სრულყოფილ ურთიერთობებს ეძებდა. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ჩემს სოფიკოს ასე კარგად გაუგეთ. :)
პატივისცემით მოყვარული. დიდი მადლობა. ნამდვილად ვერ გაუძლო, სრულყოფილ ურთიერთობებს ეძებდა. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ჩემს სოფიკოს ასე კარგად გაუგეთ. :)
პატივისცემით
19. მე მომეწონა და ბევრი რამ მეცნო. სამწუხაროა სოფიკომ რომ ვერ გაუძლო...,, ვირტუოზული შესრულება ღმერთის საჩუქარიაო'', აქ არის ნახსენები. ყველანაირი ნიჭი ღმერთის საჩუქარია, და სოფიკოს მშვენიერი ქოთანიც ნიჭმა და ლამაზმა სულმა შექმნა. კიდევ სამწუხაროა, რომ წაკითხვა ეზარებათ და კომენტარებს ისე წერენ:))) მე მომეწონა და ბევრი რამ მეცნო. სამწუხაროა სოფიკომ რომ ვერ გაუძლო...,, ვირტუოზული შესრულება ღმერთის საჩუქარიაო``, აქ არის ნახსენები. ყველანაირი ნიჭი ღმერთის საჩუქარია, და სოფიკოს მშვენიერი ქოთანიც ნიჭმა და ლამაზმა სულმა შექმნა. კიდევ სამწუხაროა, რომ წაკითხვა ეზარებათ და კომენტარებს ისე წერენ:)))
18. მე-კალ-მე, დიდი მადლობა. :) პატივისცემით მე-კალ-მე, დიდი მადლობა. :) პატივისცემით
17. გუშინდელი.
ახლა სახელმწიფოში "დიდი დეპრესიაა", როგორც ეს ამერიკელებს ქონდათ და ყველა თვლის, რომ არ უმართლებს. საქმე ის არის, ჩვენ რას ვეძახით გამართლებას. მაგრამ არგამართლებაც კი არ შეიძლება გახდეს გაავების მიზეზი. მე ვფიქრობ შენ ძალიანაც გაგიმართლა, ღმერთმა წერის ნიჭი და უნარი მოგცა. გინდაც ვინმემ ეს ვერ შეამჩნიოს (ეს მათი უბედურებაა), მთავარია, შენ იყო დარწმუნებული, რომ რასაც აკეთებ, კარგია, მერე უკვე ცხოვრება ადვილია. :) მე მხოლოდ თვალი გადავავლე შენს პროზას ( იუმორისტულ მინიატურებს) და სიმართლე გითხრა, ძალიანაც მომეწონა და ძალიანაც დახვეწილი ხარ. ცუდი მწერალი ვარ თუ კარგი არა არ ვიცი, მაგრამ კარგი მკითხველი რომ ვარ, ამაში დარწმუნებული ვარ. დღეს , ცოტა გვიან, ფუნდამენტალურად ჩავუჯდები შენს ნაწერებს და ყველაფერს მოგახსენებ, რასაც ვფიქრობ. რუსები იტყვიან "Выше голову, больше юмора !". ამ შემთხვევაში რუსებს ვეთანხმები. :) პატივისცემით. :) გუშინდელი.
ახლა სახელმწიფოში "დიდი დეპრესიაა", როგორც ეს ამერიკელებს ქონდათ და ყველა თვლის, რომ არ უმართლებს. საქმე ის არის, ჩვენ რას ვეძახით გამართლებას. მაგრამ არგამართლებაც კი არ შეიძლება გახდეს გაავების მიზეზი. მე ვფიქრობ შენ ძალიანაც გაგიმართლა, ღმერთმა წერის ნიჭი და უნარი მოგცა. გინდაც ვინმემ ეს ვერ შეამჩნიოს (ეს მათი უბედურებაა), მთავარია, შენ იყო დარწმუნებული, რომ რასაც აკეთებ, კარგია, მერე უკვე ცხოვრება ადვილია. :) მე მხოლოდ თვალი გადავავლე შენს პროზას ( იუმორისტულ მინიატურებს) და სიმართლე გითხრა, ძალიანაც მომეწონა და ძალიანაც დახვეწილი ხარ. ცუდი მწერალი ვარ თუ კარგი არა არ ვიცი, მაგრამ კარგი მკითხველი რომ ვარ, ამაში დარწმუნებული ვარ. დღეს , ცოტა გვიან, ფუნდამენტალურად ჩავუჯდები შენს ნაწერებს და ყველაფერს მოგახსენებ, რასაც ვფიქრობ. რუსები იტყვიან "Выше голову, больше юмора !". ამ შემთხვევაში რუსებს ვეთანხმები. :) პატივისცემით. :)
16. ძალიან რომ არ გავავრცო ამბიცია მიზანსაც და ჩანაფიქრსაც ნიშნავს და ბევრ რამეში მართლა არ მიმართლებს. ძალიან რომ არ გავავრცო ამბიცია მიზანსაც და ჩანაფიქრსაც ნიშნავს და ბევრ რამეში მართლა არ მიმართლებს.
15. გუშინდელი,
შენ ძალიან კარგად წერ და ყოველგვარი წესისა და კანონის თანახმად დაბოღმილი არ უნდა იყო. :)) ალბათ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამბიციები გაწუხებს . :)) თანდათან განიკურნები მაგ სენისგან. :)) გუშინდელი,
შენ ძალიან კარგად წერ და ყოველგვარი წესისა და კანონის თანახმად დაბოღმილი არ უნდა იყო. :)) ალბათ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამბიციები გაწუხებს . :)) თანდათან განიკურნები მაგ სენისგან. :))
14. კარგი, სიტყვას გაძლევ საღამომდე არაფერს გამოვტოვებ და ისე წავიკითხავ. კარგი, სიტყვას გაძლევ საღამომდე არაფერს გამოვტოვებ და ისე წავიკითხავ.
13. მე გელაპარაკები იმ ამერიკულ "ტ"-ზე, როცა საქართველოში სელინჯერს, ო.ჰენრის და ჰემინგუეის... ცოდნით ტრაბახობდნენ ( მოგეხსენება ტრაბახი ყველაფრით გვიყვარს) და არა ამერიკელებთან ქართულად ღამის გათენების. :)) (ხედავ, პასუხი გაგეცი). :)) ისე, საერთოდ, კარგი იქნებოდა მოთხრობა წაგეკითხა, მიხვდებოდი, რომ ღამის ქოთანზე არ არის დაწერილი და არც პარაშასთან ცეკვის ასოციაციას იწვევს. :)) პატივისცემით. მე გელაპარაკები იმ ამერიკულ "ტ"-ზე, როცა საქართველოში სელინჯერს, ო.ჰენრის და ჰემინგუეის... ცოდნით ტრაბახობდნენ ( მოგეხსენება ტრაბახი ყველაფრით გვიყვარს) და არა ამერიკელებთან ქართულად ღამის გათენების. :)) (ხედავ, პასუხი გაგეცი). :)) ისე, საერთოდ, კარგი იქნებოდა მოთხრობა წაგეკითხა, მიხვდებოდი, რომ ღამის ქოთანზე არ არის დაწერილი და არც პარაშასთან ცეკვის ასოციაციას იწვევს. :)) პატივისცემით.
12. ნახე, ჩემო კარგო: t - თ, ე.ი. თუ ამერიკულად ნაზი გოგო გაიზრდებოდი, ქართულად ვინმესთვის უკუნი ღამე შეიძლება გაგეთენებინა; ხედავ, უფრო მეტიც მოგკითხე. მე მაქვს შენი იმედი. ნახე, ჩემო კარგო: t - თ, ე.ი. თუ ამერიკულად ნაზი გოგო გაიზრდებოდი, ქართულად ვინმესთვის უკუნი ღამე შეიძლება გაგეთენებინა; ხედავ, უფრო მეტიც მოგკითხე. მე მაქვს შენი იმედი.
11. გუშინდელს. :)) არ შეიძლება თენდი ვიყო, იმ სულ "უბრალო" მიზეზით, რომ ტენდი ლიტერატურული პერსონაჟია. კარგი იყო ამერიკული ნოველისთვის გადაგეხედათ. :))
მაგრამ სულაც არ ვბრაზობ... ისე გეუბნებით. :))
პატივისცემით გუშინდელს. :)) არ შეიძლება თენდი ვიყო, იმ სულ "უბრალო" მიზეზით, რომ ტენდი ლიტერატურული პერსონაჟია. კარგი იყო ამერიკული ნოველისთვის გადაგეხედათ. :))
მაგრამ სულაც არ ვბრაზობ... ისე გეუბნებით. :))
პატივისცემით
10. ხო შეგიძლია თენდი იყო, არ შეიძლება? ხო შეგიძლია თენდი იყო, არ შეიძლება?
9. გუშინდელი, ასე ამახსოვრებთ თავს "აქაური" ავტორები ახალშემოსულებს ?! :)) გუშინდელი, ასე ამახსოვრებთ თავს "აქაური" ავტორები ახალშემოსულებს ?! :))
8. ტენდი ქოთანზე წერს, ბალეტში პარაშასთან ცეკვავენ; ის დროა მე და გალაქტიონმა დომინო მოვიგონოთ. ტენდი ქოთანზე წერს, ბალეტში პარაშასთან ცეკვავენ; ის დროა მე და გალაქტიონმა დომინო მოვიგონოთ.
7. მე-კალ-მე, ეგ ფრაზა არც მე არ მომწონს, მაგრამ "მეზობელი ნელი" ზუსტად მასე იტყოდა. :)) დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :))
პატივისცემით. მე-კალ-მე, ეგ ფრაზა არც მე არ მომწონს, მაგრამ "მეზობელი ნელი" ზუსტად მასე იტყოდა. :)) დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :))
პატივისცემით.
6. "- ქალბატონო , ეს ქოთანი არ მიყიდია , მე თვითონ გავაკეთე , თიხაა !!! - ყვიროდა , სახეზე წითელი ფერი ედო. ქალი მოულოდნელობისაგან გაშეშდა. - კისერიც გიტეხია! ვის აინტერესებს შენი ქოთანი?!" "“ ბოლოსდაბოლოს დავწერ : მხატვარი იყო... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოუნდა ფანჯრის რაფაზე ასვლა და ფანჯრების დაწმენდა... ქარში”..." მართალი ხარ, მხატვარი იყო! მომეწონა ძალიან სოფიკო, ვგავართ ერთმანეთს...უბრალოდ მე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით არ დავდივარ სახლში :)
"- ვინ იცის, რამდენ ხანს უნდა მედგას თვალწინ, თავგახეთქილი და თვალებგადმოცვენილი როგორ გდია ძირს "- აი ეს ზედმეტია, რაღაც ვერ ჯდება მთლიან ნაწერში. თუ მოაშორებ, უკეთესი იქნება... საბოლოო ჯამში, მიხარია რომ წავიკითხე... კარგია! წარმატებები! "- ქალბატონო , ეს ქოთანი არ მიყიდია , მე თვითონ გავაკეთე , თიხაა !!! - ყვიროდა , სახეზე წითელი ფერი ედო. ქალი მოულოდნელობისაგან გაშეშდა. - კისერიც გიტეხია! ვის აინტერესებს შენი ქოთანი?!" "“ ბოლოსდაბოლოს დავწერ : მხატვარი იყო... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოუნდა ფანჯრის რაფაზე ასვლა და ფანჯრების დაწმენდა... ქარში”..." მართალი ხარ, მხატვარი იყო! მომეწონა ძალიან სოფიკო, ვგავართ ერთმანეთს...უბრალოდ მე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით არ დავდივარ სახლში :)
"- ვინ იცის, რამდენ ხანს უნდა მედგას თვალწინ, თავგახეთქილი და თვალებგადმოცვენილი როგორ გდია ძირს "- აი ეს ზედმეტია, რაღაც ვერ ჯდება მთლიან ნაწერში. თუ მოაშორებ, უკეთესი იქნება... საბოლოო ჯამში, მიხარია რომ წავიკითხე... კარგია! წარმატებები!
5. მე ამას ვერ წავიკითხავ ბოლომდე,ძალიან გაიწელა,არასაინტერესოდ:) ბოდიში ავტორს
მე ამას ვერ წავიკითხავ ბოლომდე,ძალიან გაიწელა,არასაინტერესოდ:) ბოდიში ავტორს
4. რა თქმა უნდა შენზე არა აქვს ნათქვამი... მაპატიე ავტორო, იმ წუთას ეს ლექსი გამახსენდა... ხუმრობის ხასიათზე დავდექი... ისე სიმართლე რო გითხრა მეზარება ამხელა რაღაცების კითხვა. :):);) რა თქმა უნდა შენზე არა აქვს ნათქვამი... მაპატიე ავტორო, იმ წუთას ეს ლექსი გამახსენდა... ხუმრობის ხასიათზე დავდექი... ისე სიმართლე რო გითხრა მეზარება ამხელა რაღაცების კითხვა. :):);)
3. მე ვფიქრობ, გალაკტიონს ეგ ჩემზე არა აქვს ნათქვამი და ამას ალბათ თქვენც მიხვდებოდით, მოთხრობა რომ წაგეკითხათ. :))
პატივისცემით მე ვფიქრობ, გალაკტიონს ეგ ჩემზე არა აქვს ნათქვამი და ამას ალბათ თქვენც მიხვდებოდით, მოთხრობა რომ წაგეკითხათ. :))
პატივისცემით
2. წარმატებები ავტორო!!! წარმატებები ავტორო!!!
1. ამ ჩვენს საცოდავ პროზას თუ გამოვაკლებთ ოზას, და მივუმატებთ უწუნს მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს. გალაკტიონი. ამ ჩვენს საცოდავ პროზას თუ გამოვაკლებთ ოზას, და მივუმატებთ უწუნს მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს. გალაკტიონი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|