ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაბუცა
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2010


გთხოვ არ დაისვენო ჯერ ხომ არ გვივლია

ლექსით დაგიფასე შენი ნაწვალები,
ამ შენს ნაწვალებში შემი ცრემლებია.
კალმით გაგიშალე შავი დალალები
შენს ლამაზ თვალებში მუდამ პეპლებია.

გთხოვ არ დაისვენო ჯერ ხომ არ გვივლია
იცი რამდენია ჯერ წინ გასავლელი
გთხოვ არ დაიღალო, ჯერ არ დაგვიწყია
რამდენი წელი გვაქვს ჯერ წინ დასათვლელი.

თუ ამ დიდ ღელვაში ვერავინ მოგვისწრებს
და ეს ოკეანე შენთვის ახალია
მაგრად შემომხვიე ლამაზი ხელები
აქაც გადავრჩებით ღმერთი მაღალია.

და თუ ამ სიყვარულს ვერავის მოვუთხრობთ
არავინ დაგვრჩება ამ ამბის ზიარად
ეს ლექსი დავტოვოთ ყველასთვის წერილად
ვისთვის სიხარულად, ვისტვის კი იარად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები