ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2010


# # #

                                                          ქ-ს


გახშირდა ჩემი ბნელ ოთახში იზოლირება,
საწოლი.
გვერდზე ჩამოვჯდები.
ხელები თავზე.
გულში იყრიან თავს და ნელა მიზოზინებენ
ნერვები, სხეულს - ჭიქას წითელ ღვინით აავსებს.

გული ეჩვევა და ფილტვებიც ღამის ვაკუუმს,
გარეთ გავყარე ყველაფერი, მაწუხებს რაც რამ.
ამოვიქოლე კარები, რომ კარზე კაკუნი,
ვეღარ გავიგო.
ძველებურად რომ ვეღარ ამცრას

დრომ.
ხალხმა, დრომაც დასაფანტი ჭკუა მარიგოს
ვეღარ,
მე მაინც ჩემს საკუთარ ხმაზე ვილოცებ,
მინდა გავაქრო უშენობის ყველა თარიღი,
მინდა რომ გავცდე, უნდა გავცდე, გავცდე გისოსებს.

ვიყო იქ,
სადაც გასათბობად კალენდრებს დავწვავ,
მპოულობს დრო და ისევ ისე მაბრუნებს უკან,
მე ვიცი, შენი თუ არა მწამს,
უფალიც არ მწამს,
მე შენ გიწამე და მორწმუნე, ვაგრძელებ სუნთქვას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები