ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


სანამ დაგვიანდა...

სანამ დაგვიანდა გადაადგი
გზაზე უსაშველო ნაბიჯები,
თორემ შენი რიგი ბოლოა და
ბოლო აღარავის დაჭირდები.
ცისკენ გაიშალე იალქნები
სანამ მისუსტდება ზურგის ქარი,
თორემ ეს ცხოვრება რიფია და
კვერცხის ნაჭუჭია შენი ნავი.
დროზე მიეჩვიე ცაში ფრენას,
სანამ დაგიბერდა ნორჩი ფრთები.
თორემ აქ ჟანგბადი კლებულობს და
მალე სიკვდილისთვის მომწიფდები.
ცოდვით ნუ დაგმანე ეგ ფილტვები,
სული გამოუშვი უსაშველო
სანამ თოვლი ისევ თეთრი არის
იქნებ შენც რაიმე უსაშველო.
უკვე ოცნებები მუქდება და
ვატყობ რეალობაც იცრიცება-
რასაც სიკვდილამდე ვინახავდით
უკვე გაჩენამდე იყიდება.
თვალზე წრფელი ცრემლი შეირჩინე
სანამ გულისცემა გაგიქრება!
თურმე პლასტიკური ქირურგიით
შუბლზე გაწყვეტილი არ იბმება.
მარტო სააქაოს ნუ ეცდები-
გზები გოლგოთამდე გიგრძელდება
ხვალ შენ ჯვრის წაღებას როგორ შეძლებ-
დღეს ხომ სულის თრევაც გიძნელდება.
სანამ გათენდება გაუძელი
ვიცი, გვირაბია ეს ცხოვრება
შუქი ჯერ ისევე შორსაა და
ჩვენი მეგზურია -მოთმინება.

ღვთისკენ იარე და გადაადგი
გზაზე ნაბიჯები უსაშველო-
სანამ საბოლოოდ დაგვიანდა
იქნებ, თავს რაიმე უსაშველო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები