 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 8 თებერვალი, 2010 |
გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ და დარწმუნებული ხარ, არის. სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა, რომ იყოს.
# # #
როდესაც აღარ გეყვარები ( ყოველთვის ასე ხდება უცაბედი და დიდი სიყვარულის შემდეგ ), შენ მე მიმატოვებ. მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ლურჯი ყვავილები შეუძლია მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის უმშვენიერეს თეთრ ვარდებს დაინახავს. მე შენ არაფერს გისაყვედურებ, არაფერს გაგახსენებ, მხოლოდ მეყვარები. მეყვარები განუზომელი სევდანარევი სიმშვიდით, ისე, როგორც მე შემიძლია მხოლოდ. … გაივლის დრო და შენ სულ დამივიწყებ. Gგეყოლება ორი…… სამი…… ან იქნებ, ოთხი შვილიც… მერე შვილიშვილებიც დაგეხვევიან და ბედნიერი კაცი იქნები. გეყვარება ცოლი და ისიც ბედნიერი იქნება. ეყვარები მასაც, მაგრამ ისეთი გულისტკივილით არა, როგორც მე მიყვარხარ… ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული… შვილიშვილებით გახარებული ვერ გაიგებ, როგორ დაგატყობენ წლები თავის კვალს სახეზე და თმებზე ( ჭაღარა კი რა უცბად წამოეპარებათხოლმე ბედნიერ ადამიანებს ). და მერე, დიდი ხნის შემდეგ, ვიცი, რომ დაგესიზმრები, დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით ( შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები ), ჩემი სევდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს დედაშენის თვალების მსგავსი). გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. Mიხვდები ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე. გაგხსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც ჩემი სახით… ჩემი სიყვარული მოგინდება ! ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია… გულისტკივილით გაიფიქრებ, “ როგორ მივატოვეო, ის სულელი გოგო “ ( შენ ხომ ასე გიყვარს თქმა “სულელი გოგო “). სისიულელეა, მაგრამ მე მაინც მოვალ შენთან, როდესაც მიხმობ. შენ კი აუცილებლად დამიძახებ, ვიცი ! … და ხომ ვამბობ, ეს იქნება დიდი ხნის შემდეგ. მე აღარ მექნება ისეთი ლამაზი თმები, შენ რომ გიყვარდა, სულ ჭაღარა ვიქნები ალბათ. ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს ! … მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინათ რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე… და მთელი ჩემი ჩხოვრება, და ის დაკარგული წლები, და იმდენი გულისტკივილი, ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიწმენდ.
1979 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. ოი, მუხა, ვინ გაგახსენდა, ნეტავ? :) :) :) გმადლობ, რომ მოგეწონა. :) ოი, მუხა, ვინ გაგახსენდა, ნეტავ? :) :) :) გმადლობ, რომ მოგეწონა. :)
34. ვახ, ეს არ მქონია წაკითხული,? ძაან, ძაან მომეწონა, სასაცილო არა, " ბედის ირონიაა" . ერთი ვინმე გამახსენდა, მეგონა იმაზე წერდი! დღეს ყველაზე ძალიან ეს მომეწონა, რაც წავიკითხე! ახალდაწერილი მეგონა! ვახ, ეს არ მქონია წაკითხული,? ძაან, ძაან მომეწონა, სასაცილო არა, " ბედის ირონიაა" . ერთი ვინმე გამახსენდა, მეგონა იმაზე წერდი! დღეს ყველაზე ძალიან ეს მომეწონა, რაც წავიკითხე! ახალდაწერილი მეგონა!
33. არტემიდა, უღრმესი მადლობა! :) არტემიდა, უღრმესი მადლობა! :)
32. დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით ( შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები ), ჩემი სევდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს დედაშენის თვალების მსგავსი). გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. Mიხვდები ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე. გაგხსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც ჩემი სახით… ჩემი სიყვარული მოგინდება ! ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია… გულისტკივილით გაიფიქრებ, “ როგორ მივატოვეო, ის სულელი გოგო “ ( შენ ხომ ასე გიყვარს თქმა “სულელი გოგო “).
ძალიან ლამაზია,მოეწონა არტემიდას...:) დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით ( შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები ), ჩემი სევდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს დედაშენის თვალების მსგავსი). გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. Mიხვდები ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე. გაგხსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც ჩემი სახით… ჩემი სიყვარული მოგინდება ! ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია… გულისტკივილით გაიფიქრებ, “ როგორ მივატოვეო, ის სულელი გოგო “ ( შენ ხომ ასე გიყვარს თქმა “სულელი გოგო “).
ძალიან ლამაზია,მოეწონა არტემიდას...:)
31. და რატომ კითხულობდი უკმაყოფილოდ? :))) და რატომ კითხულობდი უკმაყოფილოდ? :)))
30. უკმაყოფილოდ ვკითხულობდი და დაწერის თარიღს რომ დავხედე, დიდსულოვნად გაპატიეთ! :) [♥] უკმაყოფილოდ ვკითხულობდი და დაწერის თარიღს რომ დავხედე, დიდსულოვნად გაპატიეთ! :) [♥]
29. სოფიასო, საიდან მოიფიქრე ამის წაკითხვა? დიდი მადლობა ! :))) სოფიასო, საიდან მოიფიქრე ამის წაკითხვა? დიდი მადლობა ! :)))
27. ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული…
ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული…
26. ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს... ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს...
25. საოცრად ლამაზია :) მართალია, მთავარი გმირის არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ :) საოცრად ლამაზია :) მართალია, მთავარი გმირის არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ :)
24. ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი!
23. გაგხსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც ჩემი სახით… ჩემი ძალიან...:) გაგხსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც ჩემი სახით… ჩემი ძალიან...:)
22. როგორ მეამა ეხლა ამ "ბებერი" ჩანახატის წაკითხვა?! :)
გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ და დარწმუნებული ხარ, არის. სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა, რომ იყოს.
ეს ესე იყო, არის და იქნება... რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს...
როგორ მეამა ეხლა ამ "ბებერი" ჩანახატის წაკითხვა?! :)
გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ და დარწმუნებული ხარ, არის. სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა, რომ იყოს.
ეს ესე იყო, არის და იქნება... რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს...
21. არა, ტყუილი გამომივიდა 26 წლის კი არა 32 წლისაა :) :) :) არა, ტყუილი გამომივიდა 26 წლის კი არა 32 წლისაა :) :) :)
20. ეს რა სმაილი დამიწერია უკაცრავად :) ეს უნდა ყოფილიყო :) ეს რა სმაილი დამიწერია უკაცრავად :) ეს უნდა ყოფილიყო :)
19. საინტერესოა :)) მაგრამ თითქოს რაღაც აკლია :))))))) საინტერესოა :)) მაგრამ თითქოს რაღაც აკლია :)))))))
18. თამარ ბუკიას, რასაკვირველია, გულუბრყვილოა, ის ახლა 26 წლისაა. :) :) :)
თამარ ბუკიას, რასაკვირველია, გულუბრყვილოა, ის ახლა 26 წლისაა. :) :) :)
17. აბსოლუტურად ვეთანხმები შენს ბოლო კომენტარს, ტენდი! სიყვარულს არა აქვს ასაკი და არც ასაკობრივი დაყოფა ესაჭიროება! ასე რომ...
ახლა, რაც შეეხება ნაწარმოებს, - ლამაზი ჩანახატია... მაგრამ უფრო "გულუბრყვილო" , ვიდრე "ღრმა"... :) :))))))))))))) აბსოლუტურად ვეთანხმები შენს ბოლო კომენტარს, ტენდი! სიყვარულს არა აქვს ასაკი და არც ასაკობრივი დაყოფა ესაჭიროება! ასე რომ...
ახლა, რაც შეეხება ნაწარმოებს, - ლამაზი ჩანახატია... მაგრამ უფრო "გულუბრყვილო" , ვიდრე "ღრმა"... :) :)))))))))))))
16. არ დაიჯერო,:) სიყვარული სიბერეშიც ახალგაზრდაა და ადამიანს აახალგაზრდავებს, თურმე. :) გამიხარდა, რომ შემოხვედი. :) არ დაიჯერო,:) სიყვარული სიბერეშიც ახალგაზრდაა და ადამიანს აახალგაზრდავებს, თურმე. :) გამიხარდა, რომ შემოხვედი. :)
15. :) სიყვარულს სიბერე არ უხდება,ახალგაზრდობაში თავს უფრო ლაღად გრძნობს... :) სიყვარულს სიბერე არ უხდება,ახალგაზრდობაში თავს უფრო ლაღად გრძნობს...
13. ზვიო, გმადლობთ. ამ მინიატურამ "თავის დროზე" საქართველო შემოიარა, ზეპირ, თუ წერილობით ფორმაში. მაშინ დიდი რამე მეგონა. ახლა ვხვდები, რომ გულუბრყვილოა და სასაცილო. :) შენს გახსენებაზე კი რას ვამბობხოლმე იცი ?!: არა, ზვიო უნდა ვიშვილო, ჩემი ესმის ! :) :)
პირველ კომენტარზე კი რას გიპასუხებ, იცი ? ადამიანებმა დაკარგეს... რუსები ასე იტყოდნენ " Самоатдача"... и " Самопажертвование"... ადამიანი კი ეგოისტი და ნარცისივით საკუთარ თავზე შეყვარებული რჩება თუ სხვისთვის ცხოვრების უნარს კარგავს.
პატივისცემით :ტენდი ზვიო, გმადლობთ. ამ მინიატურამ "თავის დროზე" საქართველო შემოიარა, ზეპირ, თუ წერილობით ფორმაში. მაშინ დიდი რამე მეგონა. ახლა ვხვდები, რომ გულუბრყვილოა და სასაცილო. :) შენს გახსენებაზე კი რას ვამბობხოლმე იცი ?!: არა, ზვიო უნდა ვიშვილო, ჩემი ესმის ! :) :)
პირველ კომენტარზე კი რას გიპასუხებ, იცი ? ადამიანებმა დაკარგეს... რუსები ასე იტყოდნენ " Самоатдача"... и " Самопажертвование"... ადამიანი კი ეგოისტი და ნარცისივით საკუთარ თავზე შეყვარებული რჩება თუ სხვისთვის ცხოვრების უნარს კარგავს.
პატივისცემით :ტენდი
12. მშვენიერი ჩანახატია... ულამაზესი... პატარა და საოცრად მიმზიდველი... ყველა ადამიანს რაღაცას რომ გაახსენებს, მერე დააფიქრებს... სილას რომ გააწნავს სახეში და რომ არ შემოგხედავს, ისე რომ დაგტოვებს... :) მშვენიერი ჩანახატია... ულამაზესი... პატარა და საოცრად მიმზიდველი... ყველა ადამიანს რაღაცას რომ გაახსენებს, მერე დააფიქრებს... სილას რომ გააწნავს სახეში და რომ არ შემოგხედავს, ისე რომ დაგტოვებს... :)
11. ვიფიქრე, ასე უკეთესი იქნება მეთქი და გავაკეთე ის, რაც ვიფიქრე... მაგრამ.. აღმოჩნდა რომ, არ ვყოფილვარ მართალი... მე რა უფლება მქონდა... მე ვინ ვარ საერთოდ... ვინმეს ან ჭკუა ვასწავლო, ან დავარიგო... მე ვის რაში ვჭირდები... რატომ ვერ ვხვდებით, რომ ხშირად ზედმეტები ვართ? გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ და გვგონია, ამ სამყაროს იქეთ არაფერი ხდება... გვგონია, რომ სხვებსაც ვაინტერესებთ და სხვებისთვისაც რამეს წარმოვადგენთ, სისულელეა თურმე... არავის არ აინტერესებ... არავის... არც არავის აინტერესებს შენი აზრები, შენი ფიქრები... სამწუხაროდ ყველა თავისი აზრებით ცხოვრობს და შენი ფიქრები და ოცნებები არავის ანაღვლებს... გიყვარს? მერე რა... გძულს? მერე რა... ისე, ამდენს რომ ვფიქრობ ამისაც მეშინია... ვფიქრობ და ისევ მეშინია... ეს კარგია თუ ცუდი?... იქნებ საერთოდ არ უნდა ვიფიქრო? იქნებ ფიქრი არაა ჩემი საქმე... თუ ფიქრი არაა ჩემი საქმე, გამოდის.... ოცნებაც არ შემიძლია... ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ... კაცს, რომ ფიქრის და ოცნების შეგეშინდება... არადა ვფიქრობდი, ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ყველსათვის და ის გავაკეთე, რაც ვიფიქრე... ჰოდა, ეხლა ვხვდები რომ მაგრად მივქარე.... ვიფიქრე, ასე უკეთესი იქნება მეთქი და გავაკეთე ის, რაც ვიფიქრე... მაგრამ.. აღმოჩნდა რომ, არ ვყოფილვარ მართალი... მე რა უფლება მქონდა... მე ვინ ვარ საერთოდ... ვინმეს ან ჭკუა ვასწავლო, ან დავარიგო... მე ვის რაში ვჭირდები... რატომ ვერ ვხვდებით, რომ ხშირად ზედმეტები ვართ? გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ და გვგონია, ამ სამყაროს იქეთ არაფერი ხდება... გვგონია, რომ სხვებსაც ვაინტერესებთ და სხვებისთვისაც რამეს წარმოვადგენთ, სისულელეა თურმე... არავის არ აინტერესებ... არავის... არც არავის აინტერესებს შენი აზრები, შენი ფიქრები... სამწუხაროდ ყველა თავისი აზრებით ცხოვრობს და შენი ფიქრები და ოცნებები არავის ანაღვლებს... გიყვარს? მერე რა... გძულს? მერე რა... ისე, ამდენს რომ ვფიქრობ ამისაც მეშინია... ვფიქრობ და ისევ მეშინია... ეს კარგია თუ ცუდი?... იქნებ საერთოდ არ უნდა ვიფიქრო? იქნებ ფიქრი არაა ჩემი საქმე... თუ ფიქრი არაა ჩემი საქმე, გამოდის.... ოცნებაც არ შემიძლია... ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ... კაცს, რომ ფიქრის და ოცნების შეგეშინდება... არადა ვფიქრობდი, ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ყველსათვის და ის გავაკეთე, რაც ვიფიქრე... ჰოდა, ეხლა ვხვდები რომ მაგრად მივქარე....
9. ილტოსპირელი,გმადლობთ. :) შენს კომენტარებს ჩემთვის ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს. :)
პატივისცემით : ტენდი ილტოსპირელი,გმადლობთ. :) შენს კომენტარებს ჩემთვის ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს. :)
პატივისცემით : ტენდი
7. დაისი, აი ახლა კი უდიდესი მადლობა ! :) :) დაისი, აი ახლა კი უდიდესი მადლობა ! :) :)
6. სერიზულად არ მიმიღია...წანამძღვარი ხომ წავიკითხე... :)
გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ და დარწმუნებული ხარ, არის. სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა, რომ იყოს.
ავტორი ამდენს რომ ხვდება, ისედაც ხომ გასაგებია უკვე...უბრალოდ, კარგად წერთ სერიზულად არ მიმიღია...წანამძღვარი ხომ წავიკითხე... :)
გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ და დარწმუნებული ხარ, არის. სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა, რომ იყოს.
ავტორი ამდენს რომ ხვდება, ისედაც ხომ გასაგებია უკვე...უბრალოდ, კარგად წერთ
5. მედეა მოლოდინი და დაისი, დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ, :)მაგრამ ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებთ, ჩემი აზრით გულუბრყვილოა და სასაცილო. :)
ტენდი მედეა მოლოდინი და დაისი, დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ, :)მაგრამ ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებთ, ჩემი აზრით გულუბრყვილოა და სასაცილო. :)
ტენდი
4. გუშინდელი, ჯერ ერთი რატომ ხარ გუშინდელი ?! :) და მეორეც, არა მგონია მოგწონებოდა, იმიტომ, რომ არც მე არ მომწონს. :), თან შენ "ცოტა" უცნაურად გაქვს გონება მოწყობილი. უბრალოდ, ეს მინიატურა ძალიან ბევრი წლისაა და თავის "საინტერესო" ბიოგრაფია აქვს ჩემგან დამოუკიდებლად, ამიტომ გადავწყვიტე გამოქვეყნება. :) ისე კი, შენი კომენტარები მაინც მიხარია. :)
პატივისცემით : ტენდი გუშინდელი, ჯერ ერთი რატომ ხარ გუშინდელი ?! :) და მეორეც, არა მგონია მოგწონებოდა, იმიტომ, რომ არც მე არ მომწონს. :), თან შენ "ცოტა" უცნაურად გაქვს გონება მოწყობილი. უბრალოდ, ეს მინიატურა ძალიან ბევრი წლისაა და თავის "საინტერესო" ბიოგრაფია აქვს ჩემგან დამოუკიდებლად, ამიტომ გადავწყვიტე გამოქვეყნება. :) ისე კი, შენი კომენტარები მაინც მიხარია. :)
პატივისცემით : ტენდი
3. ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული…
ხოდა იყოს, უბედური, ვინც სიყვარულის ფასი არ იცის, შენ რატომ უნდა იდარდო ამაზე? ვინც გაგირბის, ის არ არის შენი ღირსი... სიყვარულის ნიჭი უბედური ადამიანების ხვედრი არ არის... აი, ასე...
საინტერესო ხელწერა რომ გაქვთ, ეს ფაქტია ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული…
ხოდა იყოს, უბედური, ვინც სიყვარულის ფასი არ იცის, შენ რატომ უნდა იდარდო ამაზე? ვინც გაგირბის, ის არ არის შენი ღირსი... სიყვარულის ნიჭი უბედური ადამიანების ხვედრი არ არის... აი, ასე...
საინტერესო ხელწერა რომ გაქვთ, ეს ფაქტია
2. კარგია, თან "არაბული ცეკვის" მუსიკაზე ვკითხულობდი, ვიპოვე YouTube-ში. ლინკი ხომ არ გინდა? ასოები სადაც უსწოროა ან ზედმეტი შეგიძლია გაასწორო: პირად გვერდზე დააწკაპუნე ნაწარმოებზე (ისარზე არა) და შეასწორე, მერე "შეტანა". მე მგონი გამოვა. კარგია, თან "არაბული ცეკვის" მუსიკაზე ვკითხულობდი, ვიპოვე YouTube-ში. ლინკი ხომ არ გინდა? ასოები სადაც უსწოროა ან ზედმეტი შეგიძლია გაასწორო: პირად გვერდზე დააწკაპუნე ნაწარმოებზე (ისარზე არა) და შეასწორე, მერე "შეტანა". მე მგონი გამოვა.
1. მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინათ რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე… და მთელი ჩემი ჩხოვრება, და ის დაკარგული წლები, და იმდენი გულისტკივილი, ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიჭმენდ.
მაინც არ მემეტები,ვაი...იმან იდარდოს კარგს რომ გაურბის! მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინათ რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე… და მთელი ჩემი ჩხოვრება, და ის დაკარგული წლები, და იმდენი გულისტკივილი, ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიჭმენდ.
მაინც არ მემეტები,ვაი...იმან იდარდოს კარგს რომ გაურბის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|