ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


*** (ეძღვნება შოთა აბუსელიძის ხსოვნას)

რა გააქარწლებს ნეტავ იმ ტკივილს
რაც შენმა წასვლამ ჩვენში დატოვა,
გაგვახსენდები, მოვჰყვებით ტირილს,
ძალიან გვიჭირს შენი დათმობა..

სანამ ჩვენიდან შენ წახვიდოდი
იყავი მზრუნველი, თბილი ბაბუა
ხანდახან თბილად გამიწყრებოდი,
სულ მიღიმოდი ჩემო ბაბუა..

გამახსენდება ბავშვობის წლები,
შემიპყრობს სევდა, მიჭირს დამალვა,
და მომადგება მე თვალზე ცრემლი,
მიჭირს უშენოდ თავის გატანა..

გახსოვს ამბობდი, "მე არ მოვკდები"
მე ვერ შევიგრძნობ სიკვდილის ტანჯვას,
არამედ ღმერთთან მე გავფრინდები
და გავექცევი სიკვდილის ნამგალს..."

და ასეც მოხდა თხუთმეტ დეკემბერს,
შენ ვერ გაიგე სიკვდილის მოსვლა,
ფრთები მოისხი, გაჰყევ ნაპირებს,
შენ ჩვენგან წადი, დატოვე ხსოვნა..

დატოვე ხსოვნა მართალი კაცის,
კარგი ბაბუის, კეთილი მამის,
იდეალური შენ იყავ ქმარი
დატოვე ჩვენში შენ დიდი კვალი..

ლექსის წერისას მოვჰყევი ჩივილს,
შენზე ფიქრებმა ჩემს გულს დათოვა,
რა გააქარწყლებს ნეტავ იმ ტკივილს,
რაც შენმა წასვლამ ჩვენში დატოვა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები