ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
პირველი პოეტი მეორე პოეტი პირველი კეკელკა მეორე კეკელკა
პირველი მოქმედება
სახინკლე. ნაბახუსევი პოეტები ერთმანეთს შეხვდნენ.
პ.პ: ძმა, რას შობი? მ.პ: მაგგარ ლქსს ვწერ ბოიშვილი ვიყო? პ.პ: ძმა, ხომ იცი პირველი მე ვკითხულობ. მ.პ: აბა რაა, ბოიშვილი ვიყო. პ.პ: ძმა, დღეს ჩემი საღამოა და თმები უნდა დავაწეწინო ქალებს. მ.პ: აუ, ბოიშვილი ვიყო, იმ ლექსს წავიკითხავ შენ რომ იცი, და თუ არ გაათავონ დარბაზში აგერ ნახავ ბოიშვილი ვიყო. პ.პ: ძმა, ხომ იცი ბევრი იწილობიწილო არ მიყვარს, ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, და მორჩა. ჩვენ თუ არ დავაფასეთ ჩვენი თავი, ისე ვინ დაგვაფასებს. ახლა ისეთი დრო არის, რომ უნდა დაასწრო სხვას, თორე აგასწრებს სცენაზე ასვლას და მერე შენ მოგიწევს ტაშის დაკვრა დარბაზიდან. მ.პ: ბოიშვილი ვიყო, თუ არ ჩავხადო მაგ მერძევეებს, წავიდნენ ყველი ამოიყვანონ ის აჯობებს, მაგათი დასაკავებელი სცენა სად არის, ბოიშვილი ვიყო ერთმანეთს ქაჩავენ თორე რა პოეტები და მწერლები ეგენიც არიან. პ.პ: ძმა, ასიანი ხარ, ჰოდა ჩვენც ერთად უნდა ვიყოთ და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ ძმა, ცხოვრება ქუჩის ქალია, იაფად არ იყიდება, მაგრამ მაინც უნდა დავითრიოთ ნაწნავებით ეგ ... მ.პ: აი, მეც მანდა ვარ ბოიშვილი ვიყო. ჰა ერთიც დავლიოთ ბოიშვილი ვიყო, ჩვენს პოეზიას გაუმარჯოს! პ.პ: გაუმარჯოს! ძმა...
მეორე მოქმედება
პირველი კეკელკას კომპიუტერის ოთახი, მეორე კეკელკას კომპიუტერის ოთახი, - ინტერნეტის საშუალებით საუბრობენ.
პ.კ: პრივეტიკ, გოგო სად დაიკარგე, იცი გუშინ რა მაგარი დრო გავატარეთ? მ.კ: აუ, მართლა? გოგო სალონში ვიყავი და გვიან გამოვედი იქედან. ვინები იყვნენ მითხარი გეხვეწები. პ.კ: ვინა და შენ რომ იცი, ის იყო, მისი ძმაკაცი რომ არის, ისა და ჩვენ გოგოები, მეტი არავინ. მ.კ: მერე, რაო ვაჟბატონმა? პ.კ: რაო და სად არის ჩემი სიცოცხლეო. მ.კ: მერ შენ რა უთხარი? პ.კ: მეთქი შეყვარებულს შეხვდა და სადღაც ბარში იქნებიან, ან კინოში წავიდოდენ, აბა შენ ხომ არ დაგელოდებოდა, სანამ ძმებში ქეიფს მორჩებოდი მეთქი. მ.კ: კაი რა, მაგას კიდევ გაგიჟება უნდა, ისედაც ისეთ გიჟურ ლექსებს მიწერს. პ.კ: ჰო,, მართლა დღეს მისი პოეზიის საღამოა, იცოდი? მ.კ: აბა რაა, აბა რისთვის დავიყენე ასეთი პრიჩოსკა. პ.კ: რა პრიჩოსკაა, გაფიცებ. მ.კ: კრისტი. პ.კ: გენაცვალე, შენისთანა გოგო სად არის. მ.კ: არც შენ ხარ ნაკლები, გენაცვალოს ჩემი თავი. პ.კ: ვაფშემც მაგარი გოგოები ვართ. მ.კ: შენა, მისმა ძმაკაცმა რაო, სიყვარული არ აგიხსნა? პ.კ: კი გოგო, ისეთი რაღაცეები მელაპარაკა, გადამრია, მერე ლექსები წამიკითხა, ნუ მოკლედ. მ.კ: კაი ბიჭია, კარგი მამაც ჰყავს, ხელიდან გასაშვები საქმე არ არის იცოდე. პ,კ: ვიცი გოგო, მაგათი მამები ერთ ბიზნესში არ არიან? შვილები კი გამოუვიდათ გიჟპოეტები, მაგრამ მერე ამათაც გაუვლით, და საქმეს მოკიდებენ ხელს. მ.კ: მეც მაგის იმედი მაქვს... ეჰ წავედი, ესეიგი საღამოს გნახავ, პაკაა... პ.კ: საღამოს ჩაგკოცნი, პაკაა, ნახვამდიიის...
მესამე მოქმედება
პოეზიის საღამო. პირველი პოეტი და მეორე პოეტი სცენაზე არიან. პირველი კეკელკა და მეორე კეკელკა დარბაზში სხედან. დარბაზი სავსეა პოეზიის მოტრფიალე ადამიანებით.
კონფერენსიე: ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უნიჭიერესი პოეტის საღამოზე, მისი ლექსები აღგვაგზნებს, მისი რითმები აღგვაფრთოვანებს, მისი ხმა, წაკითხვის მანერა განუმეორებელ შთაბეჭდილებას შეგვძენს. მე თავს აღარ შეგაწყენთ, სცენას ვუთმობ და მივესალმები გენიალურ შემოქმედსა და პოეტს...
დარბაზში მქუხარე ტაშია. პირველი პოეტი გამოდის და სცენის შუაგულში იკავებს ადგილს, დარბაზში სიჩუმეა.
პ.პ: მე პოეტი ვარ ძმა, მე პოეტი ვარ ბიჭო, მე პოეტის მაქვს ხმა, მე პოეზიას ვირჭობ ვენაში როგორც შპრიცს, და როცა ლომკა მიპყრობს, ლორკას ვკითხულობ ძმა, მე პოეტი ვარ ბიჭო. მაჯებს დავიხსნი კვლავ, სისხლით შევღებავ სავალს, მე პოეტი ვარ ძმა, არ ვგავარ ვიღაც ახვარს. მე პოეტის მაქვს ხმა, ათას გრამს ერთად შევკრებ, კილოგრამს დავშლი ათასად. მე პოეტის მაქვს ხმა, ვერ გამაჩუმებს ანტანტაც, და ვერც ვიღაცა კვერცხი, თუნდაც ფაბერჟედ იქცეს, ვერ გამაჩერებს ძმა, ჩემი ღმერთია ქრისტე...
დარბაზში მქუხარე ტაშისა და ხმამაღალი შეძახილების გუგუნი ისმის. მეორე კეკელკა ცრემლიანი თვალებით მისჩერებია სცენას.
დარბაზის ხმა: ნამდვილი პოეტი ხარ, ძმა, პოეტი ხარ ძმა...
სცენაზე გამოდის მეორე პოეტი, სიმთვრალე ეტყობა, და ისიც სცენის შუაგულში დგება, თან აქეთ-იქეთ ქანაობს.
მ.პ: მეც პოეტი ვარ, ბოიშვილი ვიყო, ბოიშვლების მზეს დავაბნელებ და მერე ლაგამს გამოვდებ ცხენს, გავაჭენებ და მერე ბოიშვილი ვიყო მე პოეტი ვარ და ქალსაც თან გავაყოლებ ცხენს, ბოიშვილი ვიყო ჩემი რაც არ უნდა მქონდეს თან, ჩამოგირიგებთ ყველას და გავიშიშვლებ ტანს. ბოიშვილი ვიყო მიყვარს ერთი გოგო და დღეს იგი თქვენს შორის არის, ნაზად მიღიმის მე ბოიშვილი ვიყო მიყვარს, ჩემი გოგოა ეს, და გახელებულ ვნებით, სასწაულ ლექსებს ვწერ...
დარბაზში ტაშის გრიალია, პირველი პოეტი უხერულად იშმუშნება.
დარბაზის ხმა: პოეტი ხარ, ნამდვილი პოეტი ხარ, ბოიშვილები ვიყოთ ნამდვილი... პ.პ: მოიცათ ერთი, ეს ჩემი საღამოა, თუ ბალაგანია? ძმა , დამტოვე ერთი შენს გაზრდას, ხალხს უნდა მივხედო. მ.პ:ბოიშვილი ვიყო, ამ ხალხს მე უფრო ვჭირდები. პ.პ: ძმა, სისხლს ნუ დამაღვრევინებ, ეკლესიური ვარ , ძმა. მ.პ: ბოიშვილი ვიყო დაგჭრი... პ.პ: შუბლს გაგიხვრეტ ძმა, მოეშვი ამ ბაზარს. მ.პ: ვისა ბოიშვილი ვიყო, აგჩეხავ ბოიშვილი ვიყო.
მეორე პოეტი დანას იღებს ჯიბიდან და პირველი პოეტის მიმართულებით იქნევს, პირველი პოეტი ოდნავ უკან იხევს, თან უბეში მიმალულ პისტოლეტს აშიშვლებს და მეორე პოეტს ესვრის, მეორე პოეტი ძირს ეცემა და მკერდიდან სისხლი მოსდის.
მ.პ: ეს რა ქენი ბოიშვილი ვიყო, დაგბრიდავ ბოიშვილი ვიყო...
მეორე პოეტი დანას ისვრის, პირველი პოეტი უსულოდ ეცემა საძილე არტერიაში დანაგარჭობილი.
მ.პ: ბოიშვილი ვიყო...
დარბაზში სიჩუმეა, პირველი კეკელკა ტირის.
დარბაზის ხმა: ორივე აქედან უნდა გავასვენოთ, ძალიან უყვარდათ ეს სცენა.
მეოთხე მოქმედება
სასაფლაოზე. პირველი კეკელკა და მეორე კეკელკა.
პ.კ: გოგო მგონი ეშველათ ამათ. მ.კ: ჰო, მაგათაც და ჩვენც გვეშველა. პ.კ: მამამისი მაგარ სამსახურს ჰპირდება, მანქანა უკვე უყიდა. მ.კ: ჩემსას ჯერ მაგისტრატურა აქვს დასმთავრებელი, და შემდეგ საზღვარგარეთ გვპირდებიან გაშვებას. პ.კ: ცოტა მშურს შენი ,ხო იცი. მ.კ: რატო? საშურად შენ უფრო გაქვს საქმე, მილიონერის რძალი ხარ გენაცვალე. პ.კ: ჰო ეგ კი, მაგრამ საზღვარგარეთ მაინც მაგარია. იქ მაგრად უდგებათ აქაურებსო გამიგია. მ.კ: აქ რა ისე არ უდგებათ როგორც იქ, თუ ჰაერი მოქმედებს. პ.კ: არა გოგო, იქ უფრო თავისუფლად არიან, კომპლექსების გარეშე, გაიგე? მ.კ: ჰო, კაი მორჩი, ამათ რა ვუყოთ ახლა. პ.კ; სანთლები ავანთოთ და წავიდეთ.
სანთლებს ანთებენ და მიდიან.
მ.პ: სად ვარ ბოიშვილი ვიყო? პ.პ: ვაა ძმა, შენ ხარ ძმა? მ.პ: მე ვარ ბოიშვილი ვიყო, სად ვართ ბოიშვილი ვიყო? პ.პ: გუშინ ჩვენი ჯვრისწერა იყო, აღარ გახსოვს ძმა? მ.პ: აუ, ბოიშვილი ვიყო რა ღრმად შეგვიტოპავს. პ.პ: ძმა, ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა გავიტანოთ ლელო, და ერთად უნდა ვზიდოთ უღელი. მ.პ: აუ, შენზე დავწერე ლექსი ბოიშვილი ვიყო. პ.პ: ძმა ხარ, მეც შენზე დაწერილ ლექსს დავატარებ გულის ჯიბით ძმა. მ.პ: წამიკითხე ბოიშვილი ვიყო. პ.პ: კი ძმა, ახლავე. მ.პ: მეც წაგიკითხავ ბოიშვილი ვიყო.
სცენა ბნელდება, ახალგაზრდები ერთმანეთს ეხვევიან და ლექსების კითხვაში ეძინებათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მომეწონააა ))) +++++ და კიდე ++++ მომეწონააა ))) +++++ და კიდე ++++
19. :)) :)) :))
რატო აქ ნეტა ასე ცოტა კომენტარი :D :)) :)) :))
რატო აქ ნეტა ასე ცოტა კომენტარი :D
18. =))
აუუუჰ, ძლივს ამომესუნთქა... რამდენმა იცნო აქ თავისი თავი? :D :)) უიმეეე და ვაი :D გაგუდვას ვარ :)) =))
აუუუჰ, ძლივს ამომესუნთქა... რამდენმა იცნო აქ თავისი თავი? :D :)) უიმეეე და ვაი :D გაგუდვას ვარ :))
16. :D:D:D კარგი რამე იყო,მომეწონა:D :D:D:D კარგი რამე იყო,მომეწონა:D
15. es rom daidgmeba qartul tatrshi chavtvli teatri agar arismetki.. tragikomedia. ra aris tragikomedia mitxarit erti.. :( es rom daidgmeba qartul tatrshi chavtvli teatri agar arismetki.. tragikomedia. ra aris tragikomedia mitxarit erti.. :(
14. xalxo!!!!! am cickna tekstebs ra moqmedebebad yoft cadit teatrshi cadit bibliotekashi da naxeT dramis Teoria ras moicavs rom daadebT aq dramas.. marto mdzime certils rom uyurebt.. xatrit vcer 5 xalxo!!!!! am cickna tekstebs ra moqmedebebad yoft cadit teatrshi cadit bibliotekashi da naxeT dramis Teoria ras moicavs rom daadebT aq dramas.. marto mdzime certils rom uyurebt.. xatrit vcer 5
13. ამაზე მეგონა კომენტარი მქონდა:) მაგარია ამაზე მეგონა კომენტარი მქონდა:) მაგარია
12. ჰაა, მაგარიაა, ვიხალისე კარგად :D ჰაა, მაგარიაა, ვიხალისე კარგად :D
11. სატირელია სასაცილო რომ არ იყოს :)
მომწონს ეს ავტორი :)
პოოFიგუ მაროოოზ და მალიშ? :)) სატირელია სასაცილო რომ არ იყოს :)
მომწონს ეს ავტორი :)
პოოFიგუ მაროოოზ და მალიშ? :))
10. აქ დიდი ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი ვგონებ ... :D :D :D აქ დიდი ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი ვგონებ ... :D :D :D
9. =)) მაგარ!
ხალხი სადაა,ხალხი?! რატო არ დაგიკომენტარეს?=))
კეკელ-party:))
=)) მაგარ!
ხალხი სადაა,ხალხი?! რატო არ დაგიკომენტარეს?=))
კეკელ-party:))
8. ყოჩარ ძმაო! კარგად გავერთე!:D ყოჩარ ძმაო! კარგად გავერთე!:D
7. ბრავო შენ. გამგები გაიგებსო ნათქვამია და ეჭვი მაქვს იმდენი დადუმებულა და უხმოდ გასულა ამ გვერდიდან.
მართლა საღოლ შენ. გადასარევად წერ. სწორედაც რომ სიუჟეტია ძალიან აქტუალური.
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი ბრავო შენ. გამგები გაიგებსო ნათქვამია და ეჭვი მაქვს იმდენი დადუმებულა და უხმოდ გასულა ამ გვერდიდან.
მართლა საღოლ შენ. გადასარევად წერ. სწორედაც რომ სიუჟეტია ძალიან აქტუალური.
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
6. :):):):):):):):):):):):) :):):):):):):):):):):):)
5. ქალბატონო თამარ, წესებს არღვევთ. თქვენ თქვით რომ რაც არ მოგეწონებოდათ, იმაზე კომენტარს არ გააკეთებდით. :) ქალბატონო თამარ, წესებს არღვევთ. თქვენ თქვით რომ რაც არ მოგეწონებოდათ, იმაზე კომენტარს არ გააკეთებდით. :)
4. კაია, თუ ვინმეს გაეცინება...
როცა ამდენჯერ არის ნახმარი "ბოიშვილი" ან "ძმა" - უკვე ეჩვევა ყური და აღარ გეცინება... დაახლოებით ისეა, შიშველ ინდიელებზე რომ უყურებდე ფილმს და მერე ეს სიშიშვლე რომ "გეკარგება" სადღაც და მხოლოდ ფილმის სიუჟეტს უყურებ და აღიქვამ... სიუჟეტი კი, დამიჯერე, არც თუ ძალიან სასაცილოა. ორი პოეტი დგას სცენაზე და ლექსებს კითხულობს... მერე ჩხუბობენ და ხოცავენ ერთმანეთს... ან შტერი გოგონები როგორ საუბრობენ თავის "შეყვარებულებზე"... და მერე? რააა, რო, ამით? არც არაფერი... აი, მთელი შენი სიუჟეტი... :))))))))))) კაია, თუ ვინმეს გაეცინება...
როცა ამდენჯერ არის ნახმარი "ბოიშვილი" ან "ძმა" - უკვე ეჩვევა ყური და აღარ გეცინება... დაახლოებით ისეა, შიშველ ინდიელებზე რომ უყურებდე ფილმს და მერე ეს სიშიშვლე რომ "გეკარგება" სადღაც და მხოლოდ ფილმის სიუჟეტს უყურებ და აღიქვამ... სიუჟეტი კი, დამიჯერე, არც თუ ძალიან სასაცილოა. ორი პოეტი დგას სცენაზე და ლექსებს კითხულობს... მერე ჩხუბობენ და ხოცავენ ერთმანეთს... ან შტერი გოგონები როგორ საუბრობენ თავის "შეყვარებულებზე"... და მერე? რააა, რო, ამით? არც არაფერი... აი, მთელი შენი სიუჟეტი... :)))))))))))
3. ზედმეტად უტრირებულია... ნო იუმორომ ბერიოტ :) ტრაგიკულიც კია საცხა :) ზედმეტად უტრირებულია... ნო იუმორომ ბერიოტ :) ტრაგიკულიც კია საცხა :)
2. (ტაშს გიკრავ)! (ტაშს გიკრავ)!
1. =)) =)) =))
მაგარი კაციი :))
ძმა კიარა, "ძმი" ბიჭო :)) =)) =)) =))
მაგარი კაციი :))
ძმა კიარა, "ძმი" ბიჭო :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|