ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2010


ზამთრის დღიურიდან

* * *

როცა ვბრუნდები, მეუბნები- ფიფქებს გავხარო
მარჯვენა მუჭში  მიდებ ზამთრის სასოწარკვეთას
და ზამთრის ცივ, ჭაღარა სიზმრებს.
მე ის სიზმრები რამდენიმე წუთში მიდნება.
და თვალთან მიმაქვს- სიკვდილად  რომ დავიმახსოვრო.
--------------- ----------------------------------------------------
მთელი ცხოვრება ზამთრის ბორცვებს ვთვლი და ვასწორებ
მთელი ცხოვრება მაინც ზამთრის მოლოდინში ვარ
რომ დამდნარი გაწბილებით ხელახლა დავტკბე.
-------------------------------------------------------------
ისიც ვიცი, რომ ეს საღამო თოვლად ამწონის
მაგრამ ნახევრად ცისა ვარ და ვერაფერს მატკენს.
12.02.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები