ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანჯელინა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2010


უცებ მოფრენილი ლექსი

ტელევიზორი ზამთარს აცხადებს, შემცივდი ისევ.
ათასმეერთე დაზამთრებას ვერ გადავიტან.
ველი განაჩენს, ისე როგორც მძიმე დიაგნოზს
დროა ჯალათი და ის უფრო მეტად დამიცავს.
შენ ახლა შორს ხარ, ისე შორს რომ ხმას ვერ მოგაწვდენ
ვთვლი, გვიანია ფიქრთა უფრო გახმოვანებაც.
შილიფად ჩაცმულს შენი მხრები თუ ვერ დამიცავს
სხვის პოეზიას გასათბობლად შემოვიხურავ.

ტელევიზორი ზამთარს აცხადებს,
მე არ ვცვლი მიზნებს:
იასამნობას გადავწყვიტე გარდაცვალება.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები