რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის და რა უცბად შეიძლება გაქრეს ის...
თვალი გავახილე თუ არა თოვლის სინათლემ და სითეთრემ შემომანათა. საწოლიდან წამოვხტი და გადაბარდნილ არემარეს ბავშვური სიხარულით შევციცინე.მიყვარს თოვლი,უამრავი თეთრი ფანტელი თავბრუდამხვევი სისწრაფით რომ ეშვება ციდან და ჩუმი შრიალით ეფინება მიწას. გული ვიჯერე ფიფქების ცქერით და სამზარეულოს მივაშურე. ცხელი ყავა ახლა დიდი ნეტარება იყო ჩემთვის. ფანჯრის რაფაზე ბეღურები დამწკრივებულან,იციან მათი დანახვა როგორ მიხარია, აქ მათ საკენკი მუდამ ეგულებათ. ისე მშვიდად ზიან თითქოს ვერც მამჩნევენ,მე კი მათ ,,თავხედობაზე" ტკბილად მეღიმება. სახლიდან ადრიანად გამოვდივარ,სამსახურში მისვლამდე გასეირნება არ მაწყენდა,ფიფქებს წავეთამაშები,ცოტას უაზროდ ვიხეტიალებ და თოვლის სურნელით დავთვრები.მოვასწრებ სანამ სუფთაა და უამრავი ნაფეხურით არ გათელილა.ვუმზერ სიცივით და სიხარულით ლოყებაწითლებულ და თვალებგაბრწყინებულ ბავშვებს და მგონი მე უფრო მეტად მიხარია,მე ხომ დიდი ბავშვი ვარ! ხეტიალის დრო აღარ მაქვს. რა ხანმოკლეა ბედნიერების წუთები...მეტროს ამოსასვლელიდან სირბილით ამოვდივარ,ნაცნობ მათხოვრებს ხურდას ვუნაწილებ და გავრბივარ. აუ,საყვედური არ ამცდება! იქვე მოხუც ქალს ვამჩნევ,ადრე არ მინახავს.დგას უხერხულად,მორიდებით გამოუწვდია აცახცახებული,გამხდარი ხელი და გამვლელ-გამომვლელს ისეთი თბილი მზერით აცილებს,გაოცდები...არც საყვედური,არც სიცივე,მის თვალებში მხოლოდ სითბო და სიყვარულია და შეუცნობი სევდა... ტირილი მინდა...ვიჩხრეკ ჯიბეებს და მთელ ფულს ხელში ვუყრი... -ღმერთმა გაგახაროს, გამრავლოს, გაბედნიეროს!-ისე ტკბილად და გულიანად მლოცავს,ვიცი მისი მადლი ნამდვილად შემეწევა! აღარ გავრბივარ,ნელი ნაბიჯით მივყვები ქუჩას.თითქოს ერთ წერტილში გაიყინა სამყარო! ჩემი სიხარული ისეთივე ტალახად იქცა,როგორც ეს თოვლი იქცევა ხვალ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. კარგი ხარ(თ)! კარგი ხარ(თ)!
19. მადლობა ყველას! :)
გილოცავთ მირქმას! მადლობა ყველას! :)
გილოცავთ მირქმას!
18. "არც საყვედური,არც სიცივე,მის თვალებში მხოლოდ სითბო და სიყვარულია და შეუცნობი სევდა... ტირილი მინდა..." – ლამაზად დაწერილი საზარელი რეალობა.... გაიხარეთ, მომეწონა ძალიან!
"არც საყვედური,არც სიცივე,მის თვალებში მხოლოდ სითბო და სიყვარულია და შეუცნობი სევდა... ტირილი მინდა..." – ლამაზად დაწერილი საზარელი რეალობა.... გაიხარეთ, მომეწონა ძალიან!
17. ისე მშვიდად ზიან თითქოს ვერც მამჩნევენ,მე კი მათ ,,თავხედობაზე" ტკბილად მეღიმება. მომეწონა ძალიან! ისე მშვიდად ზიან თითქოს ვერც მამჩნევენ,მე კი მათ ,,თავხედობაზე" ტკბილად მეღიმება. მომეწონა ძალიან!
16. აუუუუუ!!!! მაგარია! :):):):) მომეწონა! აუუუუუ!!!! მაგარია! :):):):) მომეწონა!
15. გადაბარდნილ არემარეს ბავშვური სიხარულით შევციცინე. :) მომეწონა ცრემლებამდე. :) გადაბარდნილ არემარეს ბავშვური სიხარულით შევციცინე. :) მომეწონა ცრემლებამდე. :)
14. მე ხომ დიდი ბავშვი ვარ!
მომეწონა თავისებური ნაწერია.. წარმატებები კეთილო ოლიკო... 55555 :) მე ხომ დიდი ბავშვი ვარ!
მომეწონა თავისებური ნაწერია.. წარმატებები კეთილო ოლიკო... 55555 :)
13. ეს გუშინ წავიკითხე ოლიკო მოგიკითხე და 5 ეს გუშინ წავიკითხე ოლიკო მოგიკითხე და 5
12. ძალიან ჩემი...55555 :-* ძალიან ჩემი...55555 :-*
11. კარგია დე.... ცოტა დამასევდიანა ამან... ბოლომდე მოიტანა სათქმელი და თან კარგად.... ;;)
რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის და რა უცბად შეიძლება გაქრეს ის... :-* აბა დეე?! მართლაც ასეა.... კარგია დე.... ცოტა დამასევდიანა ამან... ბოლომდე მოიტანა სათქმელი და თან კარგად.... ;;)
რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის და რა უცბად შეიძლება გაქრეს ის... :-* აბა დეე?! მართლაც ასეა....
10. მოგიკითხეთ და მოგეფერეთ ყველა! გაიხარეთ! :-* მოგიკითხეთ და მოგეფერეთ ყველა! გაიხარეთ! :-*
9. ხოო ბედნიერების წუთები ხანმოკლეა,მე ვცდილობ ხოლმე გავიხანგრძლივო,მაგრამ ყოველთვის არ გამომდის :( ჩემს 2+ სავტოვებ აქ ყველაფერ საუკეთესოსთან ერთად :) ხოო ბედნიერების წუთები ხანმოკლეა,მე ვცდილობ ხოლმე გავიხანგრძლივო,მაგრამ ყოველთვის არ გამომდის :( ჩემს 2+ სავტოვებ აქ ყველაფერ საუკეთესოსთან ერთად :)
7. არაფერია იმაზე უკეთესი როცა ხვდები რომ შენი ქმედებით ვიღაცას ახარებ... 5 არაფერია იმაზე უკეთესი როცა ხვდები რომ შენი ქმედებით ვიღაცას ახარებ... 5
6. ადამიანურად თბილი! 55555 ადამიანურად თბილი! 55555
5. :( რა ვთქვა :( 5 :( რა ვთქვა :( 5
4. თბილი ნაწერია... საინტერესოდ ჩასაკითხიდა კარგად დალაგებული :) თბილი ნაწერია... საინტერესოდ ჩასაკითხიდა კარგად დალაგებული :)
3. სახლიდან ადრიანად გამოვდივარ,სამსახურში მისვლამდე გასეირნება არ მაწყენდა,ფიფქებს წავეთამაშები,ცოტას უაზროდ ვიხეტიალებ და თოვლის სურნელით დავთვრები.მოვასწრებ სანამ სუფთაა და უამრავი ნაფეხურით არ გათელილა.
დრო და გრაფიკები!!
მომეწონა, ოლიკო :) ლოცვის მადლი შეგეწიოს! სახლიდან ადრიანად გამოვდივარ,სამსახურში მისვლამდე გასეირნება არ მაწყენდა,ფიფქებს წავეთამაშები,ცოტას უაზროდ ვიხეტიალებ და თოვლის სურნელით დავთვრები.მოვასწრებ სანამ სუფთაა და უამრავი ნაფეხურით არ გათელილა.
დრო და გრაფიკები!!
მომეწონა, ოლიკო :) ლოცვის მადლი შეგეწიოს!
2. იქვე მოხუც ქალს ვამჩნევ,ადრე არ მინახავს.დგას უხერხულად,მორიდებით გამოუწვდია აცახცახებული,გამხდარი ხელი და გამვლელ-გამომვლელს ისეთი თბილი მზერით აცილებს,გაოცდები...არც საყვედური,არც სიცივე,მის თვალებში მხოლოდ სითბო და სიყვარულია და შეუცნობი სევდა... ტირილი მინდა...ვიჩხრეკ ჯიბეებს და მთელ ფულს ხელში ვუყრი...
ჰო,არიან ასეთები...მეც სულ მეტირება ხოლმე. იქვე მოხუც ქალს ვამჩნევ,ადრე არ მინახავს.დგას უხერხულად,მორიდებით გამოუწვდია აცახცახებული,გამხდარი ხელი და გამვლელ-გამომვლელს ისეთი თბილი მზერით აცილებს,გაოცდები...არც საყვედური,არც სიცივე,მის თვალებში მხოლოდ სითბო და სიყვარულია და შეუცნობი სევდა... ტირილი მინდა...ვიჩხრეკ ჯიბეებს და მთელ ფულს ხელში ვუყრი...
ჰო,არიან ასეთები...მეც სულ მეტირება ხოლმე.
1. კარგია ასეთი ჩანახატები, ბავშვობას მახსენებს :)
4 კარგია ასეთი ჩანახატები, ბავშვობას მახსენებს :)
4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|