ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2010


მეყვარებოდი ისევ რომ არ მიყვარდეს სხვა


პირველ რგიში, ღამე არის ბნელი,
მერე კიდევ, ოცნებები ბევრი…
მეყვარებოდი ისევ, რომ არ მიყვარდეს სხვენი.

პირველ რიგში, მზე ამოდის დილით,
მერე კიდევ, გარიჟრაჟი ჰკივის,
მეყვარებოდი ისევ, რომ არ გიყვარდეს ძილი.

პირველ რიგში, მზე ანათებს დღისით,
მერე ისევ, მოლოდინი სხვისი…
მეყვარებოდი ისევ, რომ არ მიყვარდეს სხივი.

პირველ რიგში, საღამოა ნისლში,
მერე კიდევ, ნატვრები გვაქვს სხვისთვის,
მეყვარებოდი ნეტავ? შენ რომ გიყვარდე ისევ.

პირველ რიგში, ღამე არის ბნელი,
მერე კიდევ სიზმრები გვაქვს ბევრი…
რას გისურვებდი იცი?
რამაც ბევრზე-ბევრი,სიყვარული იცის.

დ. მუხიგულაშვილი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები