ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2010


დღეს ისე დავთვერი

ღეს ისე დავთვერი,
სახლს ვეღარ მივაგნებ,
მესმის სიმფონია,
მოცარტი ასრულებს;
და ერთი ჭიქითაც პატივი მივაგე
იმ ქვეყნად წასულებს.

დღეს ისე დავთვერი,
სხვები რას იტყვიან?
ღრუბლები საწვიმრად
არ შეიკვრებიან;
ბედისგან სასტიკად
ნასროლი ის ტყვია
არ მომკარებია.

დღეს ისე დავთვერი,
სიმართლეს ვამბობდი,
თითქოს ხელის გულზე
ვიხუტებ ქალაქებს;
მხოლოდ სამშობლოზე,
ძმობაზე ვაბოდებ;
და მხოლოდ სიმთვრალე
არ მალაპარაკებს.

დღეს ისე დავთვერი,
სახლში ვარ მიტანით;
აქ დისერტაცია ძმობაზე დაცულა...
ბოლო დღეს წავაგებ,
და როგორც ზიდანი
დაგტოვებთ კაცურად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები