ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაგასაკი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2010


ხელს გიშლი? | პიერ-ს

დაუოკებელი გრძნობათა ჯაჭვის
ფერადპალიტრიანი
უპირატოსებები...
მომსდევენ
წყლიანი უდაბნოს შუაგულში
მე  პირგამშრალი ველოდები
წვიმის წვეთებს...
მალარიამოდებული მუდმივი
წრებრუნვა
და შენ ისევ მკოცნი...
დამსკდარ ტუჩებზე
უდაბნოს ქვიშიანი კოცნები
შეგახმა..
დასჯილი ვარიაციები
ფარავენ ჩემს კვალს
და მე ისევ გავრბივარ..
გულამოვარდნილი ქარი
მიწევს მასპინძლობას
და ზმანებაგაუპატიურებული
სექსუალური მანიაკები
ენაცვლებიან ერთმანეთს...
და შენ ისევ მკოცნი
დაჩხვლეტილ კანზე...
ვაქცინაცია დაწყებულ
ინვალიდ სიზმრებში
ხელს გიშლი?
პულტზე წითელი ღილაკი
გავაფუჭე...
ვეღარ გიშველი...
დამტოვე
ჩართული -
ველური ბუნების საინტერსო
ამბების არხზე..
წყლიანი უდაბნოს ჰავა
შემოაღწევს შენს ოთახში..
გპირდები,
ხვალ მზიანი ამინდი იქნება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები