ნაწარმოებები


“ლილე2025“-ს საფინალო შეფასებები. ნახეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: sinner once sinner twice...
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2010


დემონი

სისხლიანი ღრძილები, ნიკაპამდე სველი კანი,
ძირმომპალი მაცივარი, წარწერით  "огонёк"
დღეს, როცა დილა იყო, მან არ იცოდა, თუ ამ საღამოს,
ნაწილ-ნაწილ დაჭრილი,ცისფრად დასერილი თვალებით,
კოკა-კოლის ბოთლს შეხედავდა, ნახევრად დამდნარი საყინულიდან.

"ჯონი ვილკინსონმა მესამე ჯარიმა გაიტანა"
ბოლოს ამ სიტყვებს ისმენდა...

ორმოცი წლის შავ-თეთრი ტელევიზორი, უფრო რადიოს მსგავსი,
ხრიალით აშორებდა ორი მეტრით დაშორებულ ჭერს,
მხოლოდ ისმენდა, თვალები გაურბოდა ფანჯრისკენ,
სადაც 10 საათი იწვალა მზემ, სანამ ჩავიდოდა.

კარზე ურდულმა ისე იხმაურა, როგორც მოლამ ეგვიპტურ ქალაქში,
აქლემების ქარავანს უკვე სახლში მიერეკებოდა დასიცხული ბაბუინი,
როცა საბჭოთა ქალაქის გარეუბანში, ასანთის კოლოფის მეოთხე სართულზე,
ხავერდისფერ ფარდაზე, ხის ტარიან ნაჯახს წმენდდა, მუდამ სასურველი სტუმარი.

"შენ მოკვდი, შენ მოკვდი, შენ მოკვდი, შენ მოკვდი"-
ექო, ორთქლად ამოვარდნილი, გაკვეთლი მუცლიდან, უსაშველოდ გაუგრძელდა,
სანამ ანგელოზი, ქულებს იწერდა ღმერთთან.
აკვირდება წითელ ეტიკეტს, ქათმის ფილეს, ცხარე წიწაკის შეკვრას,
მაგიდასთან ჩამომჯდარ ახალგაზრდა ქალს,
ხვდება რომ ბედნიერია, კიდევ ერთი სული წაიყვანა ჯოჯოხეთში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები