ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯინჯერ_როჯერსი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2010


პიერო და ჯულიენი

ჩაისუნთქე, უფრო, ღრმად,
აი ასე,
მოვწევ და მოვალ, მესამე სიზმარში,
უკვე შენთან ვიქნები,
საცვლები გამოიცვალე,
არ მიყვარს, როცა მოუწესრიგებელი მხვდები,
აქ ისევ თოვს, შენთან ბევრია გამორჩენილი ბგერა.
ფეხებზე გაყოლებ მონაცრისფრო თვალებს...
თეძოებზე მიმკრთალი ნაზი ჩრდილი,
გამეორებული მოძრაობა,
ჩემი სისუსტით სარგებლობს, შენი მოშვებული მკერდი,
მე კლოუნი ვარ, არადა, კარგი პიერო დადგებოდა ჩემგან...

იცი ჩემი იდეალისტური ბოდვა სექსზე,
რომელშიც უფრო მეტი ზიზღია ვიდრე სიყვარული,
ხვდები რას ვფიქრობ მე
იმ უხეშ აქტზე,
რომელმაც უნაზესი არსება უნდა შექმნას,
მაინც მიმათრევ შენკენ,
სანამ სიყვარული სამუდამოდ არ დათრგუნავს,
შენს თეძოებზე წვეთებად ჩამოსულ ვნებას.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები