ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაგასაკი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2010


"რეალობანა"


გრაფის გასწვრივ დაბადებისას აღვინიშნე
და მივხვდი რას ნიშნავს ხაზობრივი საზღვარი,
ოდნავ,
სულ ოდნავ თავს თუ გვერდით გადაწევ,
შეამჩნევ როგორ მოძრაობენ გაშეშებული საგნები...
მოდი, "რეალობანა" ვითამაშოთ
და დამივიწყე...
როცა მძინარეს გაკვირდები
ვფიქრობ რა შუაში ვარ შენს ცხოვრებაში ?!
თუმცა შუაში არასდროს ვარ...
ან ზემოთ ვარ, ან ქვემოთ...
ეგეც საქმეა...
დაგუბებული აზრების ზედაპირზე
ჩემს ანარეკლს ვაკვირები და შენ გხედავ...
მიყვარს როცა მიყურებ,თუ როგორ ვიპარსავ წვერს,
ვერ მიტან, როცა საღებავიან ხელებს მაისურზე ვიწმენდ...
მოდი, "რეალობანა" ვითამაშოთ
და შემიძულე -
გეუბნები და შენს გაფართოებულ გუგებში
გზის გაკვლევა მიჭირს...
არ გიყვარს ასეთი ხუმრობები
და მეც ასეთი მსიამოვნებ...
როცა მძინარეს გაკვირდები
ვფიქრობ რატომ არ მძინავს მე ?!
მაშინ არც შუაში ვარ, არც ზემოთ და არც ქვემოთ...
მე შენს გვერდით ვარ
და მინდა გამოგაფხიზლო -
მოდი "რეალობანა"ვითამაშოთ
და ცოლად გამომყევი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები