სიცოცხლე სევდაა,ადამიანად ყოფნის სევდა... სიკვდილიც სევდაა,ადამიანად არ ყოფნის სევდა!...
მზე მთის წვერიდან ამოიწვერა და თავისი თბილი სხივები მოაფინა გარემოს,ნელ-ნელა აკრიფა ხეობაში ჩაწოლილი ნისლი და მარგალიტის მძივებივით ააბრჭყვიალა მდელოზე ცვარი,მთელი დილაა გაუჩერებლად გალობს შაშვი.გარინდული ვდგევარ აივანზე და ერთ წერტილს მივჩერებივარ,ვინ იცის რამდენჯერ მინახავს ეს საოცრება,რამდენი ოცნება გამინდია ამ ამაყი,ბებერი ტყისთვის,რამდენი ცრემლი შეუშრია ჩემს თვალებზე მთიდან მონაქროლ ნიავს,რამდენჯერ შეუთრთოლებია ჩემი სულის სიმები მისგან აშრიალებულ ფოთლებს, ათას ზღაპარს და საოცრებას რომ მიამბობდნენ სიზმრად თუ ცხადად! მაგრამ ახლა სულ სხვაა...ახლა ცრემლებს ნიავი ვეღარ მიშრობს,ვეღარც ამ სილამაზეს აღიქვამს ჩემი მზერა,ვეღარც ეს იდილიური სიმშვიდე მითბობს გათოშილ სულს...ეს ის წამია,როცა გინდა დრო გააჩერო ან უკან დააბრუნო,რომ საყვარელი ადამიანი დროს არ დაუთმო... სამი დღეა უგონოდ წევს დედა...მე კი ვერ ვშველი! ყოველწუთს ვევედრები უფალს არ წამართვას მისი სიცოცხლე უძვირფასესი,მაგრამ ამაოდ ...ოთახში საკმევლის და სანთლის სუნი დგას და კედლებზე ჩუმად დაცოცავს უიმედობა, სიცივე და სიმარტოვე,ტკივილი და სევდა...რა სიცარიელეა...ყველაფერს აკლია დედის მოუსვენარი ფუსფუსი,სევდიანი ღიღინი,მოალერსე ღიმილი...აქ ყველაფერი მისი სითბოთი სუნთქავს, ყველაფერს მისი სურნელი ასდის,მისი შუქი ანათებს... სასთუმალთან ვუზივარ მთელი ღამე,უკვე მერამდენე, ხელში მისი გამხდარი,ნაზი ხელი მიჭირავს და ვესაუბრები,ვეფერები,ვამშვიდებ,ვიცი მას ჩემი ესმის,უნდა იგრძნოს რომ მარტო არ არის,რომ ძალიან მიყვარს,რომ მჭირდება და ჩემთან დარჩეს! წარბები ეკვრება,როცა ვდარდიანობ,იღიმება,როცა ვეფერები და ვიცი ყველაზე მეტად ჩემი მოფერება უნდა,მე ხომ მისი ნაბოლარა,ნებიერა გოგო ვარ...ამ დილით ვიგრძენი რომ უკანასკნელად ვხედავდი ცოცხალს და შემეშინდა...ამიტომ ვიდექი აივანზე გარინდული და უგრძნობი მზერით გავყურებდი სივრცეს,უფერულს და ცარიელს... არ ვიცი დრო როდის გავიდა,ახმაურდა და აფუსფუსდა სახლი,ვიღაც მოდის,ვიღაც მიდის,მაგრამ ჩემთვის ყველა სულერთია! მე მხოლოდ დედის დახუჭულ თვალებს და უღონო ხელებს ვხედავ,ჩუმად ვლოცულობ,თუმცა ვიცი,რომ ღმერთი ჩემს ლოცვას აღარ შეისმენს...დამაგვიანდა!!! უცებ რატომღაც აფორიაქდა,აღელდა. ბაგეებს ააცმაცუნა,მე კი ხმა არ მესმის,იქნებ სურს უკანასკნელად დამლოცოს! დახუჭულ თვალებს ვერ ახელს,იქნებ კიდევ ერთხელ უნდა თვალი შემავლოს,უკანასკნელად მომეფეროს და გულში ჩამიკრას! მე მაგრად ჩავეხუტე ამ ქვეყნად ყველაზე თბილ და ლამაზ დედას,ვიგრძენი როგორ ათრთოლდა მისი გამხდარი,უსუსური სხეული შეუცნობელი სამყაროს მოლოდინით და ცრემლი ვეღარ შევიკავე! როცა თავი ავწიე და შევხედე, დავინახე თვალის კუთხიდან როგორ გადმოუგორდა ერთადერთი ცრემლი,ნელ-ნელა ჩამოჰყვა გამხდარ ღაწვს და ყელთან ობოლი მარგალიტივით აციმციმდა...ეს მისი უკანასკნელი ცრემლი იყო...ცრემლი სინანულის,თან გაყოლილი სიყვარულის, დაუხარჯავი სითბოს და სიცოცხლის სევდის ცრემლი.. ვინ თქვა დრო მკურნალიაო...მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!.. მოვა დრო და ჩაგეხუტები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ყველამ წაიკითხა? ყველამ წაიკითხა?
29. მგონი ჩემი სიტყვები ზედმეტია....გაიხარე მგონი ჩემი სიტყვები ზედმეტია....გაიხარე
28. :( :( :( და მაინც_მკურნალია...კიი....:( :-* :( :( :( და მაინც_მკურნალია...კიი....:( :-*
27. მომეწონა! ყოჩაღ.! მომეწონა! ყოჩაღ.!
25. ძალიან კარგია. ყოჩაღ!!! ძალიან კარგია. ყოჩაღ!!!
24. ვინ თქვა დრო მკურნალიაო...მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!.. მოვა დრო და ჩაგეხუტები... ვინ თქვა დრო მკურნალიაო...მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!.. მოვა დრო და ჩაგეხუტები...
21. +5 რა თქმა უნდა :) +5 რა თქმა უნდა :)
20. არ ვიცი დრო როდის გავიდა,ახმაურდა და აფუსფუსდა სახლი,ვიღაც მოდის,ვიღაც მიდის,მაგრამ ჩემთვის ყველა სულერთია! მე მხოლოდ დედის დახუჭულ თვალებს და უღონო ხელებს ვხედავ,ჩუმად ვლოცულობ,თუმცა ვიცი,რომ ღმერთი ჩემს ლოცვას აღარ შეისმენს...დამაგვიანდა!!! ღმერთო, რამხელა ტკივილია! :( მოვა დრო და ჩაგეხუტები... :( :( არ ვიცი დრო როდის გავიდა,ახმაურდა და აფუსფუსდა სახლი,ვიღაც მოდის,ვიღაც მიდის,მაგრამ ჩემთვის ყველა სულერთია! მე მხოლოდ დედის დახუჭულ თვალებს და უღონო ხელებს ვხედავ,ჩუმად ვლოცულობ,თუმცა ვიცი,რომ ღმერთი ჩემს ლოცვას აღარ შეისმენს...დამაგვიანდა!!! ღმერთო, რამხელა ტკივილია! :( მოვა დრო და ჩაგეხუტები... :( :(
18. დიდი მადლობა საყვარელო ჭაო! ძალიან კარგი ხართ! :-* დიდი მადლობა საყვარელო ჭაო! ძალიან კარგი ხართ! :-*
17. ვინ თქვა დრო მკურნალიაო...მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!.. გარდა იმისა რომ მეტკინა...მშვენივრად წერ...5 ვინ თქვა დრო მკურნალიაო...მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!.. გარდა იმისა რომ მეტკინა...მშვენივრად წერ...5
16. კარგი ჩემგან!!! დიდი ტკივილია აქ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! დიდი ტკივილია აქ!!! გაიხარე შენა!!!
15. ეჰ, დე! :(( ძალიან მენატრება ბებო, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება!... მაშინ პატარა ვიყავი და იმდენად არ მტკენია, მაგრამ ახლა... ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ყველაფერმა კადრებად გამირბინა თვალწინ! კიდევ ერთხელ წავიკითხე და.. :(( ცუდად ვარ რა! :( ეჰ, დე! :(( ძალიან მენატრება ბებო, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება!... მაშინ პატარა ვიყავი და იმდენად არ მტკენია, მაგრამ ახლა... ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ყველაფერმა კადრებად გამირბინა თვალწინ! კიდევ ერთხელ წავიკითხე და.. :(( ცუდად ვარ რა! :(
14. გაიხარეთ! :) მოგეფერეთ და ჩაგეხუტეთ! :-*
მადლობთ სითბოსა და თანაგრძნობისთვის!
გაიხარეთ! :) მოგეფერეთ და ჩაგეხუტეთ! :-*
მადლობთ სითბოსა და თანაგრძნობისთვის!
13. შენ ვერ ხედავ, თორემ სულ შენთანაა:) შენ ვერ ხედავ, თორემ სულ შენთანაა:)
12. ცხოვრება გრძელდება.... ცხოვრება გრძელდება....
11. ხოო... მართლა ძალიან ემოციურად და რეალურად არის გადმოცემული ყველაფერი...
ხოო... მართლა ძალიან ემოციურად და რეალურად არის გადმოცემული ყველაფერი...
10. 2 ქულას გიწერ მაგრამ რა ვქნა მეტის ღირსი არ ვარ და არ მაქვს მეტი:) 2 ქულას გიწერ მაგრამ რა ვქნა მეტის ღირსი არ ვარ და არ მაქვს მეტი:)
9. მოვა დრო და ჩაგეხუტები... ძალიან დიდი სითბო ჩემგან თქვენ :-* :-* მოვა დრო და ჩაგეხუტები... ძალიან დიდი სითბო ჩემგან თქვენ :-* :-*
8. ოოოოოოოოოოო!!!...როგორ ამატირე ამ დილას რას მერჩოდი....არადა ასეთ რაღაცეებზე არ ვტირი ....ისე კარგად და რეალურად წერ....მხოლოდ ერთი ფილმი " ჯარისკაცის მამა"...ფინალი მგვრის ცრემლს....ამას თუ წარმატება ქვია მიიღე ჩემგან... ეს შენ შეძელიი...ისე შევდივარ შენ მდგომარეობაში....სულ ეხლახან განვიცადე ზუსტად იგივე....ორონდ მამაზე და კარგად მესმის...დედა სულ ახალგაზრდას გარდამეცვალა და დამიჯერე შენ ჩემზე ბედნიერი ხარ, რომ დარდად არ გაგყვა ის რაც მე, რომ დედის გვერდში არ ვიყავი იმ დროს....და ვერ გავუკეთე ის რაც შენ შეძელი... ერთ რამეს კი გეტყვი დედები არ ტოვებენ შვილებს და სულ ჩვენთან არიან..და არც განვიცდი მის არ ყოფნას...არ ვიცი რა ასაკის ხარ, მაგრამ ერთი დამიჯერე... ვიყავი ცუდად და მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობდი რამე რომ მომსვლოდა რა მდგომარეობა ში იქნებოდა ჩემი გოგონა...ტკივილს როგორ გადაიტანდა და ეს მაშფოთებდა ყველაზე მეტად და ნუ დაამძიმებ დედის სულს, შენ თუ მხიარული და ბედნიერი იქნები მისი სულიც ზეიმობს თუ არა მაშინ დამძიმებული ტკივილიანი იქნება მუდამ, რომელ დედას უნდა შვილი ტიროდეს?-ისე ასეთი კარგი შვილი რომ გაგზარდა დედის დამსახურებაა....ღმერთი გფარავდეს ჩემო კარგო....გაიხარე ცხოვრება გრზელდება...
წარმატებას გისურვებ!!! ოოოოოოოოოოო!!!...როგორ ამატირე ამ დილას რას მერჩოდი....არადა ასეთ რაღაცეებზე არ ვტირი ....ისე კარგად და რეალურად წერ....მხოლოდ ერთი ფილმი " ჯარისკაცის მამა"...ფინალი მგვრის ცრემლს....ამას თუ წარმატება ქვია მიიღე ჩემგან... ეს შენ შეძელიი...ისე შევდივარ შენ მდგომარეობაში....სულ ეხლახან განვიცადე ზუსტად იგივე....ორონდ მამაზე და კარგად მესმის...დედა სულ ახალგაზრდას გარდამეცვალა და დამიჯერე შენ ჩემზე ბედნიერი ხარ, რომ დარდად არ გაგყვა ის რაც მე, რომ დედის გვერდში არ ვიყავი იმ დროს....და ვერ გავუკეთე ის რაც შენ შეძელი... ერთ რამეს კი გეტყვი დედები არ ტოვებენ შვილებს და სულ ჩვენთან არიან..და არც განვიცდი მის არ ყოფნას...არ ვიცი რა ასაკის ხარ, მაგრამ ერთი დამიჯერე... ვიყავი ცუდად და მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობდი რამე რომ მომსვლოდა რა მდგომარეობა ში იქნებოდა ჩემი გოგონა...ტკივილს როგორ გადაიტანდა და ეს მაშფოთებდა ყველაზე მეტად და ნუ დაამძიმებ დედის სულს, შენ თუ მხიარული და ბედნიერი იქნები მისი სულიც ზეიმობს თუ არა მაშინ დამძიმებული ტკივილიანი იქნება მუდამ, რომელ დედას უნდა შვილი ტიროდეს?-ისე ასეთი კარგი შვილი რომ გაგზარდა დედის დამსახურებაა....ღმერთი გფარავდეს ჩემო კარგო....გაიხარე ცხოვრება გრზელდება...
წარმატებას გისურვებ!!!
7. მოვა დრო და ჩაგეხუტები... :-* მოვა დრო და ჩაგეხუტები... :-*
6. რომ საყვარელი ადამიანი დროს არ დაუთმო...
+5!!! რომ საყვარელი ადამიანი დროს არ დაუთმო...
+5!!!
5. დიდი მადლობააა! მეც მიყვარხართ! :-*
მოგიკითხეთ მეც ყველა! :-* დიდი მადლობააა! მეც მიყვარხართ! :-*
მოგიკითხეთ მეც ყველა! :-*
4. მიყვარხაარ...ამატირე ამ დილას რაა ...:( ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი დედიკოს ლამაზი სული...შენ გაგაძლიეროს! გაკოცეე... :-* მიყვარხაარ...ამატირე ამ დილას რაა ...:( ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი დედიკოს ლამაზი სული...შენ გაგაძლიეროს! გაკოცეე... :-*
3. მტკივნეულია, ამატირა. :(
მოკითხვა ოლიკო-ლიკო :) მტკივნეულია, ამატირა. :(
მოკითხვა ოლიკო-ლიკო :)
2. ცხოვრებაში ყველაზე ძალიან ამ წუთების დადგომის გარდუვალობა მაშინებს... ძალიან დიდი ტკივილით და მძაფრი ემოციით გაქვთ გადმოცემული ამ საშინელი წუთების ტრაგიზმი!
5555555 ცხოვრებაში ყველაზე ძალიან ამ წუთების დადგომის გარდუვალობა მაშინებს... ძალიან დიდი ტკივილით და მძაფრი ემოციით გაქვთ გადმოცემული ამ საშინელი წუთების ტრაგიზმი!
5555555
1. მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!..
55555 ჰო, ეგრეა და ეგრეც უნდა იყოს: ცხოვრება გეძელდება!.. მაგრამ ცხოვრება გრძელდება,ტკივილით,სევდით, ღიმილით,რწმენით და შენგან ნასწავლი დიდი სიყვარულით!..
55555 ჰო, ეგრეა და ეგრეც უნდა იყოს: ცხოვრება გეძელდება!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|