ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვახო92
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


****

ძლიერ მიყვარხარ კარგო,
ძლიერ, ყველაზე მეტად.
მე აქ ვიყავი მარტო,
შენ მომევლინე ღმერთად...

როცა ვუცქერდი შენს ხელს
ან შენს ჯადოსნურ სახეს,
როცა ჩემმა თვალებმა
ეგ ბაგეც დაინახეს.

მაშინ შევიგრძენ კარგო
შენი ფაქიზი გულით,
შიგ გულში სპეტაკი და
დიადი სიყვარულით....

არ მავიწყდება ის დღე,
მთელი სხეულით ვთრთოდი
როცა ჯადოსნურ სიტყვებს
შენს თვალში ვკითხულობდი...

მაშინ ვიწამე ღმერთი
და სიყვარული წმინდა,
მაშინ ჩემი ვარსკვლავი
ცაზე კვლავ გამობრწყინდა...

როცა მოწოლილ სევდას
ჩემი გრძნობები ებრძვის,
მაშინ ჩემს ფანტაზიას
შენზე ოცნება ერთვის...

ძლიერ მიყვარხარ კარგო,
ძლიერ, ყველაზე მეტად.
მე აქ ვიყავი მარტო,
შენ მომევლინე ღმერთად...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები