ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერე მორისონი
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2010


გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი.

პირველი თავი


მე არ ვარ პლაგიატი და არც ბევრჯერ ნათქვამი სიტყვების გამეორება მიყვარს. ყველას, ვინც ამ მოთხრობას წაიკითხავს იგრძნობს შტეფან ცვაიგის გავლენას, დიახ, ასეცაა, როცა "უცნობი ქალის წერილი" წავიკითხე მთელი სხეულით ნირვანაში გადავეშვი, სული კი არ ვიცი სად წავიდა, შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი ასეთი რამ დამეწერა, ოღონდ ქალი.... ის ვერსად ვიპოვნე, არადა ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს.
  გოგონა ვინც მოთხრობის მთავარი გმირია ლამაზია, ძალიან ლამაზი. მას უყვარს ღიმილი, წითელი ღვინო, უყვარს ცისარტყელასავით ჭრელი ფერები. უყვარს ყვავილები და ფილმი "ლამაზმანი"
  ეს გოგომა მზად არის იცხოვროს ვინმეს გულში, ითამაშოს ვიღაცის ნერვებით, ცრემლებით მიიღოს აბაზანა და გულის ფეთქვა შეაჩეროს. მას შეუძლია ლტოლვილის სტატუსით შეეკედლოს ვინმეს, მაშ შეუძლია იცეკვოს ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ წესიერად არცერთი ცეკვის ილეთი არ იცის. მას შეუძლია ყველა დაჩრდილოს მაშინ, როცა მასზე ლამაზი გოგოებიც არსებობენ და ეს არის გოგონა, რომელსაც არ ეშინია წვიმის, ქარის, ყნვის და სიცხის...
 

      შემოდგომა
  ახლა, როცა ამ წერილის წერას ვიწყებ, გარეთ გადაუგებლად წვიმს. უკვე ორი დღეა, რაც წვიმს, წვიმს... მომენატრა გაზაფხული, მზე. ჩემს აივანზე აღარ გავდივარ, რადგან იქ ცივა, ფოთლები ცვივა, ყვითელი ფოთლებია ყველგან, მხოლოდ გარეთ ვიყურები და ვხედავ, როგორ აივლის პატარა ქერათმიანი გოგონა, ჩემს ქუჩას, ქოლგით ხელში, ხელში პატარა ჩანთა უჭირავს და შარფი აქცს მოხვეული. თითქმის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს აივლის, თუმცა დღეს არ გამოჩენილა.
  შენს ქვეყანაში, ალბათ ცხელა რა თქმა უნდა, თქვენთან, ხომ სულ ზაფხულია. არ იცის წვიმა, თოვლი და არ ცვივა ყვითელი ფოთლები გამუდმებით.
  არ ვიცი, ეს წერილი მოგივა თუ არა, არც ის ვიცი, როდის გამოგიგზავნი, შეიძლება საერთოდაც არ გამოგიგზავნო, დავტოვო ასე: ჩევყარო სადმე ზანდუკში და გავახმო.
  გახსოვს?! შარშან შემოდგომაზე დავშორდით ერთმანეთს, მაშინ წვიმდა, ოღონდ უფრო საშინელი წვიმა იყო, ვიდრე დრეს წვიმს. ბარში ვისხედით. მე ტეკილა "ბუმს" ვსვამდი, შენ კი ჩაის, ჩაი ალბათ იგივე ტეკილა "ბუმია" მუსლიმანთათვის.
  შენ არ იფიქრო, რომ მიყვარხარ და ამიტომ ვწერ წერილს, უბრალოდ წარსულის ზოგიერთი მომენტი მომენატრა და ორი დღის წინ შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი" წავიკითხე.
  მე შევიცვალე, ახლა შეყვარებულიც მყავს ის "პირსინგიც" მოვიხსენი, რომელიც ცხვირზე მქონდა გაკეთებული და შენთან გადღებული ფოტოებიც ჩამოვხსენი ჩემი ოთახის კედლებიდან.
  მე არ ვიტანჯები, არც მაშინ მიდარდია, როცა დაგშორდი, რადგან ვიცოდი, რომ ვერასოდეს ვიქნებოდით ერთად. გახსოვს?! ერთხელ გითხარი სარწმუნოებას თუ შეიცვლიდი მეთქი, შენ იგივე კითხვა დამისვი, რომელზეც არა მეთქი გიპასუხე-მართალი იყავი: შენთვის არასდროს უნდა მეკითხა ის, რასაც მე არასდროს არ გავაკეთებდი, მაგრამ რა იცი იქნებ გამეკეთებინა კიდეც?
  გავიგე, რომ წინა თვეს ჩემს ქალაქში იყავი. ჩაის სახლში იჯექი, მე კი ქუჩაში გავიარე შორიდან გიყურებდი. ერთ წამს ისიც ვიფიქრე, იქნებ ვნახო მეთქი,. იმ წუთს პაემნიდან მოვდიოდი. არ ვიცი ეს რატომ გითხარი, არ იფიქრო, რომ შენი ეჭვიანობა მინდა.
  მინდა ამით შევწყვიტო წერა. ნახვამდის.
P.S. ახლა ისევ იმ გოგონამ გაირა, ისევ ქოლგით ხელში. ფეხებზე წვიმა ესხმევა და აბუზულია, მაგრამ მაინც ამაყად მიაბიჯებს, ალბათ არ ეშინია წვიმის.

                                                                                                                                                          ???????????????????????
(მეორე ნაწილი ანუ ზამთარი, სამ დღეში იქნება მზად მეგობრებო)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები