ტალღების თქარუნს ისე ბუნებრივად ერეოდა პატარა გოგო-ბიჭის ფეხების ტყაპუნი, იფიქრებდი თავდაპირველად უფალმა ისინი ისევე განუყოფლად შექმნა, როგორც, მაგალითად მზე და სხივები, მერე კი, ალბათ დედამიწის სასტიკმა კანონებმა დააშორა ისინი. ეხლა კი ისევ შერწყმიან ერთურთს და ერთ მთლიან ხმად ქცეულანო. -თოლიები ჩემია, თაი! …-ჭვიმა ცემია!ცემი გიჟუნია ჭვიმა, მოვა ეხლა და გაგჭუჭავ ლო მაბლაზებ- გაბუტული პასუხობდა გოგონა, რადგან საყვარელ თამაშში ისევ ბიჭმა დაასწრო თოლიების “წაყვანა” …-მთვარე ჩემია! -.ვალსკვლავები ცემია, ო!-არ თმობდა თაია. …-ეს ზღვა ჩემია! - თქვა თაიას გასაბრაზებლად ბიჭმა, რადგან იცოდა, რომ გოგონა ზღვას არ “დაუთმობდა”. -შენი ჟღვა შოლსაა, ეს კი ცემი ჟღვაა! ლამდენჯელ გითხალი?!- აჯუჯღუნდა თაია. -ბებიამ მითხრა, ეს ზღვა ყველასიაო. -ყველა ვინ ალის? -აი, ყვეეელა…. ბევრი ხალხი რომ არის, ხომ იცი? საქართველო ჰქვია ყველას. …-საქალთველო ალა ქვია ყველას. ყველას აფხაჟეთი ქვია. -ისევ გაიბუტა გოგო.. -კარგი რა, თაი, რატომ მებუტები? შენ ხომ ჩემი შეყვარებული ხარ. -ალა ვარ სენი შეყალებული! აღარ მიკალქალ. -თაი, მზე შენი იყოს, კარგი?- დაზავება არჩია ტატომ. -სენ მაჩუქეე? გუშინ ხო სენი იყო? …-ხო, გაჩუქე. ხომ ხარ ისევ ჩემი შეყვარებული? -კიიიი… კიიიიი!- აჭყლოპინდა თაია სიხარულით და ისევ შეუერთა ზღვის ხმაურს პაწუკა ფეხების ტყაპუნი.
==========
-თაი, სახელი ვინ შეგარქვა? -დედიკომ. შენ? -მეც. იცი? ნიკოლოზი მქვია და ტატოს მეძახიან. -როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილს? -ხო, როგორც ბარათაშვილს. სწორედ მისი შემოქმედების დიდი სიყვარულით შემარქვა მამამ ეს სახელი. შენ რატომ დაგარქვა დედამ თაია?ან რას ნიშნავს ეს სახელი? - არ ვიცი რას ნიშნავს, დედამ მითხრა ეს სახელი მზესთან ასოცირდებაო ჩემთვის. ამიტომ დამარქვა. -თაი, გახსოვს ბავშვობაში მზე რომ გაჩუქე? -მახსოვს. -სად წაიღე, თაი? -გულში ვინახავ. როცა 18 წელი შეგვისრულდება, მისგან სახლი ავაშენოთ და ერთად ვიცხოვროთ. -ხო, თაი. ერთი წელიღა დარჩა და ჩემი ცოლი გახდები, მერე კი პატარა სახლს ავაშენებთ დიდი მზისგან და სულ ერთად ვიქნებით. ხო გამიჩენ პატარა მზეებს, თაი? მინდა კიდევ ბევრი, ბევრი მზე-თაია იყოს დედამიწაზე. …-ტატო, წვიმა ჩემია! მოვა ეხლა და გაგწუწავს, იცოდე!- დაემუქრა, გოგო. -ცა ჩემია! -მზე ჩემია! -თაია ჩემია! ხო, თაი? -ხო, ჩემო… შენი ვარ!
========
-მეშინია, ტატო! ხომ არ მიმატოვებ? -სოხუმში ვერ დავრჩები, თაი, მე ქართველი ვარ, აქ არავინ გამაჩერებს… -მე? მე რა ვქნა უშენოდ? -შენც საქართველოში წაგიყვან ჩემთან… -მე რომ აფხაზი ვარ? -შენ ჩემი ხარ, თაი! წავედით!
=======
სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე უამრავი ხალხი ელოდა ვერტმფრენს, რომელიც ღმერთმა უწყის როდის გამოჩნდებოდა. ყველა ერთმანეთში ირეოდა. ინტუიციით თუ სხვაგვარი გათვლებით ცდილობდა ხალხი ამოეცნო ადგილი, სადაც ის დაფრინდებოდა, რომ სხვაზე ადრე ასულიყო და თავი დაეღწია ბრძოლის კვამლში გახვეული ქალაქისთვის. სამხედროები ცდილობდნენ სიტუაცია გაეკონტროლებინათ. -მენანება ჩემი ქალაქი დასატოვებლად, ტატო. აქამდე პატრიოტიზმი პოეტების მოგონილი სიტყვა მეგონა და ვფიქრობდი, იქ ვიქნებოდი კარგად სადაც საყვარელი ადამიანები მეყოლებოდა გვერდში და მექნებოდა ყოველივე, რასაც მოვისურვებდი. ეხლა კი, როცა ვგრძნობ, რომ შეიძლება ჩემი სახლი, ჩემი ზღვა, თოლიები ვერასოდეს ვნახო, აი, აქ, გულთან ახლოს, ან სულაც გულში, ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ და მტკივა… ჩემი ქალაქი მტკივა,ტატო! -როგორ ლაპარაკობ, თაი? სამუდამოდ კი არ მივდივართ, მიწყნარდება ყველაფერი და ჩამოვალთ ისევ. - გულში იკრავდა შეშინებულ გოგონას ვაჟი და ცდილობდა იმაში დაერწმუნებინა საყვარელი ადამიანი, რისიც თვითონაც არ სჯეროდა. ამ დროს ვერტმფრენის ხმაც გაისმა და ხალხის ტალღამ ერთმანეთს წუთით მოსწყვიტა ჩახუტებული წყვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ჩემს ნაწერებს და მათ კომენტარებს ვინც კითხულობს, იცის მიზეზი, თუ რატომ ვერ ვეცნობი სხვა ავტორთა შემოქმედებას აქტიურად. უთვალავჯერ მომიხდია ამის გამო ბოდიში. გოგო, შენი მოწოდება მისაღებია, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ შევძლებ ვიკითხო ამ საიტზე ბევრი :( მომიტევეთ, ქალბატონო თამარ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძალიან ცოტა მაქვს წაკითხული თქვენი ნაწერებიდან. თავისმართლების კი რა მოგახსენოთ :) არ მიცდია ნამდვილად :) ამის საჭიროებაც კი არ მიგრძვნია :) დათოს არ ვკითხავ. რა საჭიროა? თქვენი მჯერა :)
ჩემს ნაწერებს და მათ კომენტარებს ვინც კითხულობს, იცის მიზეზი, თუ რატომ ვერ ვეცნობი სხვა ავტორთა შემოქმედებას აქტიურად. უთვალავჯერ მომიხდია ამის გამო ბოდიში. გოგო, შენი მოწოდება მისაღებია, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ შევძლებ ვიკითხო ამ საიტზე ბევრი :( მომიტევეთ, ქალბატონო თამარ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძალიან ცოტა მაქვს წაკითხული თქვენი ნაწერებიდან. თავისმართლების კი რა მოგახსენოთ :) არ მიცდია ნამდვილად :) ამის საჭიროებაც კი არ მიგრძვნია :) დათოს არ ვკითხავ. რა საჭიროა? თქვენი მჯერა :)
26. აი მოსულა მთავარი თაიაც! რომ არ დავმალო ეს სახელი პირველად ამ საიტზე წავიკიკითხე თამარ ბუკიას რომანში, მერე იოჰანის ლექსებშიც ვნახე!
ეხლა ვამჩნევ რომ ძალიან ატაცებადი სახელი გახდა! სხვატაშორის ბაღათერ არაბულს აქვს ერთი ლექსი თაიაზე!
იკითხე ლანა იკითხე! აი მოსულა მთავარი თაიაც! რომ არ დავმალო ეს სახელი პირველად ამ საიტზე წავიკიკითხე თამარ ბუკიას რომანში, მერე იოჰანის ლექსებშიც ვნახე!
ეხლა ვამჩნევ რომ ძალიან ატაცებადი სახელი გახდა! სხვატაშორის ბაღათერ არაბულს აქვს ერთი ლექსი თაიაზე!
იკითხე ლანა იკითხე!
25. მეკალმე, ლანა, ჩემი რომანის გმირის სახელია თაია... და უუუამრავი თავი დევს აქ... თან გამიხარდა ამ სახელის გამოჩენა და თან... სულ ველოდებოდი ამ კითხვის დასმას. თაია - ჩემი მეორე სახერლიც არის... მინდია გოგოჭური (იოჰან ხევსური) სულ თაიაზე წერს, ასე რომ... ეს არც თუ კარგი თავისმართლებაა, - მე არ შემხვედრიაო... ე.ი. სხვების ნაწერებს არ კითხულობ, ლანა! დათოს ჰკითხე, თუ არ გჯერა, (არამითს)... მეკალმე, ლანა, ჩემი რომანის გმირის სახელია თაია... და უუუამრავი თავი დევს აქ... თან გამიხარდა ამ სახელის გამოჩენა და თან... სულ ველოდებოდი ამ კითხვის დასმას. თაია - ჩემი მეორე სახერლიც არის... მინდია გოგოჭური (იოჰან ხევსური) სულ თაიაზე წერს, ასე რომ... ეს არც თუ კარგი თავისმართლებაა, - მე არ შემხვედრიაო... ე.ი. სხვების ნაწერებს არ კითხულობ, ლანა! დათოს ჰკითხე, თუ არ გჯერა, (არამითს)...
24. თაია კარგი სახელია, თან უცხოცაა... მეჩემს მეგობარს თაეს ვეძახი. არ ვიცი საიდან "მომიფრინდა " :)
თაის გავს :) თაია კარგი სახელია, თან უცხოცაა... მეჩემს მეგობარს თაეს ვეძახი. არ ვიცი საიდან "მომიფრინდა " :)
თაის გავს :)
23. ბაბლუანი, იყუჩე ბალღო! =)) =)) ბაბლუანი, იყუჩე ბალღო! =)) =))
22. გოგო, გულწრფელად გეტყვი, რომ ეს სახელი ამ საიტზე არ შემხვედრია :) პაწუკა სენტიმენტალური საფუძველი აქვს ჩემი ნაწერის გმირისთვის თაიას შერქმევას: ეს ჩემი მომავალი შევილის სახელია, სავარაუდოდ :)
გოგო, გულწრფელად გეტყვი, რომ ეს სახელი ამ საიტზე არ შემხვედრია :) პაწუკა სენტიმენტალური საფუძველი აქვს ჩემი ნაწერის გმირისთვის თაიას შერქმევას: ეს ჩემი მომავალი შევილის სახელია, სავარაუდოდ :)
21. აუ რა ეს სამი დღე ნერვებს მიშლის:( აუ რა ეს სამი დღე ნერვებს მიშლის:(
20. ვაიმეე მაბოდებს ამ ადამიანის ნაწერებზეეე :*:*:* ეხლა გაგრძელების წაკითხვაც მინდაა :* ვაიმეე მაბოდებს ამ ადამიანის ნაწერებზეეე :*:*:* ეხლა გაგრძელების წაკითხვაც მინდაა :*
19. 14. ბაბლუანი, ადრე ცხოვრებისგან გაბოროტებული ორმოციოდე წლის მამაკაცი მეგონე, ეხლა ცამეტი წლის მგონიხარ და ამ კომენტარსაც შენს ასაკს ვაპატიებ ვაიმე...
14. ბაბლუანი, ადრე ცხოვრებისგან გაბოროტებული ორმოციოდე წლის მამაკაცი მეგონე, ეხლა ცამეტი წლის მგონიხარ და ამ კომენტარსაც შენს ასაკს ვაპატიებ ვაიმე...
18. ამ საიტზე ყველა რომანის გმირს თაია ჰქვია?! ეს კანონია?! ;;)
ამ საიტზე ყველა რომანის გმირს თაია ჰქვია?! ეს კანონია?! ;;)
17. დათ, ეხლა სწორედ რომ შენ გვერდზე დავძვრებოდი. ჩემთვის მოძღვნილ ნაწერში მინდოდა ჩემი ბავშვობის სურათი დამედო ილუსტრაციებში, მაგრამ ჩემმა საზიზღარმა ინტერნეტმა აააარაააააო :( დათ, ეხლა სწორედ რომ შენ გვერდზე დავძვრებოდი. ჩემთვის მოძღვნილ ნაწერში მინდოდა ჩემი ბავშვობის სურათი დამედო ილუსტრაციებში, მაგრამ ჩემმა საზიზღარმა ინტერნეტმა აააარაააააო :(
16. კარგია მეკალმევ,განსაკუთრებით პატარებმა მომხიბლეს:)))) ველი გაგრძელებას;)+7 შენ! კარგია მეკალმევ,განსაკუთრებით პატარებმა მომხიბლეს:)))) ველი გაგრძელებას;)+7 შენ!
15. ანანე კიკნაძე saloabramishvili. გიგო ია-ია ილტოსპირელი დავით კამკამიძე ოლიკო-ლიკო მედეა მოლოდინი ჭა ანა.ანა. ვეცდები, გავამართლო თქვენი მოლოდინი :) ყველას გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს. მეორე ნაწილიც უკვე დაწერილი მაქვს და 3 დღეში დავდებ.
ანანე კიკნაძე saloabramishvili. გიგო ია-ია ილტოსპირელი დავით კამკამიძე ოლიკო-ლიკო მედეა მოლოდინი ჭა ანა.ანა. ვეცდები, გავამართლო თქვენი მოლოდინი :) ყველას გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს. მეორე ნაწილიც უკვე დაწერილი მაქვს და 3 დღეში დავდებ.
14. ბაბლუანი, ადრე ცხოვრებისგან გაბოროტებული ორმოციოდე წლის მამაკაცი მეგონე, ეხლა ცამეტი წლის მგონიხარ და ამ კომენტარსაც შენს ასაკს ვაპატიებ :) "თქვენობითაც" სწორედ ამ მიზეზით აღარ მოგმართავ =)) გაიზარდე დიდი ბიჭი :) ბაბლუანი, ადრე ცხოვრებისგან გაბოროტებული ორმოციოდე წლის მამაკაცი მეგონე, ეხლა ცამეტი წლის მგონიხარ და ამ კომენტარსაც შენს ასაკს ვაპატიებ :) "თქვენობითაც" სწორედ ამ მიზეზით აღარ მოგმართავ =)) გაიზარდე დიდი ბიჭი :)
13. ველი გაგრძელებას..... +5 ველი გაგრძელებას..... +5
12. კარგია ძალიან...5 დაველოდები გაგრძელებას... კარგია ძალიან...5 დაველოდები გაგრძელებას...
11. წინა კომენტარს მინდა პასუხი გავცე. როგორც მივხვდი, ქვედა კომენტარში იგულიხმება ის, რომ შეწყვეტილია თხრობა. და მე ვფიქრობ სწორიცაა. ანუ ჯერ რომ არ გამოექვეყნებინა მეკალმეს ეს ნაწერი, დაესრულებინა და მერე ერთიანად დაედო აქ, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტა მკითხველი ეყოლებოდა... ასე ბევრად იოლია...
გაიხარე შენ ავტორო. კარგად გადმოგვცემ და გასაგებად... მეც ველოდები გაგრძელებას :-* წინა კომენტარს მინდა პასუხი გავცე. როგორც მივხვდი, ქვედა კომენტარში იგულიხმება ის, რომ შეწყვეტილია თხრობა. და მე ვფიქრობ სწორიცაა. ანუ ჯერ რომ არ გამოექვეყნებინა მეკალმეს ეს ნაწერი, დაესრულებინა და მერე ერთიანად დაედო აქ, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტა მკითხველი ეყოლებოდა... ასე ბევრად იოლია...
გაიხარე შენ ავტორო. კარგად გადმოგვცემ და გასაგებად... მეც ველოდები გაგრძელებას :-*
10. ამ დროს ვერტმფრენის ხმაც გაისმა და ხალხის ტალღამ ერთმანეთს წუთით მოსწყვიტა ჩახუტებული წყვილი. 376 სერიის დასასრული. 377-ეს დღეს იმედზე ვნახავ. არ მომეწონა ვიმედოვნებ ამის გამო ავტორი არ დამწყევლის. წარმატებები ამ დროს ვერტმფრენის ხმაც გაისმა და ხალხის ტალღამ ერთმანეთს წუთით მოსწყვიტა ჩახუტებული წყვილი. 376 სერიის დასასრული. 377-ეს დღეს იმედზე ვნახავ. არ მომეწონა ვიმედოვნებ ამის გამო ავტორი არ დამწყევლის. წარმატებები
9. წუხელ წავიკითხე,კომენტარი დაკარგულა! არ გაბედო კალამი გაუშვა ხელიდან,სანამ დასასრულს არ წავიკითხავ!! ყოჩაღ! წუხელ წავიკითხე,კომენტარი დაკარგულა! არ გაბედო კალამი გაუშვა ხელიდან,სანამ დასასრულს არ წავიკითხავ!! ყოჩაღ!
8. ხო ეს მტკივნეული თემაა! :) საინტერესოა და ველი გაგრძელებას,კარგად წერ! :) ხო ეს მტკივნეული თემაა! :) საინტერესოა და ველი გაგრძელებას,კარგად წერ! :)
7. ძალიან კარგი კალამი გაქვს !!!
შინაარსიანად წერ!!!
5 ძალიან კარგი კალამი გაქვს !!!
შინაარსიანად წერ!!!
5
6. სევდიანი ისტორიაა, მიუხედავად იმისა რომ ამხელა სიყვარულითა და ამდენი მზეებითაა გაჯერებული!.. ნამდვილად კარგად, დახვეწილად წერ! დიალოგებიც ბუნებრივი და ლოგიკური გაქვს! ერთი სიტყვით, თავისუფლად შეგიძლია გააგრძელო ამ საინტერესო მოთხრობის წერა! 55555 სევდიანი ისტორიაა, მიუხედავად იმისა რომ ამხელა სიყვარულითა და ამდენი მზეებითაა გაჯერებული!.. ნამდვილად კარგად, დახვეწილად წერ! დიალოგებიც ბუნებრივი და ლოგიკური გაქვს! ერთი სიტყვით, თავისუფლად შეგიძლია გააგრძელო ამ საინტერესო მოთხრობის წერა! 55555
5. დასაწყისი კარგია :) ველოდები გაგრძელებას...თემა კი ნამდვილად მძიმე და მტკივნეულია... :-* დასაწყისი კარგია :) ველოდები გაგრძელებას...თემა კი ნამდვილად მძიმე და მტკივნეულია... :-*
4. კარგი ხარ!!! მორმალური დასაწყისი!!! გაიხარე შენა!!!
კარგი ხარ!!! მორმალური დასაწყისი!!! გაიხარე შენა!!!
3. მეც ველოდები ლან :)
მტკივნეულ თემას კი შეჭიდებიხარ...:)
-თოლიები ჩემია, თაი! …-ჭვიმა ცემია!ცემი გიჟუნია ჭვიმა, მოვა ეხლა და გაგჭუჭავ ლო მაბლაზებ- გაბუტული პასუხობდა გოგონა, რადგან საყვარელ თამაშში ისევ ბიჭმა დაასწრო თოლიების “წაყვანა” …-მთვარე ჩემია! -.ვალსკვლავები ცემია, ო!-არ თმობდა თაია. …-ეს ზღვა ჩემია! - თქვა თაიას გასაბრაზებლად ბიჭმა, რადგან იცოდა, რომ გოგონა ზღვას არ “დაუთმობდა”. -შენი ჟღვა შოლსაა, ეს კი ცემი ჟღვაა! ლამდენჯელ გითხალი?!- აჯუჯღუნდა თაია. -ბებიამ მითხრა, ეს ზღვა ყველასიაო. -ყველა ვინ ალის? -აი, ყვეეელა…. ბევრი ხალხი რომ არის, ხომ იცი? საქართველო ჰქვია ყველას. …-საქალთველო ალა ქვია ყველას. ყველას აფხაჟეთი ქვია. -ისევ გაიბუტა გოგო.. -კარგი რა, თაი, რატომ მებუტები? შენ ხომ ჩემი შეყვარებული ხარ. -ალა ვარ სენი შეყალებული! აღარ მიკალქალ. -თაი, მზე შენი იყოს, კარგი?- დაზავება არჩია ტატომ. -სენ მაჩუქეე? გუშინ ხო სენი იყო? …-ხო, გაჩუქე. ხომ ხარ ისევ ჩემი შეყვარებული? -კიიიი… კიიიიი!- აჭყლოპინდა თაია სიხარულით და ისევ შეუერთა ზღვის ხმაურს პაწუკა ფეხების ტყაპუნი. მეც ველოდები ლან :)
მტკივნეულ თემას კი შეჭიდებიხარ...:)
-თოლიები ჩემია, თაი! …-ჭვიმა ცემია!ცემი გიჟუნია ჭვიმა, მოვა ეხლა და გაგჭუჭავ ლო მაბლაზებ- გაბუტული პასუხობდა გოგონა, რადგან საყვარელ თამაშში ისევ ბიჭმა დაასწრო თოლიების “წაყვანა” …-მთვარე ჩემია! -.ვალსკვლავები ცემია, ო!-არ თმობდა თაია. …-ეს ზღვა ჩემია! - თქვა თაიას გასაბრაზებლად ბიჭმა, რადგან იცოდა, რომ გოგონა ზღვას არ “დაუთმობდა”. -შენი ჟღვა შოლსაა, ეს კი ცემი ჟღვაა! ლამდენჯელ გითხალი?!- აჯუჯღუნდა თაია. -ბებიამ მითხრა, ეს ზღვა ყველასიაო. -ყველა ვინ ალის? -აი, ყვეეელა…. ბევრი ხალხი რომ არის, ხომ იცი? საქართველო ჰქვია ყველას. …-საქალთველო ალა ქვია ყველას. ყველას აფხაჟეთი ქვია. -ისევ გაიბუტა გოგო.. -კარგი რა, თაი, რატომ მებუტები? შენ ხომ ჩემი შეყვარებული ხარ. -ალა ვარ სენი შეყალებული! აღარ მიკალქალ. -თაი, მზე შენი იყოს, კარგი?- დაზავება არჩია ტატომ. -სენ მაჩუქეე? გუშინ ხო სენი იყო? …-ხო, გაჩუქე. ხომ ხარ ისევ ჩემი შეყვარებული? -კიიიი… კიიიიი!- აჭყლოპინდა თაია სიხარულით და ისევ შეუერთა ზღვის ხმაურს პაწუკა ფეხების ტყაპუნი.
2. მე დაველოდები გაგრძელებას. :) მომწონს დასაწყისი მე დაველოდები გაგრძელებას. :) მომწონს დასაწყისი
1. რაიმე უფრო დიდს შეეჭიდეო მეუბნებოდით კომენტარებში. წამაქეზეთ და, აჰა, შევეჭიდე თქვენით გათამამებული:) თქვენ განსაჯეთ :) ამ წუთას მოვრჩი ამ ნაწილის წერას, ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორ გავაგრძელებ, რამოდენიმე ვარიანტი მაქვს. თუ მოგეწონებათ, დაელოდეთ გაგრძელებას :) რაიმე უფრო დიდს შეეჭიდეო მეუბნებოდით კომენტარებში. წამაქეზეთ და, აჰა, შევეჭიდე თქვენით გათამამებული:) თქვენ განსაჯეთ :) ამ წუთას მოვრჩი ამ ნაწილის წერას, ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორ გავაგრძელებ, რამოდენიმე ვარიანტი მაქვს. თუ მოგეწონებათ, დაელოდეთ გაგრძელებას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|