ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქა_რთველი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2010


***

გაგიჟდებოდი რომ გენახა როგორ მიცქერდა,
გაგიჟდებოდი რომ გენახა იმ მშვენიერ დღეს,
ნეტავ სად გაქრა ის მშვენება, თავდავიწყება
დამალული, შეფარებული მის თვალთა უბეს,

ვეღარ გავუძელ, მომერიენ, გადამიბირეს
ყურს არ უგდებდა ენა გონებას, გულს მინდობოდა

                გულიც გაჩერდა...

მაშინ ანგელოზს მიგამსგავსე და შენც გაფრინდი,
ახლა ზემოდან დამცქერიხარ ამაყი მზერით,
ის კი არ იცი ანგელოზად შენ - მე გაქციე,
ქალი იყავი ანგელოზად გადაგაქციე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები